#მოდა #ცნობილები

ზოი კრავიცი და ჩენინგ ტატუმი - ახალი მოდური წყვილი ნიუ-იორკში

გაზიარება:

ცხელ ზაფხულ ახალი რომანის გარეშე არ ჩაუვლია, როდესაც გვეგონა, რომ სეზონი სიახლის გარეშე მიილია, ტაბლოიდებში სიახლე გამოჩნდა, რომელიც ზოი კრავიცისა და ჩენინგ ტატუმის სავარაუდო ურთიერთობის შესახებ გვაუწყებდა. სულ რაღაც ერთი კვირა აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მითქმა-მოთქმა რეალობად ქცეულიყო და ჩვენც ახალი და საოცრად მოდური წყვილის თვითმხილველნი გავხდით.

საკმარისი აღმოჩნდა ერთი სტატია და ერთი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ზოი და ჩენინგი ხვდებონენ, რომ პაპარაცები მათი თანამგზავრნი გახდნენ და გამომდინარე იქიდან, რომ წყვილს ურთიერთობის დამალვა არ უცდია, ისინი მალევე აღმოჩნდენ ფოტოებზე. 

კრავიცი და ტატუმი ნიუ-იორკში დროს მხიარულად ატარებენ, სეირნობენ ფეხით თუ ველოსიპედით, სვამენ გამაგრილებელ სასმელს და უბრალოდ ურთიერთობის საწყისი ეტაპით ტკბებიან.

ზომ და ჩენინგმა ერთმანეთი Pussy Island-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, კრავიცის პირველ სარეჟისორო ნამუშევრის გადაღებებზე. ზოიმ პირადად მიიწვია მსახიობი მის სადებიუტო ფილმში მონაწილეობისთვის, რის შემდეგაც ჩენინგი ხშირად აცხადებდა ინტერვიუებში, რომ კრავიცს მასზე ძალიან სასიამოვნო ზეგავლენა აქვს.

ზეგავლენა ბევრად სერიოზულში გადაიზარდა და შედეგად მივიღეთ წყვილი, რომელიც ქუჩის სტილის ჩაცმულობით ნახვისთანავე გამოირჩევა. პაპარაცულ ფოტოებში ზოის მისთვი საყვარელი კაბები, კომბინეზონები და კროპ-ტოპები ამშვენებს, ჩენინგის სტილი კი რადიკალურად შეიცვალა და ახლა ის იმაზე თავისუფალია ვიდრე ოდესმე ყოფილა.

Araks Cadel slip dress

ყიდვა 

ზევით