#ცნობილები #კინო

ელ ფენინგი წამოზრდილი მუცლით The Great-ის გადასაღებ მოედანზე პოზირებს

გაზიარება:

რუსეთის სამეფო კარის შესახებ გადაღებულმა ტელესერიალმა The Great, ძალიან მოკლე დროში მოახერხა მაყურებლის გულის მოგება და IMDB-ზე კუთვნილი რეიტინგის დადება. იატრორიულმა სატირამ, რომელიც რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის განვლილ გზაზე მოგვითხრობს, პრესტიჟულ დაჯილდოებებზე, დიდი რაოდენობით ნომინაციაც მოიპოვა და ახლა შედეგების მოლოდინშია.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Elle Fanning (@ellefanning)

მაყურებელი კი ახალ სეზონს ელის მოუთმენლად, იმის იმედით, რომ ტელესერიალი მეორე სეზონშიც ღირსეულად გაგრძელდება. დიდებული იმპერატორის, ეკატერინე II-ის როლის შემსრულებელმა, ელ ფენინგმა, Instagram-ზე გადაღებებიდან ახალი ფოტოსურათი გაგვიზიარა, რომელშიც მსახიობი წამოზრდილი მუცლით, ცისფერი კორსეტითა და თეთრი ნაჭრის შარვლით პოზირებს. ფოტოსურათის აღწერაში კი მსახიობმა დაურთო:

ახალი, მეორე სეზონისთვის თქვენთვის რაღაც განსაკუთრებულს ვამზადებთ

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის დაუბრუნდება ტელეეკრანებს The Great ახალი სეზონით, თუმცა ის კი დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის სამეფო კარის ინტრიგები გრძელდება, ეკატერინე II და პეტრე III (რომლის როლსაც ნიკოლას ჰოლტი ასრულებს) შვილის მოლოდინში არიან, სერიალში ისევ დიდი დოზითაა შავი იუმორი და სატირა, რომელთა გამოც The Great მთელი გულით შევიყვარეთ.

ზევით