რა უნდა ვიქონიოთ სანაპიროზე – TheDiary-ის საზაფხულო ათეული
მზისგან დამცავი საშუალება, სათვალე, საცურაო კოსტიუმი, ზღვის ჩანთა, მისტი და საზაფხულო საკითხავი – 10 ნივთი, რომელიც სანაპიროზე უნდა გვქონდეს.

მოდის სამყაროში წესების გამოცნობა საჭირო აღარაა - ბრენდი, რომელიც ათწლეულებია სტერეოტიპებს ამსხვრევს, ქართულ ქუჩებში ინაცვლებს. GMT-ის საათების მაღაზიათა ქსელის ბრენდების პორტფოლიოს GUESS Watches შეემატა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი fashion watch ბრენდი, რომელიც უკვე ოთხი ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრავს მოდური საათების ტენდენციებს.
GUESS-ის ისტორია 1981 წელს იწყება, როდესაც ბრენდი მარჩიანოს ძმებმა დააარსეს და ამერიკულ მოდაში ევროპული ელეგანტურობა შემოიტანეს.
GUESS 1984 წლიდან დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან fashion ბრენდად რჩება.
GUESS-ის გამორჩეული დიზაინი, თამამი ფორმები, მოდური ფერები, ბრენდის iconic დეტალები და მუდმივად განახლებადი კოლექციები მას იდეალურ არჩევანად აქცევს როგორც ყოველდღიური, ასევე განსაკუთრებული ლუქისთვის.
დღეს GUESS განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Gen Z-ისა და მილენიალებს შორის. ბრენდი ამ ორი თაობის ყურადღებას თანამედროვე დიზაინით, ტრენდებზე სწრაფი რეაგირებითა და ხელმისაწვდომი luxury-fashion კონცეფციით იპყრობს, რის გამოც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოდის ბრენდად რჩება.
გარდა იმისა, რომ GUESS-ის საათი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საჩუქარია საყვარელი ადამიანისთვის, მომხმარებლები ბრენდის პროდუქციაზე ხშირად არჩევანს self-gifting-ის დროს აკეთებენ.

GUESS-ის წარმატებაში განსაკუთრებული როლი მის საკულტო სარეკლამო კამპანიებსაც ეკუთვნის. წლების განმავლობაში ბრენდის სახეები იყვნენ მსოფლიო მოდისა და შოუბიზნესის არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის Claudia Schiffer, Carla Bruni, Gigi Hadid, Hailey Bieber, Jennifer Lopez, Priyanka Chopra და სხვა. ბრენდის შავ-თეთრი, ჰოლივუდური ესთეტიკის მქონე კამპანიები დღესაც მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან სარეკლამო ნამუშევრად მიიჩნევა.

2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის გლობალური კამპანიის სახე ცნობილი იტალიელი მეწარმე და მოდის ინფლუენსერი Chiara Ferragni გახდა. მისი მონაწილეობით შექმნილი კამპანია GUESS-ის საკულტო შავ-თეთრ ესთეტიკას თანამედროვე ინტერპრეტაციით აცოცხლებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის მუდმივ კავშირს მოდის ტენდენციებთან.
GUESS Watches-ის შემოტანით GMT საერთაშორისო ბრენდების პორტფოლიოს კიდევ უფრო აფართოებს და ქართველ მომხმარებელს მსოფლიოში აღიარებულ ბრენდს სთავაზობს, რომელიც ერთდროულად აერთიანებს მოდას, ინდივიდუალობასა და გამორჩეულ დიზაინს.