#კულტურა #წიგნების თარო

The Diary გირჩევთ: წიგნების სერია „ქა­ლე­ბის კალ­მით“

გაზიარება:

ლიტერატურის ისტორია ქალი მწერლების დიდი რაოდენობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, არა იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ქალებს წერის, საკუთარი თავგადასავლებისა თუ კულტურულ-მემკვიდრეობითი ისტორიების მოყოლა არ სურდათ, ან სულაც რეალობიდან გაქცევას და ახალი სამყაროს წარმოქმნას არ ლამობდნენ, არა, მათთვის ლიტერატურული სამყაროს კარი უბრალოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო მკაცრად ჩაკეტილი.

ვაცხადებ, რომ გენიისა და ნიჭის მქონე ყველა მამაკაცი იმ კლასიდან გამოვიდა, რომელშიც ქალები აქამდე არასდროს შეუშვიათ -

წერდა მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მწერალი მერი უოლსტონკრაფტი თავის საკვანძო ტექსტში „ქალთა უფლებების დაცვა“. სწორედ მერის დამსახურებაა ის ფაქტი, სამწერლობო ასპარეზზე, არა ერთი გენიალური ქალის ხმა გვესმის და რომ მათ სათქმელს მკითხველი თვალის გადავლებისთანავე სიამოვნებით ისრუტავს. 

წიგნების თაროს გამდიდრება ქალი მწერლების ქმნილებებით გასულ საუკუნეებში სულ უფრო და უფრო დაიწყო, მსოფლიო მიხვდა, რომ ქალებს და მათ შორის ქართველ ქალებსაც, სათქმელი და მოსაყოლი ძალიან ბევრი ჰქონდათ, ისინი ბრწყინვალე გონებით, ყველასათვის გასაგები გადმოცემის მანერითა და მრავალშრიანი საკითხებით გამოირჩეოდნენ.

სწორედ ქალი მწერლების პოპულარიზაციის მიზნით, გამომცემლობა „პა­ლიტ­რა L-მა“ წიგნების ახალი სერიის „ ქა­ლე­ბის კალ­მით“ გამოცემა დაიწყო.

სერია აერთიანებს გამორჩეული ბიოგრაფიის, წერის სტილისა თუ იდეოლოგიის მქონე ქალ ავტორებს, რომლებმაც გაბედეს, საკუთარი ეპოქისა და ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან პრობლემატიკას გამოხმაურებოდნენ.

„ქა­ლე­ბის კალ­მით“ პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რომელიც 3 ივნისს გამოვიდა თურქ მწერალს - ელიფ შაფაქს ეკუთვნის. რო­მან­ში „და­უს­რუ­ლე­ბელ გა­ტა­ცე­ბა­თა ღმერ­თი“ მწე­რა­ლი აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. ამ­ჯე­რად მისი ყუ­რა­დღე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ახალ­გაზ­რდე­ბი­სად­მია მი­მარ­თუ­ლი: რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ მათ და რო­გორ ცდი­ლო­ბენ მათ­თან გამ­კლა­ვე­ბას, რო­გორ უყ­ვართ თუ რო­გორ სძულთ, რისი გა­კე­თე­ბა უწევთ თვით­დამ­კვიდ­რე­ბის­თვის.

სე­რი­ის ყვე­ლა წიგნს ახ­ლავს წი­ნათ­ქმა, რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლია ამა თუ იმ მწერ­ლის რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი როლი, ასე­ვე ის კვა­ლი, რო­მელ­საც ქალი ავ­ტო­რე­ბი თა­ვი­ანთ ეპო­ქა­ში ტო­ვებ­დნენ უწინ და ახლა.

წიგნების სერიის მომდევნო ნაწილს, ქართველი პოეტის საფო მგელაძის რომანების კრებული ქარიშხლის ფრთაზე დაამშვენებს. 

ზევით