#ცნობილები #მოდა

წარმატებული ქართველი მოდელი დედის ამპლუაში

გაზიარება:

ანა შელია ულამაზესი, კოლხური სილამაზის მოდელია, რომლის პორტფოლიოშიც ისეთ ხმაურიან ბრენდებთან თანამშრომლობებია, როგორიცაა Ralph&Russo, Etam, Zuhair Murad, Antonio Marras, Ziad Nakad და Johana Ortiz. ანა პოდიუმზე პირველად 11 წლის ასაკში, „თბილისის მოდის კვირეულზე“ მოხვდა და მას შემდეგ, Geomodels-ის მოდელის სახელთან ყველაზე ცნობილი მოდის სახლები ასოცირდება.

წარმატებული მოდელი პირად ცხოვრებას კარიერას მარტივად უთავსებს. ანა 2018 წლის ივნისში, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრზე - ლაშა ლომიძეზე დაქორწინდა. წყვილმა ხელი შატო მუხრანში, მეგობრებისა და ნათესავების ვიწრო წრეში მოაწერა. საზეიმო აღნიშვნა კი მოგვიანებით, რესტორან „მონოპოლში“ გაგრძელდა, სადაც წვეულებას 400-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ქალაქ თბილისის მერი კახი კალაძე, ფეხმძიმე მეუღლე ანუკისთან ერთად.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ana Shelia (@annashelia)

 

ეს იყო ჩემი საოცნებო ქორწილი! - ანა

2020 წელს კი ანამ საზოგადოებას ამცნო, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდებოდა. პატარა ელი ახალ სამყაროში დაიბადა, იმ მსოფლიოში, რომელიც პანდემიამ თავდაყირა დააყენა. ალბათ, ელი თავის შვილიშვილებს, „გაჩერებული“ სამყაროს შესახებ ზღაპრად მოუყვება. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ana Shelia (@annashelia)

ანა, როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება პატარამ?

ანა: იმ დღიდან, როდესაც გავიგე რომ ორსულად ვიყავი, შეიცვალა არამხოლოდ ჩემი ცხოვრება, არამედ სრულიად მსოფლიოც, ვინაიდან ორსულობას პანდემია დაემთხვა. ერთის მხრივ, იზოლაცია ვერც კი ვიგრძენი, რადგან ორსულობის პირველ მონაკვეთში თავს სუსტად ვგრძნობდი და უძალობა მაწუხებდა, შემდეგ კი მოლოდინის პერიოდი იყო.

მესამე ტრიმესტრში კი საფრანგეთში წამოსვლა მოგვიწია, რასაც ჩვენი ოჯახის წევრების შფოთვა მოყვა, ყველა ნერვიულობდა, განსაკუთრებით ლიკა (დედა), ძალიან უნდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო, როცა ელი გაჩნდებოდა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე ვერ მოახერხა ჩამოსვლა.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ana Shelia (@annashelia)

ელის დაბადებამ მე და ლაშას სრულიად ახალ სამყაროში ამოგვაყოფინა თავი. სანამ დაიბადებოდა, ყველაფერი წინასწარ მოვამზადეთ, ვგეგმავდით როგორ გავზრდიდით, რა ჩვევებს განვუმტკიცებდით, მაგრამ დაიბადა თუ არა, თვითონვე შემოგვთავაზა თავისი ცხოვრების წესი. თავიდან რთული იყო, მუცელიც ტკიოდა. ახლა უკვე თანდათან გადაეჩვია თეთრ ღამეებს და უფრო მშვიდად გვძინავს ხოლმე მთელს ოჯახს.

ვის ამსგავსებთ პატარას?

ამბობენ რომ ორივეს გვგავს, მაგრამ მე ლაშას უფრო ვამსგავსებ.

როგორი მამაა ლაშა?

ლაშა ძალიან ჩართულია ელის აღზრდაში, როცა დაძინება უჭირდა, მორიგეობით ვიძინებდით, ყველაფერი კარგად გამოსდის.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ana Shelia (@annashelia)

როდის აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

როგორც კი ლაშას სპორტული სეზონი დაუმთავრდება, საქართველოში ჩამოსვლას ვაპირებთ.  პატარა ელიმ თავისი დიდი ოჯახი უნდა გაიცნოს! ყველა მოუთმენლად ელოდება ელისთან შეხვედრას!

სამოდელო კარიერასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

ამ ეტაპზე მხოლოდ ელის აღზრდით ვარ დაკავებული, თუმცა აუცილებლად ვგეგმავ ჩემი კარიერის გაგრძელებას.

ზევით