#მოდა

კელი ვირსტლერი ქართველი დიზაინერის სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა

გაზიარება:

მსოფლიოსში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი ინტერიერის დიზაინერი კელი ვირსტლერი არჩევანს ქართველ დიზაინერის გვენ სალაყაიას სამოსზე აკეთებს. კელიმ სოციალურ ქსელში, ახალი ფოტო გაგვიზიარა, რომელშიც ასიმეტრიულ პიჯაკთან და მწვანე ფეხსაცმელებთან ერთად, SALAKAIA-ს ყავისფერი შარვალი ამშვენებს.

ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ გახლავთ, როდესაც ცნობილი ადამიანები არჩევანს გვენ სალაყაიას სამოსზე აკეთებენ. 2019 წელს SALAKAIA-ს თრენჩსა და შარვალში გამოწყობილი კენდალ ჯენერი ვიხილეთ, მოგვიანებით კი ქართველი დიზაინერის სამოსზე არჩევანი კიდევ ერთმა მოდელმა ჯოზეფინ სკრაივერმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი დიზაინერებისა და ცნობილი ადამიანების სტილისტების დაკავშირება, ლოს-ანჯელესში მოღვაწე ქართველი მოდის რეალტორის tata_la-ის დამსახურებაა.

ზევით