კემბრიჯის ჰერცოგინია საშობაო სამზადისს მთელი ძალებით შეუდგა; 25 დეკემბრის ღამის გრანდიოზული მიღებისთვის, ქეით მიდლტონმა ვესტმინსტერის სააბატოს სადღესასწაულოდ მორთვა საკუთარ თავზე აიღო. Miu Miu-სსაახალწლო თემატიკის წითელ სვიტერში გამოწყობილმა ჰერცოგინიამ ნაძვის ხეები მორთო და საშობაო გზავნილიც ჩაწერა.
25 დეკემბერს, სამეფო ოჯახის მიერ მომზადებული საშობაო გადაცემა: Royal Carols: Together At Christmas ITV-ის ეთერში გადაიცემა. დიდი ბრიტანეთის მონარქებმა სადღესასწაულო გადაცემა საგულდაგულოდ შექმნეს და COVID-19-ის პანდემიის გმირებისთვის ამ გზით მადლობის გადახდა გადაწყვიტეს.
„ჩვენ საშინელი დრო გამოვიარეთ, დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით და საყვარელი ადამიანები დავკარგეთ. და მაინც, ვხედავდით ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც წინა ფრონტზე წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ იბრძოდნენ “- განაცხადა ქეითმა.
„მუსიკა იმდენად მნიშვნელოვანი იყო პანდემიის დროს ჩემთვის, რომ მგონია, მან სხვებისთვისაც დიდი როლი ითამაშა. ის ხომ კეთილგანწყობის, სიკეთის, სიყვარულისა და თანაგრძნობის საუკეთესო საშუალებაა... იმედი მაქვს, ყველას მიეცემა საშუალება გაატაროს ეს საღამო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს“ - დასძინა კემბრიჯის ჰერცოგინიამ.
27 წლის ამერიკელი რეპერი, მსახიობი და დიზაინერი ჯეიდენ სმიტი Christian Louboutin-ის შემოქმედებით გუნდს უერთდება. სმიტი პარიზში საცხოვრებლად გადადის და იანვარში მის სადებიუტო კოლექციასაც წარადგენს.
TPO, გელ-ლაქის ერთ-ერთი ინგრედიენტი, ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებების რიგს შეემატა. სალონებსა და მწარმოებლებს არსებული მარაგის განადგურება და უსაფრთხო ალტერნატივებზე გადასვლა დაევალათ. ნახეთ, რა არის TPO და რა ცვლილებებია მოსალოდნელი სილამაზის ინდუსტრიაში.