#საზოგადოება

1000 წუთი, ანუ დრო, რომელიც არ გვყოფნის

გაზიარება:

ციფრულ ეპოქაში ადამიანის მთავარ გამოწვევად დრო იქცა. მიზანი ბევრია, დრო კი მათი მიღწევისთვის - ძალიან ცოტა. 

დღეღამეში 24 საათია - 1440 წუთი იმისთვის, რომ ყველაფერი მოასწრო. მათ შორის ძილი - რომელსაც დაახლოებით 480 წუთი მიაქვს და გამოფხიზლებულებს სულ რაღაც 1000 წუთს გვიტოვებს მღვიძარე ცხოვრების მოსასწრებად. 

1000 წუთი სამსახურისთვის, მეგობრებისთვის, ქრაშისთვის, ჭამისთვის, ტაქსის ლოდინისთვის, ტანსაცმლის არჩევისთვის, მეილების გაგზავნისთვის, ქოლებისთვის, ფიქრისთვის და აქაც თავს გვახსენებს ფრაზა, რომ ფიქრის დროც არ არის. 

როგორ ვატევთ ყველაფერს 1000 წუთში? ან ვატევთ კი? და თუ ვატევთ, რის ფასად გვიჯდება ეს?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას 9 ივლისს ღონისძიებაზე - 1000 წუთი. სად მიდის ჩვენი დრო? შეეცდებიან, რომელიც ბაზალეთის ტბასთან მდებარე ახალგახსნილ სივრცეში რელიეფი ბაზალეთზე გაიმართება.

ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და სტუმრების განწყობის შექმნაზე პარტნიორი ორგანიზაციები იზრუნებენ - სწორი კვების ვორქშოპი, ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ, კრივის მასტერკლასი, სახის იოგა, შვებულების სწორად დაგეგმვა და სხვა ღონისძიებები საღამოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

საღამოს 18:00 საათიდან კი სცენა სპიკერებს დაეთმობა - ზაზა ფაჩულია, შოთა არველაძე, ივა ფეზუაშვილი, მებო ნუცუბიძე, აჩიკო გულედანი, უჩა აბაშიძე, რუსუდან გოცირიძე, ტექნოლოგიებისა და ციფრული სფეროს წარმომადგენლები  -  ისაუბრებენ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ციფრულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანი დგება: სტრესი, დროის ქრონიკული დეფიციტი, ემოციური გამოფიტვა, შფოთვის მაღალი ხარისხი, სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების გავლენა.

9 ივლისს, ბაზალეთზე, რეფლექსიის დროა. ღონისძიების დეტალების სანახავად, შეგიძლიათ ფეისბუქ ივენთის ლინკს ესტუმროთ, ხოლო ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ.



ღონისძიების პარტნიორები არიან: Demlab, Studio 54, ნორვეგიის საელჩო, UNDP, Setanta Sports, SMH Sports, ალმა, Cavea +, apeople, Marketing Hub, Greenish Studio, Heima Production, ფავორიტი, კოლორ ჯგუფი, ჰოლოგრაფ ჰაბი, სულაკაურის გამომცემლობა, Gepherrini, BCA Healthy Club, Fitpass, ნაბეღლავი, St Remy, Monkey Shoulder, ტაატი, იულიუსი, RedbullIZIPIZI, Giggles, ბალიში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბარამბო, Delfy, TKT.ge.

ეს არ არის ღონისძიება, რომელზე ყოფნაც უნდა მოასწრო, ეს არის ღონისძიება, რომელზეც უნდა იყო. 

ზევით