პარიზსა და თბილისს შორის, სიურრეალურ სამყაროში დაბადებული გელა წულაძის შემოქმედება ბათუმელებისთვის განსაკუთრებით ახლობელი და საყვარელია. მხატვრის ნიუ-იორკიდან, ინდოეთში გაგზავნილ სასიყვარულო წერილებში კაცუნა, წითელი გულით დაიბადა და დღეს ის საქართველოსა და ევროპის დამაკავშირებელ გულისცემად ფეთქავს.
სულ ცოტა ხნის წინ, პარიზის ცენტრალურ უბანში, Saint-Germain-ის ქუჩაზე, სადაც ცნობილი ხელოვანების გზები ოდითგანვე იკვეთებოდა, გელა წულაძის ქანდაკება დაიდგა.
პარიზში ოლიმპიური თამაშები 2024 მიმდინარეობს, "ყირამალას" ქანდაკებაც ამ დღეების ფარგლებში, ცნობილი Café de Flore-ის პირდაპირ განთავსდა. მხატვრის თქმით, უბნის მაცხოვრებლები უკვე აპირებენ პეტიციის შედგენას, რათა ქანდაკებამ ამ კუთხეში მუდმივი ბინა დაიდოს. პარიზის ქანდაკება ბათუმის "კაცუნებისგან" განსხვავებით გამჭვირვალე არ არის, რადგან ბათუმში ისინი ზღვის ჰორიზონტის გასწვრივ დგანან, ხოლო პარიზში, შუაგულ ქალაქში გახლავთ განთავსებული.
გელას მშობლები Café de Flore-ის ზემოთ ცხოვრობდნენ, შესაბამისად ეს ქანდაკება ერთდროულად მშობლებისა და ქვეყნისადმი მიძღვნილი სიყვარულია.
შარშან გელა წულაძეს პარიზის მერიაში პერსონალური გამოფენა ჰქონდა და სწორედ მერმა შესთავაზა, ეს ქანდაკება ოლიმპიადის პერიოდში პარიზში დაედგათ. "ყირამალა" სტატიკური ქანდაკებაა და თან დინამიკაშია. არტისტის თქმით, ეს კონცეფცია სიყვარულის რთულ ბუნებას ზუსტად გამოხატავს, რადგან სიყვარული არ გამოგდის, თუ ხელებზე სიარული არ შეგიძლია.
გელა წულაძის მთელი შემოქმედება ერთიანობისა და სინათლის გრძნობას ტოვებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოციები მხატვრის ნახატებსა და ქანდაკებებშია მიმოფანტული. საქართველოსა და პარიზში განთავსებული თითოეული ქანდაკებაც ორი ადამიანისა, თუ ორი სამყაროს შემაერთებელ ხიდად გვევლინება. პარიზის ცენტრალურ უბანში ნამდვილად არის ქართველი არტისტის შემოქმედების ადგილი, ისევე როგორც საქართველოს ადგილია ევროპაში.
ჩვენი ქვეყანა უკვე ქალი დიზაინერების გაერთიანების, Women in Lighting-ის საერთაშორისო საზოგადოების წევრია. საქართველოს წამომადგენელი AT Architect-ის დამფუძნებელი, არქიტექტორი და განათების დიზაინერი ანა თავართქილაძე გახდა.
რიგით 67-ე Grammy-ს დაჯილდოებისთვის რბოლა ოფიციალურად დაიწყო. ქართველ არტისტებს, ლიზა ყენიასა და აზიკო ფილიას, ტრეკით Sacrifice, შანსი ეძლევათ, გრემის ნომინანტების სიაში მოხვდნენ.
ფესტივალ "შემოდგომის თბილისის" ფარგლებში, 12 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, საგუნდო მუსიკის კონცერტია ჩანიშნული. სცენაზე კარლ ორფის სასცენო კანტატას, "კარმინა ბურანას" ქართველი მუსიკოსები და უნგრელი დირიჟორი გაბორ ჰოლერუნგი გააცოცხლებენ.