#კინო

BRIDGERTON-ის მეოთხე სეზონი გვიახლოვდება

გაზიარება:

მზად ხართ, რომ ზღაპრული „კონკიას“ ბრიჯერტონის ეპოქაში გაცოცხლება იხილოთ?! ვალენტინობის დღესასწაულისთვის Bridgerton-მა ერთგულ მაყურებლებს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა. ფანებთან შეხვედრისას დედოფალი შარლოტა (გოლდა როშუველი) გამოჩნდა და ახალ სეზონზე ცხელ-ცხელი დეტალები გაგვიმხილა.

Bridgerton Season 4, ბრიჯერტონის მეოთხე სეზონი, benedict and Sophie,

მეოთხე სეზონი ჯულია ქუინის რომანის An Offer from a Gentleman-ის მიხედვით იქნება გადაღებული და სხვა სეზონებთან შედარებით, ყველაზე მეტად მიუახლოვდება წიგნის ნარატივს.

Bridgerton Season 4, ბრიჯერტონის მეოთხე სეზონი, benedict and sophie

როგორც უკვე იცით, ამჯერად მთავარი გმირი ბენედიქტ ბრიჯერტონი (ლუკ თომპსონი) იქნება. თავისუფალი და თავზეხელაღებული ბრიჯერტონი ამჯერად პროტაგონისტის ამპლუაში მოგვევლინება. ბენედიქტის გულს სოფი ბექი (იერინ ჰა) დაიპყრობს – ძლიერი, მიზანდასახული ქალი, რომელსაც მტკივნეული წარსული აქვს. მათი რომანტიკული შეხვედრა ლედი ბრიჯერტონის ლეგენდარულ მასკარადზე შედგება.

Bridgerton Season 4, ბრიჯერტონის მეოთხე სეზონი, Benedict and Sophie, Luke Thompson, Yerin Ha

ბენედიქტი, რომელიც ყოველთვის თავგადასავლების მოყვარული იყო, სერიოზული ურთიერთობისთვის არასდროს იცლიდა. თუმცა ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც მასკარადზე „lady in silver“-ის სახელით ცნობილი ქალი მოხიბლავს. სინამდვილეში კი ეს გოგონა სოფია – მოსამსახურე, რომელსაც საკუთარი ოცნებები და საიდუმლოებები აქვს. ბენედიქტს წიგნში ხშირად „მეორე ბრიჯერტონად“ მოიხსენიებენ, რადგან ის ბრიჯერტონების ოჯახის მეორე ვაჟია. ის სერიოზულ ურთიერთობებს გაურბის და იდენტობის კრიზისს ებრძვის, რაც მის ისტორიას განსაკუთრებით საინტერესოსა და დრამატულს ხდის. 

Bridgerton Season 4, ბრიჯერტონის მეოთხე სეზონი, ლუკ თომპსონი, Luke Thompson, Yerin Ha

მთავარი როლის, ბენედიქტის, შემსრულებელი ლუკ თომპსონი აღნიშნავს - „სცენარისტებმა საოცარი ისტორია შექმნეს, რომელიც „კონკიას“ თანამედროვე ინტერპრეტაციას ჰგავს. ეს არის ჯადოსნური სიყვარულის ისტორია, რომელიც რეალური ცხოვრების სირთულეებს ერწყმის.“

იერინ ჰა კი თავის პერსონაჟს ასე აღწერს - „სოფი დაბრკოლებებით სავსე ცხოვრებას ებრძვის – სოციალური სტატუსი, საიდუმლოებები, აკრძალული გრძნობები... ამ ყველაფრის გადალახვა მარტივი არაა.“

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Cat Quinn (@catquinn)

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოფის როლს აზიელი მსახიობი ასრულებს, იერინი წარმოშობით სამხრეთ კორეიდანაა. თავად იერინ ჰამ აღნიშნა, რომ ვერ წარმოედგინა, თუ ასეთი მასშტაბური პროექტის ნაწილი გახდებოდა. თავდაპირველად პერსონაჟის გვარი ბეკეტი უნდა ყოფილიყო, როგორც წიგნში, თუმცა იმის გამო, რომ აზიელი მსახიობი შეირჩა, მისი გვარი ბექად გადაკეთდა.

მეოთხე სეზონში ახალ პერსონაჟებსაც გავიცნობთ. მათ შორისაა ლედი არამინტა განი (ქეითი ლეუნგი) – ქვრივი, რომელიც ცდილობს თავისი ორი ქალიშვილი შეძლებულ მამაკაცებზე გაათხოვოს.

Bridgerton Season 4, ბრიჯერტონის მეოთხე სეზონი

ჰარი პოტერის ფანებს ვეტყვით, რომ სოფის დედინაცვლის როლს ჩო ჩანგის როლის შემსრულებელი, ქეითი ლეუნგი, შეასრულებს. ჰარის პირველი სიყვარული ამჯერად ბრიჯერტონის ჯადოსნური სამყაროს პერსონაჟია. მისი უფროსი ქალიშვილი ბენედიქტითაა მოხიბლული, ხოლო უმცროსი, პოზი, გულწრფელი და მხიარული გოგონაა, რომელიც ჯერჯერობით ჩრდილში რჩება.

ამ სეზონში მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ მთავარი გმირი მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი არ არის, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვედა კლასის ცხოვრების სტილს უკეთ გავეცნოთ. მაგალითად, პირველი სეზონიდან ნაცნობ ჯონს (Footman John) ახლა უფრო ახლოს გავიცნობთ.

Bridgerton Season 4, ბრიჯერტონის მეოთხე სეზონი, footman John

ასევე, დაემატა ახალი ლოკაცია – My Cottage, რომელიც ბენედიქტის ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო ადგილი გახდება.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Cat Quinn (@catquinn)

შოუს ძველი პერსონაჟებიც დაბრუნდებიან, მათ შორის ანტონი და ქეით ბრიჯერტონები. გამოჩნდება პენელოპეც, რომელსაც უკვე შვილი ჰყავს.

Bridgerton Season 4, ბრიჯერტონის მეოთხე სეზონი, Bridgerton Penelope and Colin child

გადაღებები ლონდონის მახლობლად, Shepperton Studios ახალ პავილიონში მიმდინარეობდა და გასაოცარი დეკორაციების დახმარებით მაყურებელი ბრიჯერტონულ ატმოსფეროში სრულად ჩაიძირება. შეგახსენებთ, რომ მეოთხე სეზონის პრემიერა 2026 წელს Netflix-ზე შედგება. წინ დიდი დრამა, რომანტიკა და შეუდარებელი ბრიჯერტონების ახალი ამბები გველოდება.

ზევით