სტეფანი ლენდი: „Maid-ის დაწერის შემდეგ სიღარიბეს თავი დავაღწიე, თუმცა ის არასდროს წასულა ჩემგან“

სტეფანი ლენდის წიგნის, Maid-ის ეკრანიზაცია, 2021 წლის ნამდვილ სენსაციად იქცა. Netflix-ის მინისერიალი, რომელიც მარტოხელა დედის ცხოვრებისეულ სიძნელეებზე, მანქანაში გათენებულ ღამეებზე, მძიმე სამუშაოსა და შიმშილზე გვიამბობს, ორმაგად ემოციური იმის გამოც აღმოჩნდა, რომ სტეფანი წიგნში პირად, შეულამაზებელ ისტორიას გვიამბობდა.

Maid-ის ამბავი არ არის მარტივი, მას ცრემლების გარეშე ვერც წაიკითხავთ და ვერც მოისმენთ. ეს არის ისტორია, რომელსაც აქვს როგორც კონკრეტული სიუჟეტი, ასევე გაგრძელება და სტეფანი ლენდის პირადი გამოცდილებით უკეთესი ცხოვრების იმედიც. Time-ში გამოქვეყნებულ წერილში სტეფანი გვიამბობდა იმ სირთულეებზე, რომელიც მას წიგნის გამოსვლის შემდეგ გადახდა თავს. მწერალი ამჯერადაც გულწრფელობით გვიამბობს ამბავს პანიკური შეტევებისა და შფოთვითი აშლილობის შესახებ და გვაძლევს რჩევას, თუ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ადამიანთა ცხოვრება უკეთესობისკენ.

„ჩემს პირველ კონტრაქტს ხელი ისე მოვაწერე, რომ მასში არც ჩამიხედავს. მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს წიგნი ბესტსელერი გახდებოდა ან ერთ დღესაც Netflix-ის ტელესერიალს შთააგონებდა. მე უბრალოდ ფული მჭირდებოდა. მარტოხელა დედა ვიყავი 2 და 9 წლის გოგოებთან ერთად, ვცხოვრობდით ბიუჯეტურ საცხოვრებლებში და რამდენიმე კვირა არაფერი მქონდა ნაჭამი, პიცის საფასური ჩეკით გადავიხადე, ვიცოდი ის აუცილებლად უკან დამიბრუნდებოდა.

შიმშილი გცვლის. შენი სხეული კლანჭებს შენ წინააღმდეგ იყენებს, მუცელი ტრიალს იწყებს და ადამიანი, რომელიც კერძის მიმზიდველ ფოტოს აზიარებს, რომლის ჭამასაც აპირებს, შენი მეგობარი აღარ არის. 

როდესაც წიგნის დასაწერად წინასწარი ავანსი ავიღე, სიღარიბისგან თავი დაღწეული ჯერაც არ მქონდა. მე დავთანხმდი გარიგებას, რომელსაც მწერლების უმრავლესობა არ თანხმდება. ეს გახლდათ თანხა, რომელიც არ ჩანდა და მეგონა ისევე მალე გაქრებოდა, როგორც გამოჩნდა. ახლა უკვე შემეძლო მაცივრის გავსება, თუმცა $20,000 ჯერაც მრჩებოდა საკრედიტო ბარათის ვალად, ჩემი მანქანა მუდმივად ფუჭდებოდა, რომ აღარაფერი ვთქვა $50,000 სტუდენტურ სესხზე.

წლების განმავლობაში PTSD და შფოთვითი აშლილობით ვიტანჯებოდი. ჩემმა ტვინმა კარგ მოვლენებზე ეჭვის შეტანა ავტომატურად დაიწყო, იმდენად, რომ თითქმის მეშინოდა მათი. როგორც კი კომფორტულობის შეგრძნება დამეუფლებოდა, პანიკური შეტევა ხმამაღლა ყვიროდა - როდის? როდის მოხდება ცუდი რაღაცები, რადგან ვიცი, რომ ის მოხდება.

Maid-ის დაწერის შემდეგ სიღარიბეს თავი დავაღწიე, თუმცა ის არასდროს წასულა ჩემგან

ჩემი წიგნის გამოქვეყნებიდან ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 100-ჯერ შეშინებულს მეღვიძებოდა. თუ წიგნის ტურში ვიმყოფებოდი, პანიკური შეტევები დილის 4 საათზე მეწყებოდა. შფოთვამ ახალი ფორმა მიიღო და ახლა სულ იმაზე ვფიქრობდი რა იქნებოდა რამე სხვანაირად რომ მექნა. ჩემი შვილების უსაფრთხოებამაც დამაფიქრა, მე ხომ იმაზე ვწერდი თუ რა გამოვიარეთ მე და ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა მარტოობასა და შიმშილში. 

როდესაც იმ ადამიანებს ვხვდებოდი, რომლებსაც ჩემი წიგნი ჰქონდათ წაკითხული, მათი ჩახუტებებისთვის და ქებისთვის მოუმზადებელი ვიყავი. ადამიანები ჩემს ისტორიაში საკუთარ თავს ხედავდნენ, ეს შესაძლოა ჩემი იმედი ყოფილიყო, მაგრამ არა მოლოდინი. როგორც ინტროვერტს სხვა არაფერი შემეძლო მადლობის გადახდის გარდა. 

შვილებთან ერთად ახალ სახლში გადავედი, რომელსაც საკუთარი ეზო ჰქონდა, დავქორწინდი მაღალ, სიმპათიურ მამაკაცზე, მშიერი აღარასოდეს ვყოფილვარ. შემეძლო შემეძინა ტანსაცმელი, რომელიც Target-ში არ იყიდებოდა. მე იმ სოციალურ კლასში გადავინაცვლე, რომელიც მთელი ჩემი ზრდასრული ასაკის განმავლობაში არასწორად მეპყრობოდა. 

როდესაც უცხო ადამიანები მეუბნებიან, რომ დავიმსახურე ყველაფერი რაც ახლა მაქვს, მე ვპასუხობ, რომ ეს ყველამ დაიმსახურა.

Maid: Hard Work, Low Pay, and a Mother's Will to Survive

წიგნი გვიამბობს მარტოხელა დედის ალექსის ისტორიას, რომელიც მოძალადე ქმრისგან გამოქცევის შემდეგ შვილთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობს და თავის გასატანად ყველანაირ სამსახურს თანხმდება, თუმცა მარტოხელა დედობა მარტივი არ არის და ის თავის საფასურს მოითხოვს.

ყიდვა

ჩვენ უნდა შევხედოთ მარგინალიზებულ ადამიანებს თვალებში და მოვისმინოთ მათი ისტორიები. ჩვენ უნდა ვიდგეთ სისტემური სიღარიბისა და რასიზმის გამოცდილების მქონე ადამიანების გვერდით, მათი ტკივილის გვერდით. არსებობს შესანიშნავი წიგნები ამ თემებზე, ისეთი როგორიც იჯეომა ოლუოს You Want to Talk About Race-ა. როდესაც ადამიანები მეკითხებიან რჩევას, თუ როგორ დაეხმარონ სხვებს, მე ვპასუხობ რომ ტამპონი, პამპერსები ან საწვავის 10$ ის მინიმუმია, რომელსაც შესაძლოა ყველა ვერ გაწვდეს“.

ზევით