#WOMEN POWER

2025 წლის 10 ყველაზე მდიდარი ქალი

გაზიარება:

წარმატებული ქალების ახალი ტალღა ძალაუფლებისა და სიმდიდრის გლობალურ ლანდშაფტს ცვლის. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ქალები თავად ქმნიან იმპერიებს, მემკვიდრეობას ტრადიციული გზით აგრძელებენ, თუ ბიზნესს ახალ მიმართულებას აძლევენ — მთავარი ისაა, რომ ისინი ბიზნესის კულტურაში ფესვგადგმულ სტერეოტიპებს ანგრევენ და კარიერული წინსვლის სრულიად ახალ წესებს ამკვიდრებენ.

2025 წელს, მსოფლიოს 3,028 მილიარდერიდან 406 ქალია — ეს კი დაახლოებით 13.4%-ს შეადგენს. ისინი ჯერ კიდევ უმცირესობაში არიან, თუმცა ქალების გავლენა აშკარად იზრდება და ეს ტენდენცია მომავალში სტატისტიკაზეც უფრო მეტად აისახება.

2025 წლის ყველაზე მდიდარი ქალების წარმატების გზები ერთმანეთისგან განსხვავდება — მათ უნიკალური ამბები, მიზნები და ინტერესები აქვთ. თუმცა ერთი რამ თითქმის ყველას აერთიანებს: ისინი ფილანთროპები არიან და ქონების დიდ ნაწილს ქალთა გაძლიერების საქმეში დებენ.

მათი ისტორიები კულტურული ცვლილების ნაწილია და როგორც იქნა, მკაფიოდ ჩანს მომავალი, სადაც ქალები მოლაპარაკებების ოთახში მხოლოდ მოწვეული არ არიან — ისინი თავად ხელმძღვანელობენ პროცესს.

ამ სტატიაში გაგაცნობთ 2025 წლის ათ ყველაზე მდიდარ ქალს და მათ გამორჩეულ ამბავს მოგიყვებით.

10. მელინდა ფრენჩ გეიტსი (30.4 მლრდ. დოლარი, 60 წლის, აშშ)

მელინდა ფრენჩ გეითსი, Melinda French Gates

მას შემდეგ რაც მელინდა ბილ გეიტს ოფიციალურად დაშორდა, ის გეიტსების ფონდის საქმიანობას ჩამოშორდა და სრულად გადაერთო Pivotal Ventures-ზე, რომელიც თავად დააარსა და ქალებზე ორიენტირებულ სტარტაპებსა და ინვესტიციურ ფონდებს აფინანსებს. მელინდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქველმოქმედია და სრულიად ფოკუსირებულია ქალთა გაძლიერების მისიაზე. ის მსოფლიოს აჩვენებს, რომ ქალების იდეების ინვესტიცია მხოლოდ ქველმოქმედება არ არის - ეს ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა მომავალი წარმატებისთვის.

9. მერლინ საიმონსი (31 მლრდ. დოლარი, 74 წლის, აშშ)

მერლინ საიმონსი, Marilyn Simons

მერილინმა ქმრის გარდაცვალების შემდეგ საიმონსის ფონდის საქმიანობა სრულიად გადაიბარა და მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან ერთად ქონების მოცემულობა გაზარდა კიდეც. მერლინი ხელმძღვანელობს Simons Foundation-ს, რომელიც სამეცნიერო კვლევებისა და განათლების სფეროს დაფინანსებისთვის შეიქმნა. მომავალი წარმატებული, შრომისმოყვარე ქალებისთვისაა და ეს კარგად ესმის მერილინსაც, ამიტომაც უძღვება ქალთა მენტორობის პროგრამას Stony Brook University-ში. როგორც მელინდა გეიტსისთვის, მერილისთვისაც ყველა სფეროში ქალთა გაძლიერება გრძელვადიანი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

8. მირიამ ადელსონი (32.1 მლრდ. დოლარი, 79 წლის, აშშ)

მირიამ ადელსონი,  Miriam Adelson
ადელსონი ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია და ჩართულია პრო-ებრაულ კამპანიებში. მას ტრამპმა 2018 წელს „თავისუფლების საპრეზიდენტო მედალიც“ კი გადასცა

პროფესიით ექიმი, მირიამ ადელსონი თავის გამოცდილებასა და გავლენას ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისთვის - ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებს. ადელსონის ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო კაზინოები გახლავთ. ქალი ისრაელში დაიბადა და მისი ოჯახი Las Vegas Sands-ის უდიდეს ნაწილს ფლობს, ეს კაზინოების იმპერიაა, რომლის მფლობელობაშიცაა ისეთი ობიექტები, როგორიცაა Venetian Macao და სინგაპურის Marina Bay Sands.

7. აბიგეილ ჯონსონი (32.7 მლრდ. დოლარი, 63 წლის, აშშ)

აბიგეილ ჯონსონი, Abigail Johnson

აბიგეილმა Fidelity Investments-ში 1988 წელს ანალიტიკოსის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა, 2014 წელს კი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა - რაც იშვიათია მამაკაცებით დომინირებულ ფინანსურ სექტორში. ის კომპანიას ინოვაციებითა და ინკლუზიურობის მხარდაჭერით უძღვება და ახალგაზრდა ქალებისთვის მაგალითია, რომ ნებისმიერ სფეროში ადგილის დამკვიდრება შესაძლებელია.

6. სავიტრი ჯინდალი (35.5 მლრდ. დოლარი, 75 წლის)

სავიტრი ჯინდალი,  Savitri Jindal

ამერიკიდან ინდოეთში გადავინაცვლეთ - მე-6 ადგილს 75 წლის ინდოელი მაგნატი იკავებს. მეუღლის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, სავიტრი ინდოეთის ინდუსტრიული გიგანტის, Jindal Group-ის ხელმძღვანელი გახდა. როგორც ოჯახის მატრიარქატი და 9 შვილის დედა, ის ქალთა სიძლიერის და გამძლეობის მაგალითია. სავიტრი ოჯახს და ოჯახის ბიზნესს უკვე 20 წელზე მეტია რაც დამოუკიდებლად უძღვება.

5. რაფაელა აპონტე-დაიამანტი (37.7 მლრდ. დოლარი, 80 წლის)

რაფაელა აპონტე-დაიამანტი,  Rafaela Aponte-Diamant

მე-7 ადგილს შვეიცარიელი დაიამანტი იკავებს. ამ სიაში ის ერთადერთია, რომელმაც თავისი ქონება დამოუკიდებლად დააგროვა. რაფაელამ ქმართან ერთად 1970 წელს Mediterranean Shipping Company დააარსა, რომლის 50%-ის მფლობელი თავადაა. დღეს კომპანია მთლიანობაში 900 გემს და გადამზიდი გემების ყველაზე დიდ ფლოტს ფლობს.

4. ჟაკლინ მარსი (42.6 მლრდ. დოლარი, 84 წლის)

ჯეკლინ მარსი, Jacqueline Mars

Mars-ის ოჯახის ბიზნესი ჯერ კიდევ 1911 წელს დაიწყო, როცა ბაბუამ ტკბილეულების წარმოება საკუთარ სამზარეულოში დაიწყო. დღეს ბრენდი M&Ms-ის, Snickers-ისა თუ Pedigree-ს მეშვეობით მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ჟაკლინი 20 წლის განმავლობაში დირექტორთა საბჭოს წევრი იყო და ამჟამად კომპანიას ძმასთან და ძმისშვილებთან ერთად უძღვება.

3. ჯულია კოხი (74.2 მლრდ. დოლარი, 62 წლის)

ჯულია კოხი, Julia Koch

ჯულიამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ, აშშ-ში რიგით მეორე უმსხვილესი კერძო კომპანიის, Koch Industries-ის მართვა საკუთარ თავზე აიღო. ამჟამად ის შვილებთან ერთად საოჯახო იმპერიის კიდევ უფრო ზრდას უწყობს ხელს.

2. ფრანსუაზ ბეტანკურ მაიერსი (81.6 მლრდ. დოლარი, 71 წლის)

 ფრანსუაზ ბეტანკურ მაიერსი,  Francoise Bettencourt Meyers

კოსმეტიკური კომპანიის, L’Oréal-ის მემკვიდრე მწერალი, ბიზნესმენი და ფილანტროპი ფრანსუაზ ბეტანკურ მაიერსი, მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ქალია. ფრანსუაზი სიაში პირველ ადგილსაც იკავებდა, თუმცა ბოლო წლებში მან ქონების გარკვეული ნაწილი კომპანიის აქციების ვარდნის გამო დაკარგა. მაიერსი 28 წლის განმავლობაში დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, თუმცა გასულ წელს ვიცე-თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. სავარაუდოდ, ამ პოსტს მისი შვილი, ჟან-ვიქტორ მაიერსი დაიკავებს.

1. ელის უოლტონი (101 მლრდ. დოლარი, 75 წლის)

ელის უოლტონი, Alice Walton, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი

და პირველ ადგილსაც მივადექით. აშშ-ის მოქალაქე ელის უოლტონი 101 მილიარდი დოლარით ლიდერობს. Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილი წელს 28.7 მილიარდით გამდიდრდა, რადგან Walmart-ის აქციები 40%-ით გაიზარდა. ბიზნესის მართვის გარდა, ელის უოლტონი ხელოვნებითაა გატაცებული და მან Crystal Bridges Museum of American Art დააარსა, სადაც ენდი უორჰოლის, ჯორჯია ო’კიფის და ნორმან როკუელის ნამუშევრებია წარმოდგენილი. 2025 წლის ზაფხულში მის მშობლიურ ქალაქში, ელის უოლტონის სახელობის სამედიცინო სკოლაც გაიხსნება.

ზევით