#სილამაზე

თავის მოვლა და მაკიაჟი: ზაფხულის 4-ეტაპიანი რუტინა Embryolisse-სგან

გაზიარება:

 ზაფხულის დადგომა ჩვენი თავის მოვლისა და მაკიაჟის რუტინის მინიმუმამდე დაყვანას ავტომატურად მოიაზრებს, ყველაზე ცხელ სეზონზე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხოლოდ იმ ყოვლისშემძლე პროდუქტების გამოყენება ხდება, რომლებიც საკუთარ თავში ერთდროულად რამდენიმე ჯადოსნურ ფუნქციას ითავსებენ და ჩვენი სილამაზის, კომფორტისა და ბედნიერების გარანტი ხდებიან.

და რა არის იმაზე გასაოცარი, როდესაც ხარისხიან, ეფექტურ და სანდო პროდუქტებს ერთი ბრენდის ნიშნით ვპოულობთ? - ალბათ, არც არაფერი.

წარმოგიდგენთ, თავის მოვლის ფრანგული ბრენდის „ამბრიოლისის“ 4-ეტაპიან დღის რუტინას, რომელიც თქვენს ცხოვრებას ერთი ორად გაამარტივებს ზაფხულში:

რძე-კრემ კონცენტრატი

მულტიფუნქციური კრემი შეგვიძლია გამოვიყენოთ , როგორც დამატენიანებელი საცხი, მაკიაჟის ბაზა და დამატენიანებელი ნიღაბი.  „ამბრიოლისის“ ეს პროდუქტი ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიოს წამყვანი მეიქაფ არტისტების და ბიუთი გურუების საყვარელი პროდუქტია.

Embryolisse - რძე-კრემ კონცენტრატი

 

რძე-კრემ კონცენტრატს ჯადოსნურს ზეთებისა და ნატურალური ინგრედიენტების ერთობლიობა ქმნის, რომელთა შორისაც შეგვიძლია შიის კარაქი, ფუტკრის ცვილი, ალოე ვერა და სოიოს ცილა აღმოვაჩინოთ. მულტიფუნქციური საცხი იდეალურია ყველაზე მგრძნობიარე კანისთვისაც კი და რაც მთავარია, მაქსიმალურად გვიცავს მაკიაჟის მავნე ზემოქმედებისგან.

CC კრემი

როდესაც სახე საგულდაგულოდ მომზადებულია, შეგვიძლია მის მსუბუქ შეფერვაზეც ვიზრუნოთ, ამ საქმეში „ამბრიოლისის“ CC კრემს ბაზარზე ბადალი ცოტა თუ მოეძებნება. სახის ფერის გამაუმჯობესებელი საშუალება - SPF20 და თვითრეგულირებადი პიგმენტებით მარტივად ადაპტირდება სახის სხვადასხვა ტონალობასთან და კანს ბუნებრივ, ჯანსაღ შეფერილობას სძენს.

Embryolisse - CC კრემი

 

„ამბრიოლისის“ CC კრემში შემავალი ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს ჩვენი კანის ღრმა დატენიანებას, ხოლო, რაც შეეხება UV ფილტრს, მზისგან დამცავი სპექტრი ხელს უშლის ფოტოდაბერების პროცესს და საგულდაგულოდ იცავს ჩვენს კანს მზის მავნე სხივებისგან. 

პუდრი

ბზინვარების და ერთგვაროვნების მიმნიჭებელი კომპაქტური პუდრი, მანათობელი პიგმენტების და მსუბუქი ტექსტურის წყალობით სახეზე ჰაეროვან ფენას წარმოქმნის რომელიც ერთგვაროვნებას და ლამაზ ფერს ანიჭებს კანს.

Embryolisse - პუდრი

 

ლოუფას ზეთის დამსახურებით, კლასიკური პუდრისგან განსხვავებით, „ამბრიოლისის“ პროდუქტი არ აშრობს სახის კანს, სპეციალურად შერჩეული პიგმენტები კი კანის ნაკლოვანებებისა და დეფექტების დაფარვას უზრუნველყოფს. მაქსიმალურად ლამაზი ეფექტისთვის დავიტანოთ სახის 3 ზონაზე, შუბლი, ლოყების ზედა მხარეს და ნიკაპზე.

ტუჩსაცხი

და ჩვენი ოთხეტაპიანი რუტინის ბოლო საფეხურის დროც დადგა, რომელიც ტუჩსაცხის გარეშე წარმოუდგენელიც კი იქნებოდა. წარმოგიდგენთ, „ამბრიოლისის“ რბილი ბალზამის კონსისტენციის ტუჩსაცხებს სხვადასხვა ტონალობაში, მასში შემავალი სამი ინგრედიენტის: აბუსალათინის ზეთის, ბამბის კარაქისა და ვიტამინ E-ს წყალობით, პროდუქტი ღრმად ატენიანებს ჩვენს ტუჩებს და სასურველ ფერსაც გვანიჭებს.

Embryolisse - ტუჩსაცხი

 

აღსანიშნავია ის ფაქტის, რომ ფანქრის ფორმის მქონე ტუჩსაცხი მარტივი გამოსაყენებელია და იდეალური ფინალური შტრიხი შეაქვს ყოველდღიურ მსუბუქ მაკიაჟში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში  „ამბრიოლისის“ ოფიციალური წარმომადგენელი, ჯიპისის სააფთიაქო ქსელია.

 

ზევით