MAYA - „ხარისხის, დახვეწილი სტილის და კომფორტის საუკეთესო კომბინაცია“

The Diary განაგრძობს ქართველი ქალი ანტრეპრენერების აღმოჩენას, მათ მხარდაჭრასა თუ გაძლიერებას. დღეს პროექტი GOGO! წარმოგიდგენთ პლატფორმა Myshoes.ge-სა და ბრენდ MAYA - „მეიას“ დამფუძნებელს მაია დი ლენა ნალეკრიშვილის ისტორიას.

როგორ შეიქმნა ქართულ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ონლაინ გაყიდვები დიდი პოპულარობით სულაც არ სარგებლობდნენ და როგორ გაჩნდა ხარისხიანი და საოცრად კომფორტული ფეხსაცმლის ბრენდის „მეიას“ შექმნის იდეა, ამას მაიასგან მოვისმენთ.

როგორ დაიწყო ყველაფერი...

ფეხსაცმლის ბიზნესში მშობლები მოღვაწეობდნენ. ეს სფერო ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი იყო და 2010 წელს, როდესაც ევროპიდან საქართველოში დავბრუნდი გადავწყვიტე შემექმნა პლატფორმა Myshoes.ge, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებდა ფეხსაცმლის ფართო არჩევანს ერთ სივრცეში.

 

ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი MAYA 

ყიდვა

Myshoes.ge-ს შემთხვევაში საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ ქართულ ბაზარზე სანდო გასაყიდი პლატფორმის სტატუსი მოგვეპოვებინა. როგორც აღვნიშნე ჩვენ დავიწყეთ მაშინ, როდესაც ონლაინ გაყიდვები არ სარგებლობდნენ დიდი პოპულარულობით საქართველოში.

მეიას შექმნა იდეიდან - სტარტაპამდე

მეიას შექმნის იდეა უკვე მოგვიანებით გაჩნდა და უკვე დაგროვილმა 12 წლიანმა პირადმა პრაქტიკამ ხელი შემიწყო შემექმნა მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ბრენდი.

 

ნატურალური ზამშის კედი MAYA

ყიდვა

„მეია“ 2 წელია რაც არსებობს. სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობისას გაჩნდა იდეა ჩამომეყალიბებინა ბრენდი, რომელსაც მსოფლიო გაიცნობდა როგორც ქართულს. Myshoes.ge პლატფორმა ქართველ მომხმარებელს სხვადასხვა ბრენდის პროდუქტს სთავაზობს. „მეია“ კი ბრენდია, რომელიც არამარტო ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი, არამედ ევროპაშიც გადის საქართველოს სახელით.

მეიას პრიორიტეტები...

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უმაღლესი ხარისხი და კომფორტია, რომელიც კლასიკურისა და სპორტული მოდელის მიუხედავად, ჩვენ მომხმარებელს მისცემს საშუალებას მთელი დღე აქტიურ რეჟიმში გაატაროს. „მეიას“ ხაზი აკმაყოფილებს ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მოთხოვნებს და ის მუდმივად განახლებადია მოდის ტენდენციების შესაბამისად. ჩვენ შევქმენით ბრენდი, რომელიც არის ხარისხის, დახვეწილი სტილის და კომფორტის საუკეთესო კომბინაცია.

 

ნატურალური ტყავის საზაფხულო ფეხსაცმელი MAYA

ყიდვა

ესკიზების შექმნაში პირადად ვიღებ აქტიურ მონაწილეობას. შემდგომ ინდივიდუალურად მოდელისთვის ირჩევა ორიგინალი ძირები, ვუკვეთავთ პრემიუმ ხარისხის ტყავს იტალიაში და უშუალოდ მოდელის აწყობა ხდება საწარმოში თურქეთის ტერიტორიაზე.

მოდელების შეძენა შესაძლებელია ონლაინ „მეიას“ ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელში და ჩვენ პლატფორმაზე Myshoes.ge

სამომავლო გეგმები

 

ფეხსაცმელი ნატურალური ტყავის სარჩულით MAYA

ყიდვა

ქართული ბრენდი „მეია“ გეგმავს გაფართოებას ევროპულ ბაზარზე და ასევე ახლო მომავალში ვგეგმავთ მაღაზიების გახსნას თბილისსა და ბათუმში. რაც შეეხება myshoes.ge - ს პლატფორმას, ჩვენი გუნდი აწარმოებს მოლაპარაკებებს და ვფიქრობ ახლო მომავალში კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს

ზევით