#დეკორი

სტივენსონის სახლი: ჯეინ ოსტინის საცხოვრებელი, რომლის კედლებშიც რევოლუციური რომანები დაიწერა

გაზიარება:

ჯეინ ოსტინის და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გახდნენ სახლის მფლობელები, რომელშიც ჯეინ ოსტინმა ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა და რომლის კედლებშიც რევოლუციური რომანები დაიწერა. სტივენტონის სახლი, ჰემფშირში 8.5 მილიონ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული.

სტივენტონის სახლი ჯეინ ოსტინის უფროსმა ძმამ, ედუარდმა, მე-19 საუკუნის დასაწყისში ააშენა. ამ სახლის კედლებში ჯეინმა 1775 წლიდან 1801 წლამდე იცხოვრა, მანამ სანამ, ჯეინის მამა პენსიაზე არ გავიდა და ოსტინების ოჯახი ბათში არ გადავიდა საცხოვრებლად. სტივენსტონის სახლი ოსტინებს მემკვიდრეობით ერგოთ თომას ნაითისგან, რომელსაც შვილი არ ჰყავდა და თავის მემკვიდრედ ჯეინის უფროსი ძმა ედუარდი გამოაცხადა. 1826 წელს ედუარდმა დაანგრია სტივენტონის სახლის ადგილას მდებარე მე-16 საუკუნით დათარიღებული შენობა (სადაც ჯეინი დაიბადა) და ის ჩვენამდე მოღწეული სახით ჩაანაცვლა.

1855 წელს ედუარდ ნაითმა (გვარი მან თომას ნაითისგან ისესხა) სახლი, ველინგტონის მეორე ჰერცოგს მიჰყიდა.

51 ჰექტარზე გაშენებული ბაღებისა და ალუბლის ხეების ხედით, სტივენტონის სახლი ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში რამდენჯერმა განახლდა, თუმცა მისი პირვანდელი სახისა და დიდებულების შენარჩუნება მაინც მოხერხდა. სახლი მდიდარი ისტორიისა და თანამედროვე კომფროტის იშვიათ კომბინაციას წარმოადგენს: ერთი მხრივ აქ აღმოაჩენთ ექვს საძინებელს, ოთხ სველ წერტილს და ოთხ მისაღებ ოთახს, მოჩუქურთმებულ ბუხრებს, მაღალ ჭერს რთული კარნიზებითა და ხის იატაკით, მეორე მხრივ კი ტემპერატურის კონტროლირებად ღვინის მარანს და დიდ საგარდერობო ოთახს საძინებლის მიმდებარედ.

ზევით