#საზოგადოება #GOGO!

„ამქარი“ - ყველა ნივთის შექმნას თუ ისე მივუდგებით როგორც საკუთარს, შედეგი გარანტირებულია

გაზიარება:

„ამქარი“ მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავისგან დამზადებული, ქალისა და მამაკაცის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდია, მისი დამფუძნებელი კი თამარ ბაწილაშვილი გახლავთ, რომელმაც ბრენდი 2019 წელს აჭარის სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში მონაწილეობით დააფუძნა.

„ამქარის“ ხელნაკეთი ჩანთები, საფულეები და აქსესუარები დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მომხმარებელთა შორის. წარმოგიდგენთ „ამქარის“ ბრენდის შექმნის ისტორიას, მისი უნიკალურობის მთავარ საბაბსა და სამომავლო გეგმებს.

პირადი ისტორია

2006 წელს თბილისის მსუბუქი მრეწველობის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თანადამფუძნებელთან ერთად თელავში გავხსენით სახელოსნო საწარმო სადაც ვქმნიდით ტყავის ფეხსაცმელებს მასიური მომხმარებლისთვის და გავქონდა გაგვქონდა ქართულ ბაზარზე. 2008 წლისთვის უკვე თბილისში დავაფუძნე საწარმო.

2019 წელს განვაგრძე ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა ბათუმში. აჭარის სპორტის და კულტურის სამინისტროს გამოცხადებულ  იდეების კონკურსში მივიღე მონაწილეობა  და დამაფინანსეს,რამაც ხელი შემიწყო ბიზნესის გაფართოებაში და ბრენდის ამქარი-ს დაფუძნებაში. 

რას ვთავაზობთ მომხმარებელს

ნატურალური ტყავისგან დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს გრავირებით და გრავირების გარეშე. ჩემმა 15 წლიანმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ წარმატების საიდუმლო დამოკიდებულებაშია, რამდენადაც პოზიტივი მოდის მომხმარებლისგან, მე ვცდილობ სამმაგი გავცე, შედეგად ამ დამოკიდებულებამ მოიტანა მეტი გამოცდილება, მეტი ნდობა მომხმარებლისგან.

საქმიანობიდან გამომდინარე მინდოდა სახელიც ახლოს ყოფილიყო მასთან და რაც მთავარია ქართული. „ამქარი“ნიშნავს ერთი ან მონათესავე ოსტატთა გაერთიანებას შუა საუკუნეების ქალაქებში.

თავის დამკვიდრება

ზოგადად არსებულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება რთულია საქართველოში, თან ისეთი ბიზნესისთვის, როგორიც ამქარია. სადაც კონკურენცია ძალიან დიდია, შენ კი ცდილობ ნულიდან დაიწყო და აქციო ბიზნესად. გზადაგზა იყო ძალიან ბევრი სირთულეც, რაც ჩვეულებრივია და მზად უნდა იყო ამისთვის. ყოველთვის ვუსმენდი ამ საქმის პროფესიონალებს და ანალიზს ვუკეთებდი ყველა ჩემ გადაწყვეტილებას.

არანორმალურად მიყვარს ტყავზე მუშაობა ეს არის შემოქმედებითი პროცესი როცა უბრალოდ იდეიდან ვიღებ კარგ შედეგს.

სამომავლო გეგმები

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, სერიოზულად ვგეგმავ აჭარის რეგიონში, კერძოდ ბათუმში, დავაფუძნო პროფესიული განვითარების ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ შეისწავლონ ტყავის ტექნოლოგია, რაც ვფიქრობ აუცილებელია ამ რეგიონში და მინდა განვავითარო ამ კუთხით ეს სპეციალობა და ასევე მონათესავე სპეციალობები.

სტატია მომზადდა საქართველოს მეწარმეთა ასოციაციასა და The Diary-ს მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ანტერპრენერი ქალების მხარდაჭერას. ვებ პლატფორმა The Diary-ის პროექტი - GOGO! იმ ქალებს წარმოგიდგენთ, რომლებიც უამრავი სირთულის მიუხედავად, ახალ კომპანიებს, თუ ბრენდებს საკუთარი ძალებით ქმნიან.

ზევით