#ტექნოლოგიები #საზოგადოება

ისტორიული ფრენა - ამ წუთებში ჯეფ ბეზოსი კოსმოსში მიფრინავს

გაზიარება:

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მთელი ცხოვრების ოცნებას ამ წუთებში ისრულებს და კოსმოსში მიფრინავს. ფრენა New Shepard-ის კოსმოსური ხომალდით ხორციელდება, რომელიც ჯეფის კომპანიამ Blue Origin-მა ააშენა, ხომალდი დედამიწიდან 105 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდება და უწონადობის ზონაში 11 წუთს გაატარებს. 

ჯეფ ბეზოსი ხომალდზე ძმასთან, 82 წლის ინსტრუქტორ ქალთან და 18 წლის ჰოლანდიელ სტუდენტთან ერთად მიფრინავს, უწონადობის ზონაში გადასვლის შემდეგ 4-ვე მათგანი დედამიწაზე პარაშუტების მეშვეობით დაეშვება.

ყველა ბავშვს, მანდ, ქვემოთ, მინდა ვუთხრა: მეც ოდესღაც ბავშვი ვიყავი და ვარსკვლავებს ოცნებით შევყურებდი თუკი ჩვენ ეს შევძელით, უბრალოდ წარმოიდგინეთ, თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ - რიჩარდ ბრენსონი

დღევანდელი ფრენა ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა, მიუხედავად იმისა, რომ ის არ გახლავთ პირველი გაფრენა და ბავშვობის ოცნება სულ რაღაც 10 დღის წინ რიჩარდ ბრენსონმა უკვე აისრულა და კოსმოსიდან ბავშვებს ემოციური სიტყვებითაც მიმართა, უნდა აღინიშნოს, რომ მილიარდერები კაცობრიობის ისტორიაში ახალ თავს წერენ. რა იქნება ელონ მასკის პასუხი ბეზოსისა და ბრენსონის ფრენაზე - ამას ყველა მოუთმენლად ველით.

ზევით