#GOGO!

„ფერია“ - ფერადი ყოველდღიური სამოსის ახალი სტარტაპი, რომელსაც შეიყვარებთ

გაზიარება:

2 წლის წინ დაწყებულმა მსოფლიო პანდემიამ ყველანი ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა. ჩვენ გარშემო ყველაფერი თითქოს წამებში შეიცვალა და მთელი ეს პერიოდიც ახალ რეალობასთან მორგებაში გავატარეთ. კოვიდ 19-მა ბევრ ახალ წამოწყებასა და სტარტაპს ჩაუყარა საფუძველი, რომლებსაც დროდადრო The Diary თავის მკითხველს დიდი პატივით წარუდგენს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by __peria__ (@__peria__)

დღეს, კიდევ ერთი ქართული სტარტაპის საოცრად ფერადი, მხიარული და კომფორტული „ფერიას“ შესახებ გიამბობთ და უახლესი ყოველდღიური ტანსაცმლის ბრენდის საწყისებზე, „ფერიას“ ფილოსოფიასა და სამომავლო გეგმებზე მისი დამფუძნებლის, ირინკა ლეჟავასგან შევიტყობთ.

როგორ ჩაეყარა საფუძველი თქვენს წამოწყებას და რა იყო ის, რის გამოც ქართულ ბაზარზე გამოჩენა განიზრახეთ?

ყოველთვის მინდოდა ფერადი, მხიარული და ხარისხიანი სამოსის შექმნა და ამისი შანსი პანდემიის დროს მომეცა, რადგან ამ პერიოდში ონლაინ ვაჭრობა გახდა უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი. ძალიან ბევრ სტარტაპს შეეწყო ხელი პანდემიის პერიოდმა და მათ შორის მეც. თანამედროვე ინტერნეტ საშუალებები უფრო ფართო შესაძლებლობას აძლევს ბევრ ადამიანს მისი შექმნილი პროდუქცია ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by __peria__ (@__peria__)

გვიამბეთ თქვენი სტარტაპის კონცეფციასა და ფილოსოფიაზე, რით გსურთ რომ გამოირჩეოდეთ ბაზარზე...

ჩემი სამოსი, უპირველეს ყოვლისა, მინდა იყოს კომფორტული გამოსაყენებელი, მიმზიდველი, ფერადი, რადგან ვთვლი რომ ნათელი ფერები დადებითად აისახება ჩვენს ხასიათზე და ვიზუალურ მხარეზე. სახელზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან თუკი რამეს შევქმნიდი, ვიცოდი რომ დავარქმევდი ფერიას, რადგან  ჩემს ოჯახთან და ბავშვობის მოგონებებთანაა დაკავშირებული, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან უხდება ფერად და მხიარულ სამოსს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by __peria__ (@__peria__)

რა ტიპის სეგმენტისთვის შეიქმნება თქვენი სამოსი და როგორი იქნება გავრცელების არეალი?

ჩემი შექმნილი პროდუქტი განკუთვნილია ფართო სეგმენტისთვის: როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისა და ბავშვებისთვის. პროდუქციის მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ონლაინ შეკვეთის მეშვეობით. მინდა რომ ჩემი სამოსი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და ფასი შეესაბამებოდეს საქართველოს რეალობას. ჩემს ონლაინ მაღაზიაში ამ ეტაპზე შესაძლებელია სპორტული ორეულების, ჰუდის და ელასტიკის შეძენა. სეზონის მიხედვით შეიცვლება პროდუქციის ასორტიმენტი.

რა გამოწვევების წინაშე დგახართ, როგორც ახალი სტარტაპი?

კონკურენცია არის საკმაოდ მაღალი, რაც გიბიძგებს ყოველთვის იყო განსხვავებული და ბაზარზე მორგებული. პროცესი შექმნიდან გაყიდვებამდე არის საკმაოდ რთული და შრომატევადი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by __peria__ (@__peria__)

რა მომავალი აქვს თქვენს სტარტაპს თქვენი ხედვით?

მე ვფიქრობ, რომ ბრენდის განვითარება ჩემს შრომისმოყვარეობაზე იქნება დამოკიდებული. ნებისმიერი საქმე განპირობებულია იმით, თუ როგორ მიუდგები მას, მე მჯერა რომ ინტერესით და სიყვარულით თუ აკეთებ რამეს, ის საქმე აუცილებლად გამოვა. წარმატება აუცილებლად მოვა. აუცილებლად იქნება სიძნელე, სირთულე; მაგრამ, როგორც ვთქვი, თუ გიყვარს შენი საქმე, ის აუცილებლად წარმატებული იქნება.

ზევით