#სპორტი #TOKYO 2020 OLYMPIC GAMES

ბელარუსი სპორტსმენი ტოკიოში შველას და თავშესაფარს ითხოვს

გაზიარება:

ბელარუსი სპორტსმენი კრისტინა ტიმანოვსკაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან ქვეყანაში დაბრუნებაზე უარს აცხადებს. 24 წლის მძლეოსანმა აეროპორტში განაცხადა, რომ ის სამშობლოში ვერ დაბრუნება, რადგან იქ მისი უსაფრთხოება დაცული არ არის, კრისტინამ დახმარებისთვის ადგილობრივ სამართალდამცველებს  მიმართა.

საქმე ის გახლავთ, რომ კრისტინა ტიმანოვსკაია 100 მეტრზე სირბილში გამოვიდა და მონაწილეობა 200 და 400 მეტრიან სირბილშიც უნდა მიეღო, თუმცა სპორტსმენმა Instagram-ზე კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ მას 400 მეტრ გარბენზე მხოლოდ იმ წუთას შეატყობინეს.

ასეთი რეაქცია არ მექნებოდა, წინასწარ რომ აეხსნათ ჩემთვის ვითარება და ეკითხათ, შემეძლო თუ არა 400 მეტრზე სირბილი. მაგრამ ყველაფერი ჩემს ზურგს უკან გადაწყვიტეს.

სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტის შემდეგ კრისტინას უკან გაწვევის გადაწყვეტილება ბელარუსიდან მალევე მოვიდა, გაწვევის მიზეზად კი მისი ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა დასახელდა. ტიმანოვსკაიამ პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით პოლონეთს მიმართა, რომელიც მზად არის სპორტსმენს ვიზა შესთავაზოს.

ზევით