P’AUZA – თბილისის საუკეთესო აუზი ღია ცის ქვეშ

ზაფხულის ცხელ დღეებს სად უნდა გავექცეთ, თუ არა აუზზე? Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace სწორედ ის ადგილია, სადაც რამდენიმე საათით ქალაქის ხმაურს მოწყდებით და თავს ხანმოკლე, თუმცა სრულფასოვან შვებულებაში იგრძნობთ.

sheraton pauza

სასტუმროს ღია აუზი P’auza იდეალური სივრცეა დასვენებისთვის, ცურვისა და სასიამოვნო სასმელებით დღის გასაგრძელებლად.

sheraton, pool., აუზი

დღე შეგიძლიათ Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში საუზმით დაიწყოთ, შემდეგ P’auza-ში გადაინაცვლოთ და ზაფხულის შუადღე გემრიელი კოქტეილებით გააგრძელოთ.

შერატონის აუზი

ღია აუზთან ერთად, სტუმრებს სპა პროცედურები, ჯაკუზი, საუნა და სავარჯიშო დარბაზიც დახვდებათ, შაბათობით კი P’auza-ში მუსიკალურ განწყობას DJ ქმნის. მათ, ვინც სპაში სხეულის პროცედურას დაჯავშნის, ღია აუზით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.

მოკლედ, თუ ქალაქის ხმაურისა და ზაფხულის ცხელი დღეებისგან ხანმოკლე, მაგრამ ხარისხიან getaway-ს ეძებთ, აირჩიეთ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის P’auza.

ზევით