#საზოგადოება

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე

გაზიარება:

გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს სოფელ ალვანში დაიბადა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე იყო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ აღმოჩნდა, სადაც წამების შედეგად სასტიკად მოკლეს. გიორგი ანწუხელიძეს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება — ქვეყნისთვის უანგაროდ გაღებული სიცოცხლისა და სიმამაცისათვის.

გიორგი ანწუხელიძე, საქართველოს ეროვნული გმირი, giorgi antsukhelidze

2009 წლის იანვარში ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტების მიერ წრეში ჰყავთ მოქცეული და მას რიგრიგობით ურტყამენ ფეხებს კეფასა და ზურგზე. გიორგი ანწუხელიძეს აიძულებდნენ, რომ მიწისთვის ეკოცნა, აიძულებდნენ, დანებებულიყო და მტრის წინაშე დამარცხება ეღიარებინა. გიორგი ანწუხელიძე ვერ გატეხეს. ოკუპანტებმა ქართველი გმირი 9 აგვისტოს ძმათა სასაფლაოზე დახვრიტეს.

გიორგი ანწუხელიძე, საქართველოს ეროვნული გმირი, giorgi antsukhelidze
ლექსო გამყრელიძის ნახატი

გიორგი ანწუხელიძე 23 წლის იყო. დღეს ის 40 წლის იქნებოდა. მას ორი შვილი დარჩა — ლევანი და ანა.

გიორგი ანწუხელიძე რუსეთმა საქართველოს მტერმა მოკლა!

2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, სერგეი სუხარევი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა, უკრაინულმა ძალებმა მოკლეს — რუსეთი ახერხებს, ადამიანის სიკვდილი გვაზეიმოს!

გიორგი ანწუხელიძე, საქართველოს ეროვნული გმირი, giorgi antsukhelidze
გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი მის მშობლიურ სოფელში. Ph: გიორგი ალადაშვილი/რადიო თავისუფლება

გიორგი ანწუხელიძის სახელი ქართველმა ერმა უკვდავყო. ეროვნული გმირის სახელი დღეს ყველგან ხმამაღლა ისმის. მისი სახე კედლებზე, პოსტერებსა და პლაკატებზე ცოცხლობს — როგორც სიმტკიცის, ღირსებისა და გმირობის სიმბოლო. 

ანწუხელიძემ ზუსტად იცოდა ვინ ურტყამდა და ვინ აწამებდა, მან იცოდა, ვინ ედგა წინ — რა ერქვა მტერს.

გიორგი ანწუხელიძემ იცოდა, რომ მის სხეულზე ფეხებით შედგა რუსეთი.

გიორგი ანწუხელიძე, საქართველოს ეროვნული გმირი, giorgi antsukhelidze

გიორგი ანწუხელიძე მანამდე დარჩება ჩვენს გულებში, სანამ არსებობს ქართველი ერი და ქართველ ხალხს კი გადაშენება არ უწერია! 

და თუკი წარსული მივიწყებას მიეცემა, თუ წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან, ვინ არის მტერი — ანწუხელიძის აჩრდილი არ მოგვასვენებს. რადგან ის და სხვა გმირები — მათ, ვინც საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის სიცოცხლე გაწირეს — ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნებიან და შეგვახსენებენ. სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ ჯორჯ ორუელის გენიალური წიგნიდან, 1984-დან აღებული ფრაზის რეალურ ცხოვრებაში დანერგვის მცდელობას: „წარსული წაშლილი იყო, წაშლა დავიწყებულიყო, ტყუილი სიმართლედ ქცეულიყო“.

დღეს 2025 წლის 13 აპრილია.

გიორგი ანწუხელიძე უკვდავია.

18 აგვისტოს თავისუფალი, ერთიანი და ძლიერი საქართველო მას დაბადების დღეს დიდებით მიულოცავს.

ზევით