„გამოხატე სიძლიერე თითოეულ ნაბიჯში“ - ქალის ფეხსაცმლის ქართული ბრენდის ANNA Shoes-ის ისტორია 20 წლის წინ იღებს სათავეს. პირველივე დღიდან ხარისხზე, დახვეწილ ვიზუალსა და ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირით, ბრენდმა ადგილობრივ ბაზარდე დამკვიდრება მარტივად მოახერხა. ANNA Shoes-ის თითოეული ფეხსაცმელი ხელნაკეთია და ხშირ შემთხვევაში ის ინდივიდუალურად იქმნება მომხმარებლისთვის.
ANNA Shoes-ის დამფუძნებელი თამარ ჩუბინიძე (მარჯვნივ)
როგორც ANNA Shoes-ის დამფუძნებელი, თამარ ჩუბინიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ბრენდმა ორი ათწლეულის მანძილზე მოახერხა და საკუთარ თავში, იდეალურად გააერთიანა ქართველი ქალის ხასიათი, „ნაზი და ამავდროულად, ძლიერი და თავდაჯერებული შტრიხებით“.
აღიარებული ხარისხი და მრავალწლიანი პრაქტიკა
„ჩვენი გუნდის მთავარ საზრუნავს სწორედ რომ ხარისხი წარმოადგენს, რასაც საკმაოდ წარმატებით ვართმევთ თავს ამ წლების მანძლზე. სწორედ ამიტომ, ათი ათასობით მიმდევარი და ერთგული მომხმარებელი გვყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზოგიერთ მათგანს კი ათეულობით ფეხსაცმელიც კი აქვს ANNA shoes-ის კოლექციიდან“.
დიზაინში ასახული ინდივიდუალიზმი
არსებობის 20 წლის მანძილზე, ბრენდმა შექმნა საკუთარი ნიშა და წარმოების სტანდარტი. „მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ფეხსაცმელი განსხვავებულია, ჩვენს ყველა ნამუშევარს აერთიანებს დამახასიათებელი დეტალები, რომლითაც მომხმარებელი ჩვენს ხელწერას მარტივად ამოიცნობს. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, ჩვენი კოლექციები ძალიან ჰგავს და გამოხატავს ქართველი ქალის ხასიათს - ნაზი და ამავდროულად, ძლიერი და თავდაჯერებული შტრიხებით“.
კომპანიის დევიზიც სწორედ ეს არის „გამოხატე სიძლიერე თითოეულ ნაბიჯში“!
ინტერგრაცია მოდის ინდუსტრიასთან
„რადგანაც ბრენდი მოდის ინდუსტრიაში ოპერირებს, პერიოდულად, ჩართულები ვართ ქართველი დიზაინერების ჩვენებებში და თითქმის ყოველი სეზონის დასაწყისში, მომხმარებლებს ვაცნობთ, თუ რა სიახლეები მოუმზადა ANNA shoes-მა მათ“.
სამომავლო გეგმები
„სამომავლოდ, გვსურს, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, წარმადობის ზრდა, თუმცა ხელნაკეთი და ქარხნული ფეხსაცმლის ხარისხი ძალიან განსხვავებულია და ყველანაირი პროცესის ავტომატიზირებას, ამ ეტაპზე, არ ვაპირებთ, რადგან ჩვენი ნიშა სწორედ ის არის, რომ თითოეული ნამუშევარი არის ხელნაკეთი და განაკუთრებული ზრუნვითა და გულისყურით შექმნილი იმ ადამიანთათვის, რომელთა ნდობა და სიყვარულიც მრავალწლიანი დაუღალავი შრომით მოვიპოვეთ“.
სალომე გორგილაძე პორტუგალიაში მოღვაწეობს და სასტუმროთა ქსელის SANA Hotels-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და ხელმძღვანელია. ეს ახალგაზრდა ქართველი ქალი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ფასდება ევროპაში განათლება, მიზანდასახულობა და ულევი შრომა.
ფრანგი დიზაინერი, რომელიც მზიანი ხმელთაშუა ზღვის ესთეტიკაზეა შეყვარებული, 15 წლის საიუბილეო ჩვენებას კაპრიზე, Casa Malaparte-ში გამართავს, ერთი კვირით ადრე კი იტალიის კუნძულზე ახალი მაღაზიაც გახსნა. ჟაკმუსმა არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი მოდის, გასაოცარი არქიტექტურისა და ბუნების სინთეზით, გამონაკლისი კი არც აღნიშნული მაღაზია და 10 ივნისს გამართული ჩვენება იქნება.
“რა გიყვარს ჩემში” თერაპიული დღიურია, რომელიც ავტორიც პროფესიით ჟურნალისტი ნატა ტაბიძეა. არასტანდარტული ფორმატის დღიურის პრეზენტაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა, თუმცა ამ შემთხვევაში ყველა წიგნს განსხვავებული ბოლო ექნება.