#GOGO! #მოდა

ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი KAWALSKY ქართველი GOGO-სგან

გაზიარება:

დღეს, GOGO-ს რუბრიკაში კიდევ ერთ გამორჩეულ ბრენდს წარმოგიდგენთ, რომელიც ქართველი გოგოს, ქეთი ხარატიშვილის შექმნილია. ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Kawalsky დახვეწილ და მინიმალისტურ დიზაინს გვთავაზობს – იქნება ეს სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების ჩანთები თუ სამოსი.

„ვქმნი ნივთებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, ჩემსავით, დეტალებს აფასებენ“, – ქეთი ხარატიშვილი.

ჩვენთან ინტერვიუში თავად ქეთი მოგვიყვება Kawalsky-ს ისტორიისა და ფილოსოფიის შესახებ.

როგორ გაჩნდა ბრენდის იდეა და ვინ ქმნის Kawalsky Accessories-ს?

ქეთი: Kawalsky დაახლოებით 8 წლის წინ შევქმენი. ბავშვობიდან მაქვს განსაკუთრებული სიყვარული ხელნაკეთი ნივთებისადმი. ადრეც ვქმნიდი ჩანთებსა და აქსესუარებს იმ მასალებით, რაც ხელმისაწვდომი იყო. თავდაპირველად ამ ნივთებს მხოლოდ მე და ჩემი მეგობრებს ვიყენებდით, თუმცა დროთა განმავლობაში გაჩნდა იდეა, რომ ამ საქმეს სხვა ფორმა და მიმართულება მიეღო.

Kawalsky Accessories, ხელნაკეთი ჩანთა, ნატურალური ზამშის ჩანთა, კიმონო

ბრენდის გაჩენის დღიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა – დიზაინი, მასალები, მიდგომები. თუმცა ერთი რაც უცვლელია, ეს არის საქმისადმი დამოკიდებულება და სიყვარული, რომელიც მოტივაციას მაძლევს ყოველ ახალ ეტაპზე. 

Kawalsky Accessories თქვენი პირველი პროექტია?

ქეთი: Kawalsky ჩემი პირველი პროექტია და შვილივით მიყვარს. მანამდე ვმუშაობდი სამხატვრო გალერეაში, რაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო, მაგრამ სწორედ Kawalsky გახდა ის სივრცე, სადაც საკუთარი თავი სრულად ვიპოვე.

Kawalsky Accessories, ხელნაკეთი ჩანთა, კიმონო, shoulder bag, წითელი ჩანთა

რით გამოირჩევა Kawalsky Accessories სხვა ბრენდებისგან?

ქეთი: რთულია ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად პასუხის გაცემა, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი არის, რომ Kawalsky უზარმაზარი სიყვარულითა და მუდმივი ძიებით იქმნება. არასდროს ვჩერდები მხოლოდ ერთ ფორმატზე – სულ ახალი იდეების, კონცეფციებისა და ფუნქციურობის დამატების სურვილი მაქვს. ჩემი მიზანია, რომ ბრენდი იყოს მუდმივ მოძრაობაში – მრავალფუნქციური და ცვალებადი, ზუსტად ისეთივე, როგორიც არის ჩვენი ორმხრივი ჩანთები.

Kawalsky Accessories, ხელნაკეთი ჩანთა, ტელეფონის ჩანთა

ტელეფონის ჩანთა

ყიდვა

რას გვეტყვით ბრენდის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე?

ქეთი: უკვე გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი სიახლე – Kawalsky-ს დაემატა ტანსაცმლის ხაზი. ეს არის მინიმალისტური კოლექცია, შექმნილი ბუნებრივი ქსოვილებისგან და გაფორმებული გამორჩეული ნაქარგებით. კოლექცია საზაფხულოა, მსუბუქი, კომფორტული და ძალიან ახლოს დგას ბრენდის სტილთან. უკვე ვმუშაობ სხვა სეზონური კოლექციების მონახაზებზეც. იდეები ბევრია და იმედი მაქვს, თითოეული მათგანი დაიმსახურებს Kawalsky-ს ერთგული აუდიტორიის მოწონებას.

Kawalsky Accessories, ხელნაკეთი ჩანთა, კიმონო, ნატურალური ზამშის ჩანთა

ზევით