#სპორტი #სამეფო ოჯახი

ასკოტი დაბრუნდა: სამეფო ოჯახის წევრები Royal Ascot 2021-ზე გამოჩნდნენ

გაზიარება:

ლონდონიდან 20 კილომეტრის მოშორებით, ასკოტში, ყოველწლიური საჯირთო ღონისძიება Royal Ascot (სამეფო ასკოტი) დაიწყო, რომელზეც თავი სამეფო ოჯახის წევრებმაც მოიყარეს. მოგეხსენებათ, ტრადიციული ღონისძიება სპორტული ხასიათიაა, თუმცა ადგილი, სადაც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები იყრიან თავს, შეუძლებელია, მხოლოდ სპორტულ ღონისძიებად მოვიხსენიოთ.

2020 წლის სამეფო ასკოტის მცირერიცხოვნობის შემდეგ, ყველანი მოუთმენლად ველოდით იმ მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც Royal Ascot-ს ახასიათებს და მისით ტკბობა უკვე შეგვიძლია. საჯირითო ღონისძიება გუშინ, 15 ივნისს დაიწყო და 4 დღეს გასტანს. გახსნის დღეს, სამეფო ოჯახის წევრები ერთი-მეორის მიყოლებით გამოჩნდენ, მართალია, დედოფალი ელისაბედ II ასკოტზე არ გამოჩენილა, თუმცა სპორტულ შეკრებაზე თავი პრინცმა ჩარლზმა, ჰერცოგინია კამილამ, ზარა და მაიკლ ტინდალებმა, პრინცესა ანამ, პრინცმა ენდრიუმ და ვესექსის ჰერცოგინიამ მოიყარეს.

ზევით