წინანდლის მამულებში ჯაზისა და ღვინის ფესტივალის დრო დგება
წინანდალი ერთდღიანი თავგადასავლისთვის ემზადება. ჯაზისა და ღვინის ფესტივალი უკვე მერვედ, 12 ოქტომბერს ჩატარდება და მასში ქართული ღვინის 30-ზე მეტი მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.
ვენეციის კინოფესტივალი მიმდინარეობს და წითელ ხალიჩაზე მომხდარი ამბები განხილვის მთავარი საგანია. რამდენიმე დღის წინ, ჯორჯ და ამალ კლუნებს ბრეტ პიტი, ახალ შეყვარებულთან, ინეს დე რამონთან ერთად პაემანზე შეუერთდა. საღამოს ფოტოები ინტერნეტ სივრცეს ვირუსულად მოედო.
ჰოლივუდის გლამურულ სამყაროს თავისი საფასური აქვს. ვარსკვლავების პირადი ცხოვრება ყოველთვის მედიისა თუ პაპარაცების ყურადღების ქვეშაა. ამჯერად, ეპიცენტრში ბრედ პიტი და ინეს დე რამონი მოექცნენ. ბრედ პიტის ურთიერთობები ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევდა, ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ კი, ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
Wolfs-ის პრემიერაზე მისული წყვილის დებიუტი წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ. გუშინ ბრედ პიტი Louis vuitton-ის შავი სმოკინგით იყო წარმოდგენილი და 1970-იანების სტილით ინსპირირებული ფართო ტოტებიანი შარვალი ეცვა. ინესი თავიდან ბოლომდე თეთრებში იყო შემოსილი, ხელში კი ოქროსფერი ჩანთა ეკავა.
როგორც ცნობილია, ინესი ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს ფლობს და ჟენევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 2013 წელს ინესმა ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ამის შემდეგ პროფესიული კარიერა მოდისა და სამკაულების ბიზნესში გააგრძელა. ამჟამად ის ლოს-ანჯელესის ბრენდის, Anita Ko-ს ვიცე პრეზიდენტია. ჯორჯსა და ამალთან ერთად გადაღებულ პაპარაცულ ფოტოებში ჩანს, რომ ინესს სწორედ Anita Ko-ს სამკაულები უკეთია. ამ ბრენდის სამკაულებს ხშირად ატარებენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის კაია გერბერი, ჯონი დეპი თუ დეიზი ედგარ-ჯონსი.
მოდის სამყაროში წარმატებების გარდა, ინესი ინტეგრირებული კვების სერტიფიცირებული ქოუჩია. ბრედ პიტთან ურთიერთობამდე ინეს დე რამონი დაქორწინებული იყო მსახიობ პოლ უესლისზე, რომელიც სერიალ „ვამპირის დღიურებში“ შესრულებული როლითაა ცნობილი. წყვილი 2019 წელს დაქორწინდა, თუმცა 2022-ში განშორების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
ინეს დე რამონი და ბრეტ პიტი ერთად პირველად 2022 წლის ნოემბერში, ლოს-ანჯელესში, ბონოს კონცერტზე შენიშნეს. წყვილი ერთად დააფიქსირეს 2023 წელს მექსიკაში მოგზაურობის დროსაც. წითელ ხალიჩაზე გამოჩენით წყვილმა ურთიერთობას ჰოლივუდის ენაზე ოფიციალური სახე მიანიჭა.