#სილამაზე

THEDIARY X LA CLINIQUE: ლაზერული ეპილაციის მონარქი - Soprano Titanium

გაზიარება:

სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი და განვითარებადი სფეროა, ამიტომ, რთულია ფეხი აუბა იმას, რაც ყოველდღიურად იცვლება. თუმცა... The Diary მკითხველისთვის სანდო, საინტერესო და მრავალფეროვან რუბრიკას LA CLINIQUE-თან ერთად იწყებს, რომელშიც სილამაზის სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი პროცედურების, ინოვაციური აპარატებისა და პროფესიონალების სასარგებლო რჩევების შესახებ მოგიყვებით.

სოპრანო ტიტანიუმი, soprano titanium, ეპილაცია, ლაზერული ეპილაცია, ფასდაკლება, თმოს მოშორება, დიონი

დღეს, ჩვენს რუბრიკაში ლაზერული ეპილაციის სფეროს ნამდვილ ინოვაციას - Alma-ის Soprano Titanium-ს გაგაცნობთ, რომელმაც სილამაზის ინდუსტრიაში შემოჭრა და თავის დამკვიდრება წარმატებით მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ლაზერული ეპილაციის კუთხით არჩევანი დიდია, ხშირად არ ვიცით, რაზე დაყრდნობით უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რომელი აპარატის გამოყენებაა უმჯობესი და ზოგადად, რა სჭირდება ჩვენს თმას?! ჰოდა, ამ საკითხებში ჩვენ გაგარკვევთ. 

ლაზერი, თმის მოცილება, ლაზერული ეპილაცია, ლა კლინიკი, la clinique

Soprano Titanium ლაზერულ ეპილაციაში ახალ ხედვადაა მიჩნეული. ეს არის ულტრათანამედროვე დანადგარი, რომელიც ფუნქციონალური შესაძლებლობებითა და ეფექტური შედეგით გამოირჩევა.

სანამ აპარატის მთავარ ღირსებებს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ Soprano Titanium-ით თმის მოცილების პროცედურა კანის გაპარსულ ზედაპირზე, 3-4 კვირაში ერთხელ კეთდება, რამდენიმე სეანსის შემდეგ კი ინტერვალი 6-8 კვირამდე იზრდება. დიოდის, ნეოდიუმისა და ალექსანდრიტის სხივების ერთობლიობა კი ყველა ტიპის კანსა და თმაზე ერთნაირად ეფექტურად მოქმედებს. რაც მთავარია, პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. 

მაინც რა გამოარჩევს Soprano Titanium-ს ლაზერული ეპილაციის სხვა დანადგარებისგან?

  • 4 სმ.-ის ზომის გაზრდილი თავაკი, რაც პროცედურის ხანგრძლივობას ამცირებს.
  • ICE Plus-ის გაგრილების სისტემა (რაც ასევე სრულიად უმტკივნეულო პროცედურას უზრუნველყოფს)
  • 2 აპლიკატორი
  • 3 გაერთიანებული ტალღის სიგრძე
  • 10 წლიანი გამოცდილების მქონე, კლინიკურად დადასტურებული SHR ტექნოლოგია
  • განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის (1-VI), მათ შორის მზისგან გარუჯული და ხელოვნურად გარუჯული კანისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან პირველ რიგში აპარატის თავაკის ზომა უნდა გამოვარჩიოთ. განსაკუთრებით დიდი ზომის, 4 სმ აპლიკატორის დამსახურებით, აპარატის დაფარვის არეალი საგრძნობლად დიდია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პროცედურის ხანგრძლივობას და მის უმტკივნეულოდ ჩატარებასაც უზრუნველყოფს. 

ლაზერული ეპილაცია, ლა კლინიკი, დიოდი, სოპრანო ტიტანიუმი

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ Soprano Titanium-ს ორი თავაკი აქვს. ზემოთ აღნიშნული 4სმ.-ის ზომის თავაკის გარდა, მოწყობილობის მეორე, უფრო მცირე ზომის აპლიკატორი სპეციალურად სენსიტიური ზონებისთვის (სახე, ინტიმური ზონა) გამოიყენება. 

ლაზერული ეპილაცია, თმის მოცილება, ლა კლინიკი

კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელი Soprano Titanium-ის ICE Plus გაგრილების ტექნოლოგიაა, რომელიც კანის ზედაპირზე ტემპერატურის კონტროლს მუდმივი გაგრილების საშუალებით ახდენს.

 

ალბათ, ყველას არა ერთხელ გვსმენია უმტკივნეულო ეპილაციის აპარატების შესახებ, თუმცა საბოლოოდ, დისკომფორტის და წვის შეგრძნებას მაინც ვერ ვუვლით გვერდს. ამ მხრივ Soprano Titanium გამონაკლისია. ICE Plus ტექნოლოგიის და ცივი საფირის ზედაპირის წყალობით, ეპილაციის პროცესი სრულად თავისუფალია დისკომფორტისა და ტკივილისგან.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ლაზერული ეპილაციის დროს უნდა გაითვალისწინოთ, თქვენთვის სასურველი შედეგის გონივრულ ვადაში მიღებაა. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, აპარატი აპლიკატორში (იგივე თავაკში) სამ ყველაზე ეფექტურ სხივს აერთიანებს. ესენია: დიოდი, ნეოდიუმი და ალექსანდრიტი, რომელთა ერთობლიობაც დღესდღეობით, თმის სამუდამოდ მოშორების საუკეთესო შედეგს იძლევა.

Soprano Titanium-ით სხეულიდან ნებისმიერი ტიპის თმის მოცილებაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, აპარატი განკუთვნილია როგორც I-IV ტიპის, აგრეთვე მზით, თუ ხელოვნურად გარუჯული კანისთვის და არანაირ ზიანს არ აყენებს მას. Soprano Titanium-ის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ ეს უკანასკნელი 2019-2020 წლის My face/My body AWARDS-ის გამარჯვებული და წლის საუკეთესო ახალი პროცედურის ტიტულის მფლობელი გახდა. 

მეტიც, Soprano Titanium-ის აპარატით ეპილაცია Netflix-ის ერთ-ერთ შოუში, SKIN DECISION-ში მოხვდა, სადაც ლაზერული ეპილაციის before და after ეფექტები შეადარეს. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თინეიჯერობის ასაკში, მოზარდისთვის არასასურველი თმის მოცილება სწორი და უსაფრთხო გზით უნდა მოხდეს. პირველ რიგში ეს გახლავთ ორიგინალი მოწყობილობა, რომლის გარჩევაც სპეციალური ჰოლოგრამის საშუალებითაა შესაძლებელი. ეპილაციის ორიგინალი აპარატის გარდა, რიგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი, მათ შორის, გოგონების შემთხვევაში, ეპილაციის კურსი რეგულარული ციკლის დაწყებიდან 1 წელიწადში შესაძლოა ჩატარდეს. 

კარგი ისაა, რომ Alma-ის ამ აპარატს LA CLINIQUE-ის ესთეტიკურ ცენტრში აღმოაჩენთ, სადაც სხეულიდან, თუ სახიდან არასასურველი თმის მოცილებას ძალიან მალე, თანაც სრულიად უმტკივნეულოდ მოახერხებთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ლაზერულ ეპილაციას არ აქვს სეზონი, თუმცა მომხმარებლისთვის კურსის ჩასატარებლად განსაკუთრებით კომფორტული ზამთრის პერიოდია. ბოლოს და ბოლოს, ზაფხულს ხომ უკვე მბზინავი და პრიალა კანით უნდა შევხვდეთ. 

ზევით