იცოდით, რომ დღე-ღამეში (ძილის დროის გამოკლებით) ცხოვრებისთვის სულ რაღაც 1000 წუთი გვრჩება?! და ამ 1000 წუთიდან უმეტეს დროს იმდენად პრიმიტიულ და რუტინულ ქმედებებში ვხარჯავთ, რომ რეალურად "ცხოვრებისთვის" დროს აღარ ვიტოვებთ...
9 ივლისს, Dem Lab-ის ორგანიზებით, ბაზალეთის ტბასთან მდებარე ახალგახსნილ სივრცეში რელიეფი ბაზალეთზე, ღონისძიება სახელწოდებით "1000 წუთი, სად მიდის ჩვენი დრო?" გაიმართა. ღონისძიების მიზანი ციფრულ ეპოქაში ადამიანის ყველაზე დიდი გამოწვევის - დროის და მისი რაციონალური გამოყენების გზების შესახებ პირადი გამოცდილებების გაზიარება გახლდათ. "1000 წუთის" პარტნიორი მარკეტინგული სააგენტო Marketig Hub-ია.
სტრესის, დროის ქრონიკული დეფიციტის, ემოციური გამოფიტვის, შფოთვის მაღალი ხარისხის, სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების გავლენის ფონზე, ადამიანებს ძალიან ცოტა დრო გვრჩება იმისთვის, რომ ჩვენი ყველაზე ძვირფასი რესურსი სწორი მიზნით მივმართოთ და შედეგად, უფრო ხშირად ვიყენებთ ტრივიალურ გამოთქმას "დრო არ მეყო".
რატომ ხდება ისე, რომ ჩვენ გარშემო ადამიანები უფრო ეფექტურად ახერხებენ დროის გამოყენებას ვიდრე ჩვენ? მათი წარმატების მთავარი გასაღები დროის მენეჯმენტში - ანუ საკუთარი თავის და დროის მართვაში უნდა ვეძებოთ, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს საქმეების პრიორიტეტიზაციით დღის 1000 წუთი მაქსიმალურად საკუთარ საჭიროებებს მოარგოს, თუმცა დროის მენეჯმენტიც ვერ არის ის უნივერსალური გამოსავალი, რომლითაც საკუთარ პრობლემებს გადავჭრით, ყოველ შემთხვევაში არ არსებობს ერთი კონკრეტული ფორმულა საკუთარი თავის მართვისა, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე იმუშავებდა.
სწორედ ამ პირადი გამოცდილებებების გასაზიარებლად მოიყარეს თავი ბაზალეთზე ისეთმა სპიკერებმა, როგორებიც ზაზა ფაჩულია, შოთა არველაძე, ივა ფეზუაშვილი, მებო ნუცუბიძე, აჩიკო გულედანი, უჩა აბაშიძე და ტექნოლოგიებისა და ციფრული სფეროს სხვა წარმომადგენლები არიან.
ტერიტორიის გამწვანებაზე Greenish Studio-მ იზრუნა
ღონისძიების კიდევ ერთი მიზანი სტუმრებისთვის ერთი სტრესისგან თავისუფალი, განსატვირთი დღის მოწყობა გახლდათ. მარკეტინგულმა სააგენტომ - Marketing Hub სტუმრებისთვის ასევე Chill out ზონა Greenish Studio-სთან ერთად წარმოადგინა, სადაც სტუმრებს დასვენება და მშვიდ გარემოში კომუნიკაცია შეეძლოთ.
Marketing Hub-ის გამწვანებულ კუთხეში სტუმრებს Delfi Georgia სარელაქსაციო პროცედურებს და ბრჭყვიალა მაკიაჟს სთავაზობდა.
ბარამბოს ახალი პროდუქციის და ზიგ-ზაგის დაგემოვნება კი სტუმრებს "ბალიშის" საოცარ პუფებში მოკალათებულებს შეეძლოთ.
ცხელი დღის მთავარი გამაგრილებელი საშუალება ქართული პრემიერ კრაფტ-ლუდი "ტაატი" გახლდათ.
IZIPIZI-იმ კი მზიანი დღის მთავარ კომფორტზე იზრუნა.
დღის მანძილზე ტერიტორიაზე განთავსებული კვების ობიექტების და ბარების გარდა, სტუმრებს საინტერესო, ე.წ. ვირკშოპებში ჩართვის საშუალებაც ჰქონდათ. მაგალითად კრივის ვორკშოპში ელენე ლოლაძესთან ერთად, ნეგატიური ენერგიისგან დაცლას ვისწავლეთ, ხოლო იოგას მარიამ დოლიძემ ბუნებასთან ჰარმონიაში იოგას დახმარებით შეგვიყვანა.
კრივის ვორკშოპი
იოგას ვორკშოპი
ღონისძიებას მხოლოდ ერთ ნიუანსს დავუწუნებდით - ქრონომეტრაჟს! მსგავსი ტიპის პროექტს 3000 წუთსაც კი სიამოვნებით დავუთმობდით, დიდი ხნის უნახავ კოლეგებსაც მეტად ვეკონტაქტებოდით, სტრესისგან დავიცლებოდით და საკუთარ დროს სხვა საოცარი სპიკერების მოსმენასაც უპრობლემოდ დავახარჯავდით.
ანდრია სახაროვის სახელობის ჯილდო 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა და ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის დაცვის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემისა და უმცირესობის უფლებების დაცვის სფეროებში წარმატების შემთხვევაში გაიცემა.
დამარცხება არავის უყვარს და სინამდვილეში ფრაზა “არა უშავს” სრული ფარსია! თუმცა მარცხი საკუთარ შეცდომებზე სწავლის ყველაზე დიდი იარაღია. მამოტივირებელი შესავლის შემდეგ იმასაც შეგახსენებთ, რომ სარაგბო სამყარო საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან იმაზე გაცილებით მეტს ელოდა, ვიდრე „სტად დე ფრანსზე“ გამართულ შეხვედრაზე ვიხილეთ.
8 სექტემბერს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა, თუმცა ბორჯღალოსნების სამშობლოში რაგბის ციებ-ცხელება დღეს, 9 სექტემბერს, ავსტრალიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შერკინებით იწყება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას კი პირველი არხი გვთავაზობს.