ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
„წაგება არ იქნება“! ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიხილავთ.
სახის კანის მოვლა თითოეული ჩვენგანისთვის ნამდვილ რიტუალად იქცა - ის თუ როგორ ვუვლით ჩვენს კანს დაძინებამდე, მისი სიჯანსაღის ბზინვარებისა და სიგლუვის გარანტია. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სახის კანის სწრაფი დაბანა და დატენიანება თუ სულაც 10-საფეხუარიანი რუტინა, ეს პროცესი მთლიანად ჩვენ გვეძღვნება და ჩვენთვის ცოდნა უპირველეს ყოვლისაა.
რას გულისხმობს კანის ორეტაპიანი წმენდა?
სახის ორმაგი წმენდის მეთოდი როგორც დერმატოლოგების, აგრეთვე ესთეტიკური სამყაროს გურუების აპრობირებული მეთოდია. მაშინ, როდესაც მძიმე თუ მსუბუქი მაკიჟის, მზისგან დამცავი საცხის თუ უბრალოდ ქუჩის მტვერის მოშორების მისიას მხოლოდ დასაბანმა გელმა თავი სრულფასოვნად ვერ გაართვა, საჭირო გახდა ზეთოვანი დასაბანი საშუალებების ჩამატება რუტინაში. პრინციპი საკმაოდ მარტივია, შედეგი კი საკმაოდ სასიამოვნო.
პირველი საფეხური
სახის კანის დაბანის პირველი ეტაპი მთელი დღის განმავლობაში ჩვენს სახეზე დაგროვილი ცხიმის მოშორებას გულისხმობს, რომელსაც ყველაზე ეფექტურად ზეთოვანი დასაბანი საშუალება უმკლავდება.
Avene - ავენის გამწმენდი ზეთი XeraCalm
ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი პოპულარობით მაკიაჟის მოსაშორებელი ბალზამ-ზეთები სარგებლობენ, რომლებიც კანზე მოხვედრისთანავე თითქოს ხელებში დნობას იწყებენ და საკმაოდ დელიკატურად აშორებენ როგორც მაკიაჟს, აგრეთვე ცხიმს სახიდან. ბალზამ-ზეთის გამოყენება საკმაოდ მარტივია, იღებთ მცირე რაოდენობის პროდუქტს, დაიტანთ მას სახეზე წრიული მოძრაობით და 30 წამის შემდეგ ჩამოიბანთ თბილი წყლით.
Lierac - მაკიაჟის მოსაშორებელი ბალზამ-ზეთი
მეორე საფეხური
ცხიმოვანი ბარიერის მოშორების შემდეგ, ფორების ღრმა წმენდის დრო დგება. ამ საფეხურზე გამოიყენეთ წყლის ბაზაზე დამზადებული დასაბანი საშუალება, აუცილებლად შეარჩიეთ იგი თქვენი სახის კანის ტიპის მიხედვით, ბონუსად კი გამოიყენეთ თქვენი საყვარელი სახის საწმენდი ჯაგრისი ან ღრუბელი.
Cetaphil - სეტაფილის ნაზი გამწმენდი