#დეკორი

6 ყველაზე პრაქტიკული რბილი ავეჯი, რომელსაც თბილისში შეიძენთ

გაზიარება:

ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ რამხელა შრომასთანაა დაკავშირებული ჰარმონიული ინტერიერის დიზაინის შექმნა, სახლისთვის თუ ოფისისთვის; ამ პროცესში ხომ ყველა პატარა დეტალი თავის მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ აღარაფერი ვთქვათ დიდ დეტალებზე, რომლებიც თვალში ოთახში შესვლისთანავე გვხვდება. არ აქვს მნიშვნელობა, კომფორტის ხაზგასმა გსურთ, გლამურისა თუ ორიგინალურობის, სწორად შერჩეული რბილი ავეჯი პირველ ეფექტს დამაჯერებელად ახდენს. 

დღეს, წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ, მაგრამ ამავდროულად მოდურ, თანამედროვე და ხმამაღალ სიტყვას ინტერიერის დიზაინში, რომლის შეძენასაც თბილისის მაღაზიებში შეძლებთ.

1. დიზაინერული დივანი LOFT, მაღაზია CASTELLO

castello, დივანი

ყიდვა

დიზაინერული დივანი Loft-ი, Adriano Piazzesi ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი. Arketipo-სათვის სახასიათო საკულტო დიზაინი, ნოვატორული იდეები მოძრაობისა და რელაქსაციისათვის. „ჩვენ გვესმის სივრცის არსი, ეს თავისუფლებაა“ Loft-იც თავისი დიზაინით სრულად გამოხატავს სივრცისა და თავისუფლების ცნებას და ლოფტის სტილის მოყვარულებს სთავაზობს კრეატიულ გადაწყვეტილებებს ინტერიერისათვის.

2. მოდულირებადი კუთხის დივანი ხავერდის ზედაპირით, მაღაზია LABORATORY MY HOME

ლაბორატორია ჩემი სახლი

ყიდვა

ულამაზესი ფირუზისფერი კუთხის დივანი და სავარძელი ხავერდის ზედაპირით. ეს მოდულირებადი დივანი იდეალურია, როგორც თანამედროვე ინტერიერში ინტეგრაციისთვის, აგრეთვე ბოჰემური ან სულაც სკანდინავიური დიზაინის დასამშვენებლად.

3. დივანი MONAGHAN, მაღაზია ASHLEY HOME

დივანი ეშლი ჰოუმი

ყიდვა

თუ რაიმე განსხვავებულს ეძებთ მაშინ ეს დივანი თქვენთვისაა, ის წარმოადგენს ელეგანტურობის, ლაუნჯ სტილისა და ყოველდღიური სტილის ჭკვიანურ ტანდემს. ტყავის ფაქტურა და მეტალის სადგამები დივანს ხიბლს მატებს, თბილი ფერები ნახვისთანავე კი კომფორტულობის შეგრძნებას გვიჩენს.

4. STATEMENT დივანი, მაღაზია KARE

კარე

ყიდვა

ელეგანტური ხავერდოვანი დივანი 20-იანი წლების სტილში. ორგანული სილუეტი და რბილი საფარის დახვეწილი ნაკეცები უნიკალურ, მდიდრულ იერს უზრუნველყოფს. სავარძელი, რომელიც განასახიერებს ელეგანტურ გლამურს, თქვენი სახლის გამორჩეული შენაძენი იქნება.

5. დივანი GEDVED ნაცრისფერი - მაღაზია JYSK

იუსკი, დივანი

ყიდვა

თუ პატარა სივრცისთვის ეძებთ რბილ ავეჯს, გირჩევთ თქვენი ინტერიერი ამ მარტივი, სადა, თუმცა საოცრად დახვეწილი 3 ადგილიანი დივნით გაამდიდროთ. ეს კლასიკურად თანამედროვე დივანი ნაცრისფერი საფარით, რომელიც ალბათ დაგვეთანხმებით, რომ თითქმის ყველაფერს უხდება, ადვილად ერწყმის ნებისმიერ ინტერიერს.

6. დივანი ULTRA - მაღაზია COMFORTER

დივანი, ავეჯი

ყიდვა

მოქნილი მოდულირებადი დივანი მეტალის დეტალებით, სიმყუდროვის ფერში, ჩვენი ერთ-ერთი რჩეულია. საშუალო ზომის დივანი დაფარულია მაღალი ხარისხის ხავერდოვანი, სინთეტიკური ბოჭკოვანი ქსოვილით, რაც განსაკუთრებულ სირბილეს და კომფორტს უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ სეზონზე.

ზევით