„ოდისეას“ თბილისის პრემიერა 23 ივლისს არის დაგეგმილი, მანამდე კი თვალი გადავავლოთ ზენდეიას პრეს-ტურის წითელი ხალიჩის ფოტოებს. ზენდაიასა და მისი სტილისტის, ლოუ როუჩის თანამშრომლობა უკვე დიდი ხანია გასცდა წითელი ხალიჩისთვის ეფექტური სამოსის შერჩევას. თითოეული პრეს-ტური მათთვის ფილმის ვიზუალური სამყაროს გაგრძელებაა, სადაც კოსტიუმი პერსონაჟის შესახებ მნიშვნელოვან ამბავს ჰყვება. კრისტოფერ ნოლანის „The Odyssey“-ისთვის მათ თანამედროვე ათენას გარდერობი შექმნეს – გამჭვირვალე ქსოვილებითა და ანტიკური სამკაულებით. ზენდაია ფილმში ათენას, სიბრძნის ქალღმერთის როლს ასრულებს. ჰომეროსის ეპოსის მიხედვით გადაღებულ კრისტოფერ ნოლანის ფილმში მასთან ერთად მონაწილეობენ მეთ დეიმონი, ენ ჰეთეუეი, ტომ ჰოლანდი, ლუპიტა ნიონგო, რობერტ პატინსონი და შარლიზ ტერონი.
TRUSSARDI
პრეს-ტური ლონდონში Trussardi-ს 2006 წლის გაზაფხულის კოლექციის არქივიდან შერჩეული კაბით დაიწყო.
 |
ლუქს Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი ამშვენებდა.
|
JACQUEMUS
5 ივლისს ლონდონში ზენდეიამ Jacquemus-ის თეთრი კაბა მოირგო. ღია ზურგი, თავისუფლად დაშვებული ქსოვილი და თავსაბურავი ათენას თანამედროვე გამოსახულებაა. სიმონ პორტ ჟაკმიუსის თქმით, ეს კაბა ზენდეიასთვის ორი წლის წინ დახატა.
 |
ლუქის მთავარი აქცენტი Baron London-ის საყურეებია.
|
VALENTINO
ლონდონის პრემიერაზე ზენდეიას ასევე ემოსა Valentino-ს კაბა 2026 წლის შემოდგომის კოლექციიდან.
 |
ალესანდრო მიკელეს მიერ შექმნილ კაბა დაფნის ფოთლების მსგავსი ზედა ნაწილითა და ასიმეტრიული, დრაპირებული ქვედაბოლოთი.
|
SCHIAPARELLI
პრემიერების მთავარი ლუქი Schiaparelli-ს 2026 წლის შემოდგომის მაღალი მოდის სამოსია. კაბა დენიელ როზბერის პარიზულ ჩვენებაზე წარადგინეს და რამდენიმე საათში კი კერძო თვითმფრინავით ლონდონში ზენდაიას ჩაუტანეს.
 |
ზენდეიამ მოკლე ვარცხნილობა გრძელი ნაწნავებით შეცვალა, ლუქი კი Chopard-ის ბრილიანტებითა და Christian Louboutin-ის ფეხსაცმლით დაასრულა.
|
GIVENCHY
პარიზში ზენდეია და ლოუ როუჩი მოდის არქივს დაუბრუნდნენ. 7 ივლისის მსახიობი Givenchy-ს 1997 წლის გაზაფხულის მაღალი მოდის კოლექციის თეთრი კაბით გამოჩნდა. კაბა ალექსანდერ მაკქუინმა შექმნა.
 |
ლუქის მთავარი დეტალი ფილიპ ტრეისის ოქროსფერი ნიღაბია.
|
LOUIS VUITTON
8 ივლისს გამართულ პარიზულ პრემიერაზე ზენდეიამ Louis Vuitton-ის თეთრი კაბა მოირგო. სამოსს მაქმანის დეტალები, მოცულობითი სახელოები და გრძელი შლეიფი ამშვენებს.
 |
ამ ლუქში ბერძნული სტილი უფრო რომანტიკული და თანამედროვე ფორმითაა წარმოდგენილი.
|
ALBERTA FERRETTI
ნიუ-იორკში პრეს-ტურის გარდერობი უფრო მინიმალისტური იყო. 13 ივლისს ზენდეია სასტუმროდან Alberta Ferretti-ს 2008 წლის გაზაფხულის კოლექციის მოკლე კაბით გამოვიდა.
 |
ლუქს Sophia Webster-ის მუხლამდე შეკრული გლადიატორის სანდლები და Fope-ს გრძელი საყურეები ახლდა.
|
JACQUEMUS
იმავე დღეს, „The Today Show“-ზე, მსახიობს Jacquemus-ის 2027 წლის გაზაფხულის კოლექციის თეთრი მიდი კაბა ეცვა.
 |
თეთრ ლუქს მსახიობმა ამავე ფერის Tourni-ს ფეხსაცმელი მოარგო.
|
MATIÈRES FÉCALES
ნიუ-იორკის პრემიერაზე ზენდეიამ Matières Fécales-ის მაღალი მოდის კოლექციის სამოსი შეარჩია. გრძელ, უსახელო კაბას იატაკამდე დაშვებული დიდი თეთრი ფრთები ახლდა.
 |
ლუქი Chopard-ის სამკაულებით შეიკრა.
|
ZUHAIR MURAD
პრეს-ტურის ერთ-ერთი ბოლო გამოჩენა 15 ივლისს, ჯიმი ფელონის „The Tonight Show“-ში შედგა. ზენდეიამ Zuhair Murad-ის 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის მაღალი მოდის კოლექციის ოქროსფერი კოსტიუმი ჩაიცვა.
 |
ოქროსფერ კოსტიუმთან მსახიობმა მეტალისფერი Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი მოირგო. მაკიაჟზე კი ერნესტო კასილიასმა იზრუნა.
|