მელვინ სოკოლსკის დაუვიწყარი გადაღება პარიზში

მელვინ სოკოლსკი ამერიკელი ფოტოგრაფი და რეჟისორია, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მექაში, ნიუ-იორკში 1933 წელს დაიბადა. მელვინის ინტერესი ფოტოგრაფიის მიმართ 10 წლის ასაკში ჩნდება, როდესაც ბიჭმა პირველად დაიწყო ფოტოაპარატის გამოყენება, თუმცა სოკოლსკის სახელი ფოტოგრაფიის ისტორიაში 1968 წლიდან ჩაიწერა, როდესაც მელვინმა გიჟურ იდეას ფრთები შეასხა და პარიზის ქუჩებში გიგანტურ პლასტიკურ ბუშტებში მოდელები მოათავსა და საკულტო ფოტოსესია Bubble-ს შექმნა.

მოდელები ბუშტში

სოკოლოვსკის ნამუშევრები ყოველთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავია. შეუძლებელია მის ნამუშევრებს უყურებდე და არ ფიქრობდე, თუ როგორ შეძლო მან ასე ლამაზად აესახა თითოეული დეტალი. სწორედ მისი დამსახურებით Harper's Bazaar-ის ყველაზე ცნობილი გადაღება „გოგონა ბუშტში“  რეალობად იქცა და ფოტოგრაფმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ადამიანის ნიჭს და წარმოსახვას საზღვრები არ აქვს.

 

 1962 წლის დეკემბრის დასაწყისშიმ Harpers Baazar-ის რედაქტორმა ნენსი უაითმა დამირეკა და მითხრა, რომ საგაზაფხულო გადაღებისთვის ამირჩიეს, რომელიც პარიზში დაიგეგმა. ამ შესანიშნავმა ამბავმა გადამაწყვეტინა, ჩემი ძველი იდეა და ჩანაფიქრი რეალობად მექცია.

როდესაც 14 წლის გავხდი  მამამ წიგნის მაღაზიაში წამიყვანა, სადაც ჰიერონიმუს ბოსხის ნახატების წიგნი აღმოვაჩინე. ნახატმა რომლის სახელიცაა „ტკბობის ბაღი“, ჩემზე დიდი გავლენა იქონია - სწორედ ამ დროს დაიბადა იდეა, რომელიც ოცნებად იქცა - ეს ბუშტი რეალურ სამყაროში გადმომეტანა, ეგზოტიკურ პეიზაჟებზე .

ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც იდეის განხორციელების შესაძლებლობა მომეცა, ყველაფერი არარეალური ჩანდა, მაგრამ მე გადაწყვეტილი მქონდა, რომ უკან არ დავიხევდი და საქმეს ბოლომდე მივიყვანდი. ეს პროექტი ყველასათვის დამაინტრიგებელი იყო.

რომ არა ელი პოლაკი  ჩემი სტუდიის ხელმძღვანელი და თანამშრომელი, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა, სწორედ მისი დამსახურებით შეიქმნა მოწყობილობა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩემი იდეების რეალობად გარდაქმნას. როდესაც ჩემი საყვარელი მოდელი საიმონი ბუშტში ჩაჯდა ღიმილით მკითხა: შენ აპირებ რომ ეს ეიფელთან აფრინო, ხომ ? მე კი ვუპასუხე - შეიძლება.

მელვინ სოკოლსკის ამ  გაბედულმა ფოტო სერიამ ხელი შეუწყო მოდის ფოტოგრაფიის და კულტურის  განვითარებას. მელვინმა მოდის ფოტოგრაფიის ცნება თავდაყირა დააყენა, სრულიად უარყო 1950-იანი წლების სტუდიური ფოტოგრაფიის წესები და გზა კრეატივს, ფანტაზიებისა და ოცნებების რეალობად ქცევას დაუთმო. მელვინ სოკოლსკის შემდეგ მოდის ფოტოგრაფია არასდროს ყოფილა ისეთი, როგორიც უწინ.

ზევით