კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების უფროს მკვლევარს, შოთა ნარსიას გაესაუბრა.
2024 წელს არჩევნების რეკორდული მაჩვენებელია. მსოფლიოს 50 ქვეყანა საპრეზიდენტო, საპარლამენტო, რეგიონულ არჩევნებს ჩაატარებს. ისეთი გიგანტი ქვეყნები, როგორიცაა შეერთებული შტატები, ინდოეთი, მექსიკა, მათ შორის ევროპის, აფრიკისა და აზიის ქვეყნები ამ პოლიტიკურ მარათონშია ჩართული. 2024 წელი უკვე შეფასდა როგორც მსოფლიოს ბედის გადამწყვეტი. საარჩევნო წლის ნახევრის მიწურულს, მიმდინარე და გასული მოვლენების ანალიზს გთავაზობთ. The Diary-ის რედაქცია საკითხის უკეთ წარმოსაჩენადარჩევნების წელი აღმოსავლეთ აზიით დაიწყო. ტაივანში ქვეყნის მოსახლეობამ არჩევანი დემოკრატიულ პარტიაზე გააკეთა. 642 მილიონმა ადამიანმა ინდოეთის დემოკრატიული მომავალიც გადაწყვიტა. თეთრი სახლი ინდოეთს "აქტიურ დემოკრატიული პროცესს" უწონებს.
მექსიკაში პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩიეს.
საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების შედეგებიც უკვე გაირკვა და ემანუელ მაკრონმა, მემარჯვენეების დამარცხება შეძლო. ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა ულტრა-მემარჯვენეების გავლენის ზრდა დაგვანახა. დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებით კი გადაწყდა, რომ პრემიერ მინისტრის პოსტს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი კირ სტარმერი დაიკავებს.
რა აზრის ხართ ევროკავშირში ულტრა-მემარჯვენეებისა და კონსერვატიული მოძრაობების გამოკვეთილ დაწინაურებაზე?
შეგვიძლია ულტრამემარჯვენეების ელექტორალური ზრდა ბოლო წლების გამოკვეთილ ტენდენციად ჩავთვალოთ, რაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული. პროცესების ასეთი განვითარება ყველაზე მეტად ლიბერალურ და მემარცხენე საიმიგრაციო პოლიტიკით გამოწვეული ერთგვარი რეაქციაა. მიგრაციის ტალღების ზრდის შედეგად, შრომით ბაზარზე კონკურენცია იზრდება და სამუშაო ადგილებზე უფრო ნაკლები ანაზღაურების სანაცვლოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული პირები საქმდებიან. ამასთანავე, ულტრამემარჯვენე პარტიები პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი არ არიან და ამას თავიანთ პოპულისტურ რიტორიკაშიც ასახავენ. მაგალითად გერმანიაში ყველა ძირითადი პარტია, გარდა შოთა:AfD-ისა, ეროვნულ ან რეგიონულ დონეზე იყო და არის კოალიციურ მთავრობაში. AfD-ს ანტისისტემური რიტორიკა აქვს და ამბობს, რომ მათ გარდა ყველა პარტია ერთია. ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ არსებული ძალების რეალური ალტერნატივა მართლაც ეს პარტიაა.
ამ საკითხზე საუბრისას აუცილებელია, სხვადასხვა საარჩევნო სისტემებში ულტრამემარჯვენეების დაწინაურებების შანსები განვასხვაოთ. როცა არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ტარდება ულტრამემარჯვენეებს მეტი შანსი უჩნდებათ, წარმომადგენლობით ორგანოში წარმატებული შედეგით მოხვდნენ. ეს ევროკავშირის არჩევნებმაც გვაჩვენა. ევროკავშირის არჩევნების შედეგად მარინ ლე პენმა ყველაზე დიდი მანდატი მოიპოვა, მაგრამ საფრანგეთის ეროვნულ არჩევნებში, რომელიც მაჟორიტარული, ორ ტურიანი სისტემით ტარდება, ლე პენის წინააღმდეგ ცენტრისტული და მემარცხენე პარტიები გაერთიანდნენ და ულტრამემარჯვენეების დამარცხება შეძლეს. ლე პენმა მეორე ტურში 50%-ზე მეტი მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო და ეროვნულ კრებაში მესამე ადგილს დასჯერდა. შოთა:
შოთა:მსგავსია გაერთიანებული სამეფოს შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ნაიჯელ ფარაჯის პარტიამ მნიშვნელოვანი რაოდენობის მანდატის მოპოვება ვერ შეძლო, არჩევნებში მხარდაჭერა 15%-ის ფარგლებში მიიღო, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ამასთანავე ფარაჯიმ კონსერვატიული პარტიის ამომრჩევლის მიმხრობა შეძლო. ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა დაახლოებით მესამედი, რომელმაც წინა არჩევნებზე ხმა კონსერვატორებს მისცა, ამ არჩევნებზე ნაიჯელ ფარაჯის პარტიისთვის მხარდაჭერას აპირებდა.
ამიტომ იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის გარკვეული ქვეყნების პროპორციული სისტემა ულტრამემარჯვენეებს გამარჯვების უფრო დიდ შანს აძლევს, ეს არაა საკმარისი ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ. ან შეიძლება მოვიდნენ კიდეც, ისე როგორც შვედეთში მოხდა, მაგრამ მომდევნო არჩევნებზე მსგავს შედეგს ვერ გაიმეორებენ. ულტრამემარჯვენეები სანამ ოპოზიციაში არიან განაგრძობენ ზრდას მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იმავე გზას დაადგებიან, რასაც ყველა მათი წინამორბედი გადის. როცა აშკარა ხდება რომ კონკრეტული პარტიის წინასაარჩევნო დაპირებები არ მართლდება და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას ისინი ვერ ახერხებენ პოპულარობასაც კარგავენ.
ცოტა ხნით აღმოსავლეთში გადავინაცვლოთ. ირანს არჩევნების ტალღამ ახლახან გადაუარა და მოქალაქეებმა ახალი პრეზიდენტი, რეფორმისტი მასუდ ფეზეშქიანი აირჩიეს. პროფესიით კარდიოქირურგმა, რომელმაც მოჰამედ მოკბერი ჩაანაცვლა, განაცხადა, რომ სავალდებულო თავსაბურავის შესახებ კანონის შემსუბუქებას და ნაკლებად მკაცრი პოლიტიკის გატარებას გეგმავს. ამის მიუხედავად, პოლიტიკური ექსპერტები ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ.
არჩევნებია ჩანიშნული ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. რა გლობალური შედეგებია მოსალოდნელი, თუ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს?
შოთა:ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რა შედეგით დასრულდება არჩევნები, რადგან ნებისმიერი სცენარის ხილვაა შესაძლებელი. საინტერესოა თვითონ არჩევნების უნიკალური სისტემა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით ირჩევა. შეიძლება კანდიდატმა ელექტორატის უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღოს, მაგრამ საარჩევნო კოლეგიაში უმრავლესობა ვერ გაიყვანოს. ტრამპის მოსვლის შემთხვევაში, ბუნებრივია, შიდა პოლიტიკური ცვლილებები საგარეო გარემოზეც აუცილებლად აისახება. არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა ტრამპი საგარეო პოლიტიკაში დაპირებების ერთგული, ნებისმიერი ცვლილება გლობალურ პოლიტიკაზე გავლენას იქონიებს. ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ ტრამპი ბაიდენის პოლიტიკას გადახედავს, განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაძლოა შეამციროს უკრაინის დახმარება ან უკრაინას მოუწოდოს, რომ დათმობებზე წავიდეს და სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე იზრუნოს. თუმცა, ტრამპის ეს განცხადება იმას მაინც არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მსგავს პოლიტიკას ვიხილავთ. უკვე გვაქვს გამოცდილება და ვიცით, რომ ის ძალიან არაპროგნოზირებადი ფიგურაა და კურსის ცვლილებაც რომ ვიხილოთ, ესეც არ არის გამორიცხული.
როგორ შეაფასებთ ჩინეთის მზარდ გავლენას გლობალურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას 2024 წლის მსოფლიოსა და საქართველოს არჩევნებზე?
შოთა: ჩინეთის მზარდი დაინტერესება მსოფლიოს არაერთ რეგიონში აღინიშნება. საქართველოც არ არის გამონაკლისი. ჩინეთის ინტერესი გეოეკონომიკურ საკითხებს ეხება, მაგრამ ეს უკანასკნელი გეოპოლიტიკურ საკითხებთან პირდაპირ კავშირშია. მოგეხსენებათ, საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება გააფორმა. ჩინეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებით ლობირებს მმართველი პარტია. არჩევნების პერიოდში ჩინეთის საკითხის მეტად წამოწევაა მოსალოდნელი. განსაკუთრებით სოციალურ ქსელში შეინიშნება პრო-ჩინური გზავნილების გავრცელება, მათ შორის ანონიმურადაც. ეს კამპანია პროსახელისუფლებო ნარატივების გავრცელებასთანაა დაკავშირებული. ჩინეთის საკითხი შეიძლება მმართველი და ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებს შორის გამმიჯნავი ხაზი იყოს და თავად ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზეც იქონიოს გავლენა.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ახლახან საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩერდება.
როგორია წინასაარჩევნო გარემო საქართველოში და მოვლენების როგორ განვითარებას ვარაუდობთ?
ეს არჩევნები ბევრი რამით გამოირჩევა. საქართველოს ისტორიაში პირველად არჩევნები სრულიად პროპორციული სისტემით ჩატარდება. ასევე, პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნა აღარ შეეძლებათ, საარჩევნო ბარიერიც 5%-ამდეა გაზრდილი. ამ ყველაფერმა პარტიების საარჩევნო პოლიტიკაზე გავლენა უკვე მოახდინა. მიმდინარეობს პარტიების რეორგანიზაცია, სტრუქტურული ცვლილებები, გაერთიანებები. შეიძლება ოპოზიციაში მსხვილი ცენტრის ჩამოყალიბებაც ვიხილოთ. ჯერ ამ ძალებს საარჩევნო კამპანია არ დაუწყიათ, სავარაუდოდ მეტად დაკონკრეტებულ პოლიტიკას მოგვიანებით ვიხილავთ. სამაგიეროდ მმართველი პარტია, რომელსაც როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ხელისუფლება თითქმის მონოპოლიზებული აქვს, ამომრჩევლის მოსაზიდად მის ხელთ არსებულ ადმინისტრაციულ რესურსის იყენებს. ამ კუთხით მას ბუნებრივი უპირატესობა აქვს. პარტიამ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ამომრჩეველს მასშტაბური პაკეტები შესთავაზა და ცვლილებებიც დაანონსდა. ეს ნაბიჯები არჩევნებითაა მოტივირებული, რადგან პარტიის სტაბილურ, ყოველწლიურ პროგრამაში არ შედის. ეს ტენდენცია გაგრძელდება და შეიძლება კამპანიის პროცესში საჯარო მოხელეების გამოყენების ფაქტები ვიხილოთ. ეს გამოწვევა ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის იყო, რადგან საქართველოს დემოკრატია კონსოლიდირებული არ არის და ჰიბრიდულ ფაზაში რჩება. სახეზე ისევ გვაქვს შესაძლებლობათა უთანასწორობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემა, შესაძლოა ვიხილოთ ოპოზიციაზე ზეწოლა, ამომრჩევლების მოსყიდვა თუ არასაკმარისი ობიექტურობა. შოთა:
რა გლობალური ცვლილებებია მოსალოდნელი 2024 წლის საარჩევნო წლის დახურვის შემდეგ?
შოთა: ვიტყოდი, რომ ძირითადმა არჩევნებმა უკვე ჩაიარა. მიუხედავად იმისა რომ ულტრამემარჯვენეები გაძლიერდნენ, ევროპარლამენტის მმართველი კოალიცია უცვლელი რჩება. დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში შიდა პოლიტიკაში ცვლილებები იქნება, თუმცა ეს საგარეო პოლიტიკას არ შეეხება და ორივე ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერას უცვლელად გააგრძელებს. დარჩენილია აშშ-ს მნიშვნელოვანი, ასევე ისეთი ქვეყნების არჩევნები, რომლებიც დემოკრატიებს არ წარმოადგენენ და მათი შედეგები საერთაშორისო პოლიტიკაზე დიდ გავლენას არ მოახდენენ. გლობალურ პოლიტიკაში მკვეთრ ცვლილებას არ ველი, თუ არ ჩავთვლით ამერიკაში ტრამპის პრეზიდენტად მოსვლის ფაქტორს.