ლალი გუშიკაშვილის ჯანსაღი მენიუ

ინფლუენსერს, რომელიც წლებია სოციალურ მედიაში პოპულარობით სარგებლობს, დღეს სრულიად ახალ ამპლუაში გაგაცნობთ. ლალი გუშიკაშვილს საინტერესო ბიზნეს იდეა პანდემიის პერიოდში დაებადა. ცნობილი მოდელის წამოწყება ბევრი გოგოს ინსპირაციის წყაროდ შეიძლება იქცეს!

lali gushikashvili

ლალი, როგორ გაჩნდა იდეა?

როგორც იცით, Covid19 პანდემიის პერიოდში საჭიროზე მეტი დრო გამოგვითავისუფლდა. ჩაკეტილი სივრცისა და უმოძრაობის თანმდევი მოვლენები ჩვენზე ზედმეტი კილოგრამების სახით აისახა. ძალიან მიყვარს კულინარია და ამ პერიოდში დავიწყე ისეთი რეცეპტების ძიება, რომლებიც გემრიელთან ერთად სასარგებლოც იქნებოდა. სრულიად შემთხვევით „საოცნებო კვება“ აღმოვაჩინე. ნოყიერი, გემრიელი და ჯანსაღი საკვები, რომელიც მოკლე დროში საოცარ ეფექტს იძლევა. ამ კვების დროს არ იღებ ტრანსცხიმებს და რაციონიდან ფაქტობრივად ყველა არაჯანსაღი პროდუქტი ქრება.

ჩემთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია კერძის სიჯანსაღე, გემოსა და ვიზუალის თავსებადობა. ასე დავიწყე ახალ-ახალი რეცეპტების დამუშავება და სოციალური ქსელების მეშვეობით მათი გაზიარება

მიზანი ჩემი მეგობრებისთვის ახალი რაციონის იდეების გაზიარება გახლდათ. ჩემს მიერ შეთავაზებული კვება მათთვის ძალიან საინტერესო და კომფორტული აღმოჩნდა. გამოხმაურება და ინტერესი მალევე გაიზარდა. მიწევდა ჩემთვის უცნობი ადამიანებისთვის დეტალური პასუხების გაცემა და მათთვის ამ  კვების თაობაზე ჩემი გამოცდილების, თუ რეცეპტების  გაზიარება. აქედანვე წამოვიდა შემოთავაზებები რესტორნებისგან, სასტუმროებისა და კაფეებისგან, რომ ჩემს მიერ მომზადებული საუზმეებისა და ლანჩის მენიუები მათი კლიენტებისთვის შეეთავაზებინათ. 

lali gushikashvili

ლალი, ძალიან საინტერესო ჟღერს, როდის იქნება თქვენი პროდუქტი ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი?

იდეის ერთგვარი „პროვოცირება“ Covid19 პანდემიამ გამოიწვია, მაგრამ საწუხაროდ ასევე მის შემაფერხებელ ფაქტორადაც იქცა. კონკრეტულად კი ხელი რესტორნებისა და კვების ობიექტების შეზღვუდვებმა შეგვიშალა. როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, შესაძლებლობა გექნებათ ძალიან ცნობილ კვების ობიექტებში შეიძინოთ და დააგემოვნოთ „ლილეს მენიუ“. განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს, რადგან უკვე დატესტილია და ყავს თავისი ერთგული მომხმარებელი. რაც მთავარია, არის სასარგებლო, გემრიელი და ძალიან ეფექტურია წონის კორექციისთვის. ამ რაციონის მეშვეობით ფაქტიურად არასდროს შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა, ხართ შრომისუნარიანი და იკლებთ ძალიან ბუნებრივად.

რას ურჩევ გოგოს?

პირველ რიგში უნდა შევეცადოთ საკუთარი თავის პოვნას, ინტერესების გარკვევასა და საკუთარი თავის შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენივე თავის საუკეთესო ვარიანტად გადაქცევას. შევიყვაროთ საკუთარი თავი და სამყარო, რომელიც ჩვენს ირგვლივაა. ვცადოთ ათასჯერ და  რამდენჯერაც არ გამოგვივა, კიდევ თავიდან დავიწყოთ. წარმატებისთვის აუცილებელია ვაკეთოთ საქმე, რომელიც შვილივით გვიყვარს.

და რაც მთავარია, ნუ შევეჯიბრებით სხვებს! ვიყოთ საკუთარი თავით ბედნიერები, რადგან რა ემოციასაც ვუშვებთ, საბოლოო ჯამში იგივე გვიბრუნდება უკან!

 

ზევით