SCHIAPARELLI-მ 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა
დანიელ როუზბერიმ Schiaparelli-ს ხელწერა ყოველდღიურ გარდერობს მოარგო. „Going Clear“ ლუვრის მიწისქვეშა სივრცეში წარადგინეს.
Mercedes Benz თბილისის მოდის კვირეული ახალი სეზონით ციფრულ ფორმატში 6 - 9 მაისს ჩატარდა, სადაც ქართველმა დიზაინერებმა 2021-22 წწ შემოდგომა/ზამთრის კოლექციები წარადგინეს.
როგორც წესი, მოდის კვირეული საზოგადოების ყურადღების ქვეშ არა მხოლოდ ჩვენებებით, არამედ ასევე Street style შოუებით ექცევა, რომლისთვისაც ინფლუენსერები და მოდის მოყვარულები განსაკუთრებულად ემზადებიან. წელს მოდის კვირეული, ციფრული ფორმატიდან გამომდინარე, ქუჩის სტილის სანახაობებით არ გამოირჩეოდა, თუმცა ქართველმა მოდელებმა ინფლუენსერების როლი მოირგეს და ფოტოგრაფების ობიექტივში ასევე ქუჩის სტილის გადაღებებისას მოექცნენ.
როგორც გურამ კაპანაძის Street Style ფოტოებიდან ვხედავთ, ქართველი მოდელები უპირატესობას მონოქრომულ ფერებსა და ჯინსებს ანიჭებენ.







