ქართული ღვინო მსოფლიო მოდის ეპიცენტრში – ინგლისის დედაქალაქში, მოდის კვირეულზე იყო წარმოდგენილი. Chelti Winery ლონდონის კვირეულის ოფიციალური პარტნიორი გახლდათ და საქართველოს საუკუნოვანი ტრადიცია თანამედროვე მოდის სცენაზე წარადგინა.

ეს თანამშრომლობა ხაზს უსვამს იმ ჰარმონიას, რომელიც ქართული ღვინის ხელოვნებასა და მოდის სამყაროს შორის არსებობს. ორივე მათგანი ერთნაირად ეფუძნება ოსტატობას, შემოქმედებითობას და მდიდარ წარსულს.

Chelti Winery შილდაში, კახეთის გულში მდებარეობს, სადაც მირიანაშვილების ოჯახმა თაობების წინ წამოიწყეს მეღვინეობა. ჩელთი ღირსეულად აგრძელებს საქართველოს 8,000-წლიან ტრადიციას, რომელშიც თანამედროვე მიდგომები და ქართული ღვინის განსაკუთრებულობაა გაერთიანებული.

2001 წელს გიორგი მირიანაშვილმა ოჯახურ მემკვიდრეობას ახალი სული შთაბერა და დღეს Chelti ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ქართული ღვინის ბრენდია, რომლის არაერთი ჯილდოს მფლობელი ღვინოები უკვე 27 ქვეყანაში იყიდება. დღეს მეღვინეობას მისი შვილები, ანა და ანდრია მირიანაშვილები ხელმძღვანელობენ და აგრძელებენ ოჯახის ტრადიციას, რომ ყოველი ბოთლი საქართველოს სულის, შრომისა და სიყვარულის გამოხატულება იყოს.

ლონდონის მოდის კვირეულთან პარტნიორობით, Chelti Winery-მ მსოფლიო მოდის სცენაზე ქართული ღვინის გემო და მემკვიდრეობა წარმოადგინა და კიდევ ერთად დაგვარწმუნა, რომ ღვინო მხოლოდ სასმელი კი არა, ისტორიაა – მიწის, ოჯახისა და დროის შესახებ.