ქართველი ბიჭი, რომლის შესახებაც დღეს მოგიყვებით, Gen Z-ის ტიპური წარმომადგენელია, რომელსაც ადრეული ასაკიდან გაუჩნდა თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ “გადამეტებული” ინტერესი, 3 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად იყენებს მისთვის საინტერესო ყველა გაჯეტს და მასაც ხშირად სჭირდება იმის შეხსენება, რომ “ჯერ უნდა იმეცადინოს”.
სულ ცოტა ხნის წინ Youtube-ზე ახალი ტექნოლოგიური არხი - The Tech Playground გამოჩნდა, სადაც თანამედროვე გაჯეტების შესახებ საკუთარ აზრს და გამოცდილებას 8 წლის პეტრე იმედაშვილი გვიზიარებს, რომელიც ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. პატარა ტექ რევიუერი ცნობილი ქართველი რეჟისორის - დავით იმედაშვილის და ტელეწამყვანის - ანნა იმედაშვილის შვილია.
პირველი საბავშვო Tech Review არხის საშუალებით ინტერნეტ მაყურებელი სმარტფონების, ტაბლეტების, სათამაშო მოწყობილობების, თუ სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციას ბავშვური გულწრფელობით მიიღებს. ეს გახლავთ Youtube არხი ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის, რომელიც 8 წლის ბიჭის პირად გამოცდილებაზეა აგებული.
შოუს ელემენტებით გაფორმებული სერიები ყოველ ოთხშაბათ დღეს აიტვირთება და ტექნოლოგიურ სიახლეებს, Unboxing ვიდეოებს, თუ სხვა საინტერესო ამბებს შემოგვთავაზებს. ცნობილი ტექ რევიუერების არხებისგან განსხვავებით, Youtube მაყურებელი პეტრესგან თანამედროვე გაჯეტების ყველაზე გულწრფელ, ბავშვურად პირდაპირ და განსხვავებულ შეფასებას მოისმენს. 8 წლის წამყვანი ამა თუ იმ პროდუქტის მნიშვნელობას მშობლებსაც აუხსნის და შეეცდება ბავშვის ტექნოლოგიებთან ურთიერთობა სულ სხვა კუთხით დაგვანახოს.
The Tech Playground ამერიკული კომპანიის - Gravity Umbrella-ის ერთ-ერთი პირველი პროდუქტია. საერთაშორისო ბრენდის სახელის ქვეშ ფროდაქშენ სტუდია, კრეატიული სააგენტო და კიდევ არა ერთი მიმართულებაა გაერთიანებული.
გიორგი ანწუხელიძე ქართველი ეროვნული გმირია, რომელიც 2008 წლის ომის დროს გმირულად დაიღუპა ოკუპანტების წამების შემდეგ. მისი ისტორია დღესაც რჩება ქართველების შეუპოვრობის, ბრძოლისა და თავისუფალი სულის სიმბოლოდ.
2025 წლის ყველაზე მდიდარი ქალების წარმატების გზები ერთმანეთისგან განსხვავდება — მათ უნიკალური ამბები, მიზნები და ინტერესები აქვთ. თუმცა ერთი რამ თითქმის ყველას აერთიანებს: ქონების დიდ ნაწილს ქალთა გაძლიერების საქმეში დებენ. ამ სტატიაში გაგაცნობთ 2025 წლის ათ ყველაზე მდიდარ ქალს.
გიორგი იაშვილი The Diary Originals-ის რუბრიკაში 2025 წლის მოდის კვირეულზე მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს, საუბრობს ტრენდებზე, ქუჩის სტილსა და ქართულ მოდაზე.