#ცნობილები

ემილი რატაკოვსკის თამამი ფოტოსესია მომავალი დედის ამპლუაში

გაზიარება:

სუპერმოდელი ემილი რატაკოვსკი მეუღლესთან სებასტიან მაკლართან ერთად პირველი შვილის მოლოდინშია. მომავალი დედის ამპლუაში ემილიმ, გადაწყვიტა ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი პერიოდი ფოტოებზეც აღებეჭდა და duo Inez & Vinoodh-ის ობიექტივში იპოზიორა. მოდელმა საკუთარ Instagram გვერდზე ფოტოსესიიდან ორი შავ-თეთრი ფოტო შემოგვთავაზა.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Emily Ratajkowski (@emrata)

საოცრად ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ ეს საოცარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, ფოტოსურათებზე აღვბეჭდე ზღაპრულ კოლაბორაციონისტებთან და მეგობრებთან ერთად.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Emily Ratajkowski (@emrata)

საკმაოდ თამამ, თუმცა ამავდროულად უმშვენიერეს ფოტოებზე მოდელი სრულიად შიშველი პოზირებს. როგორც თავად ემილიმ განმარტა, ის ამ ფოტოებზე 33 კვირის ორსულია. ბონუს ფოტო წარმოგვიდგინა ფოტოგრაფმა duo Inez & Vinoodh-მა საკუთარ Instagram-ზეც, რომელიც გვერდიდანაა გადაღებული და მისი მთავარი მაგია შუქჩრდილებია.

 

 

შეგახსენებთ, რომ ემილი რატაკოვსკი და სებასტიან ბეარ-მაკლარდი პირველი შვილის მოლოდინში არიან. რატაკოვსკიმ ორსულობის შესახებ სიახლე სოციალური ქსელის მეშვეობით გასული წლის ოქტომბერში შეგვატყობინა, როდესაც არდაბადებულ შვილს სენტიმენტალური ვიდეო მიუძღვნა.

ზევით