#GOGO!

სტილი ყველა გემოვნებისთვის - MAYA-ს ახალი შოურუმი გაიხსნა

გაზიარება:

რამდენიმე თვის წინ, ჩვენს მკითხველს GOGO!-ს მორიგი გმირი და მისი სტარტაპი გავაცანით. ხარისხის, დახვეწილი სტილის და კომფორტის საუკეთესო კომბინაციით შექმნილი „მეია“ და მისი დამფუძნებელი მაია დი ლენა ნალეკრიშვილი, ბრენდის შექმნის იდეიდან მოყოლებული, მისი განვითარების გზაზე გვიამბობდნენ.

ნატურალური ტყავის ესპადრელი - MAYA

ყიდვა

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მაიამ გაგვიმხილა, რომ ახლო მომავალში თბილისში ახალი მაღაზიის გახსნასაც გეგმავდა და საბედნიეროდ, ეს ახლო მომავალი იმაზე მალე დადგა ვიდრე წარმოვიდგენდით. „მეიას“ ოფიციალურ საიტზე სასურველი მოდელის აღმოჩენის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ, პეკინის #36 ნომერში მდებარე შოურუმს ესტუმროთ და თქვენი რჩეული მოდელი მოისინჯოთ, ამასთანავე თვალიც შეავლოთ „მეიას“ ფართო ასორტიმენტს, რომელიც უმაღლესი ხარისხითა და ტექნიკით არის შექმნილი.

ნატურალური ტყავის ბოტასი - MAYA

ყიდვა

„ბრენდის მთავარი მიზანია, კლასიკური ქუსლიანი ფეხსაცმელი ვაქციოთ კომფორტულ ყოველდღიურ მოხმარების სტილად მოგეხსენებათ მეიას პროდუქცია მზადდება თურქეთში და ევროპაში, თუმცა ვმუშაობთ საკითხზე, რომ წარმოება დაიწყოს საქართველოშიც იგეგმება მამაკაცის ხაზის დამატება, რაც კომფორტს შეუქმნის წყვილს შეიძინონ ერთ სივრცეში მათთვის რჩეული მოდელები.

ნატურალური ზამშის კლასიკური ფეხსაცმელი - MAYA

ყიდვა

პლატფორმა myshoes.ge სთავაზობს მომხმარებელს თბილისში ისარგებლოს ორი ზომის ან მოდელის გამოწერით ჩვენი ახალი შოურუმი მდებარეობს საბურთალოზე პეკინის #36 ნომერში, სადაც დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი და უგემრიელესი ყავა. ასევე მეიას ყუთი, სადაც დაგვიტოვებთ თქვენს სურვილებს MAYA-ბრენდი , რომელიც ზრუნავს ხარისხზე!“ - მაია დი ლენა ნალეკრიშვილი.

ზევით