TOP ბიუჯეტური სმარტფონები

სმარტფონებზე ფასების სწრაფი ზრდის ნათელი მაგალითი Samsung-ის უახლესი, მოსაკეცი დივაისია, რომლის ფასიც 2 400 დოლარი გახლავთ. ამავდროულად, წამყვანი კომპანიები ბაზარზე ახალ ბიუჯეტურ ვერსიებს გვთავაზობენ, რომელთა ტექნიკური, თუ ვიზუალური მონაცემებიც ბევრი არაფრით ჩამოუვარდება ფუფუნების საგნად ქცეულ ტელეფონებს. ჩვენ იმ სმარტფონებს გაგცნობთ, რომელთა ფასიც 100-დან 500 დოლარამდე მერყეობს და ტექნიკის მაღაზიებში საქართველოშიცაა ხელმისაწვდომი.

NOKIA 1.3 DUAL SIM

ოპერატიული მეხსიერება: 1 GB

შიდა მეხსიერება: 16 GB

მთავარი კამერა: 8 MP

ეკრანის გაფართოება: 720x1520 Pixels

წლების მანძილზე NOKIA-ს არა ერთი ბიუჯეტური სმარტფონის რევიუ გვინახავს, მაგრამ nokia 1.3 Dual sim პირველია, რომლის ღირებულებაც 135$-ს ქვემოთაა. 5.7 ინჩიანი, კომპაქტური სმარტფონი ანდროიდის ახალ ვერსიაზე - Android Go მუშაობს, რაც Android 10-ის შედარებით მსუბუქი ვერსიაა, რომელიც დაბალი სიმძლავრის მოწყობილობებისთვის შეიქმნა.

XIAOMI POCOx3 NFC

ოპერატიული მეხსიერება: 6 GB

შიდა მეხსიერება: 64 GB

მთავარი კამერა: 64+13+2+2

ეკრანის გაფართოება: 1080 x 2400 pixels

პოკო კიდევ ერთი ცხელი გარიგებით დაბრუნდა. Poco X3 NFC რამდენიმე ისეთ ფუნქციას გვთავაზობს, რომლებსაც Android- ის უფრო ძვირადღირებული ტელეფონებისგან ველით. მაგალითად, Snapdragon G სერიის პროცესორისა და 120 ჰერციანი ეკრანის წყალობით, მარტივად იგრძნობა ხარისხი, სიმძლავრე და შესრულება. ანდროიდი ასევე გამოირჩევა ელემენტის შესანიშნავი ხანგრძლივობით. მოკლედ, თუ ბიუჯეტურ ვერსიას ეძებთ, ეს თქვენთვის შესანიშნავი ვარიანტია.

GOOGLE PIXEL 4A

ოპერატიული მეხსიერება: 6 G

შიდა მეხსიერება: 128 GB N1

კამერა: 12.2 MP, f/1.7, 28mm (wide), 1/2.55".

ეკრანის გაფართოება: 1080 x 2340 pixels

Google-მა ახალი ბიუჯეტური მოდელით საკუთარი რეკორდი მოხსნა. გასულ წელს კომპანიამ ორი იდენტური სმარტფონი - Pixel 3A (399$) და 3A XL (479$) გამოუშვა, რომელთა შორის განსხვავება მხოლოდ ზომა გახლდათ. ამ ღირებულების სმარტფონები დიდად სახარბიელო ხარისხის კამერებით არ გამოირჩევა, მაგრამ Google Pixel 4A-ს გამოშვებით, ბრენდმა თამასა საკმაოდ ზემოთ აწია. გარდა იმისა, რომ სმარტფონის მთავარი კამერა გადასარევ ფოტოებს იღებს, ის წინამორბედებზე დაახლოებით 50$-ით იაფია, ხოლო მისი ელემენტი მთელი დღე ძლებს.

SAMSUNG GALAXY A42 5G

ოპერატიული მეხსიერება: 4GB

შიდა მეხსიერება: 128 GB

მთავარი კამერა: 4K@30fps

ეკრანის გაფართოვება: 720x1600px

Samsung-მა კი ბიუჯეტური გაყიდვების ახალი ჰიტი Galaxy A42 5G-ის სახით შემოგვთავაზა. პროდუქტის ღირებულება 470$-ს შეადგენს და მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ Samsung-მა ყველა რეკორდი მოხსნა. სმარტფონი 6,6 დიუმიანი Super AMOLED ეკრანითაა წარმოდგენილი. მოწყობილობის გადაღებას კი 4 კამერიანი ძირითადი მოდული უზრუნველყოფს, რომლის ძირითადი ლინზაც 48 მეგაპიქსელია.

ზევით