#GOGO! #მოდა

LIYA: ქართველი GOGO-ს ბრენდი გლობალურ სცენაზე

გაზიარება:

დღეს GOGO-ს რუბრიკაში ქართველ დიზაინერ ლია გოგლიძესა და მის უნიკალურ ბრენდ LIYA-ზე მოგიყვებით. 2017 წელს დაფუძნებული ბრენდი ქმნის დახვეწილ სამოსს, აქსესუარებსა და გამორჩეულ ფეხსაცმელს, რომელიც თავდაჯერებულ, ძლიერ და თავისუფალ ქალებს თვითგამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.

LIYA, ლია გოგლიძე, ქართული ბრენდი liya, ANNA TIGHT SPARKLE DRESS, HEARTFELT RED EARRINGS

LIYA: „ბრენდის სტილი გამოირჩევა თავისი მინიმალისტური, მაგრამ სახასიათო ესთეტიკით, სადაც ყოველი დეტალი ნაფიქრი და გააზრებულია“.

ლია გოგლიძემ მოდის დიზაინი Polimoda-სა და IED Milano-ში შეისწავლა. ევროპაში მიღებულმა გამოცდილებამ გავლენა იქონია მის სტილზე, რაც LIYA-ს კოლექციებში კონსტრუქციულ ფორმებსა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებში აისახა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, დიზაინერმა ბავშვის სამოსზე დაიწყო მუშაობა, თუმცა მალევე ფოკუსი ქალის ტანსაცმელზე გადაიტანა – ასე შეიქმნა LIYA, რომელმაც სწრაფად მიიპყრო საერთაშორისო პრესისა და მოდის მოყვარულთა ყურადღება. დღეს კი, ბრენდი მოდის კვირეულებზე ახალ და მრავალფეროვან კოლექციას წარადგენს.

LIYA, ლია გოგლიძე, ქართული ბრენდი liya, HEARTFELT PINK EARRINGS

LIYA: „მოდის კვირეულები LIYA-სთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, რომელიც ბრენდს საერთაშორისო პრესასა და აუდიტორიასთან აკავშირებს".

„ეს არის ცოცხალი იდეების გაზიარებისა და ტენდენციებზე თვალის დევნების საუკეთესო საშუალება“.

LIYA-ს ნამუშევრებში ხშირად გვხვდება მისი სავიზიტო ელემენტი – გული, რომელიც სხვადასხვა ფორმითა და დანიშნულებით ჩნდება. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელი კი cowboy boots-ია, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by L I Y Λ (@liya__official)

ბრენდის კოლექციებში ხშირად ჩნდებიან ისეთი ცნობილი სახეები, როგორიცაა ლილი კოლინზი, იორდანიის დედოფალი რანია თუ სტილის ინსპირაცია Gossip Girl-იდან კელი რუტერფორდი. LIYA აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ცნობილ ბრენდთან და საინტერესო კოლაბორაციებსაც გვთავაზობს.

LIYA, ლია გოგლიძე, ქართული ბრენდი liya, JOLENE WHITE COWBOY BOOTS

ლია გოგლიძისა და მისი გუნდის წარმატების ისტორია შთაგონების წყაროა ყველა იმ დიზაინერისთვის, ვისაც საკუთარი სათქმელის გლობალურ სცენაზე გაჟღერება სურს. მათ კი LIYA-ს გუნდისგან ასეთ რჩევას ვუტოვებთ: „გქონდეთ მკაფიო კონცეფცია და ვიზუალური იდენტობა. იფიქრეთ ხარისხსა და დეტალებზე. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს – ინდივიდუალიზმი თუ კრეატიულობა ყოველთვის დასაფასებელია. წარმატებისთვის მთავარი კი, მოთმინება და მუდმივი განვითარებაა“.

LIYA, ლია გოგლიძე, ქართული ბრენდი liya, OCEAN EYES GREEN EARRINGS, BETTY BROWN PUMPS, trench coat

ზევით