#მოგზაურობა

საკულტო მიმართულებები და სასტუმროები სლიმ აარონსის ობიექტივში, თქვენი სამოგზაურო შთაგონებისთვის

გაზიარება:

„მიმზიდველი ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ მიმზიდველად, მიმზიდველ ადგილებში“ - ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტოგრაფის სლიმ აარონსის მანტრა გახლდათ. ყოფილი ჯარისკაცი და საბრძოლო ფოტოგრაფი, მედია ინდუსტრიის საყვარელ გლამურ ფოტოგრაფად ბუნებრივად იქცა. ადამიანი, რომელიც არასოდეს არღვევდა საკუთარ საზღვრებს, იყო პიონერი მდიდრული ესთეტიკისა და ფოტოგრაფიული სენსიტიურობის გამოვლენაში, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა, აარონსი მალევე აღმოაჩინეს კომერციულმა ჟურნალებმა და მისი ცნობილი ფოტოები აქტიურად იბეჭდებოდა Harper's Bazaar-ის, Town & Country-სა და Life-ის პრიალა ფურცლებზე.

ცნობილი ადამიანები თაყვანს სცემდნენ ფოტოგრაფს და მას სრულ ნდობას უცხადებდნენ, სლიმ აარონს არასდროს აღიქვამდნენ პაპარაცად და ყოველთვის მასპინძლობდნენ დახურულ წვეულებებსა და პრივატულ მოგზაურობებში. მისი ესთეტიკა გახდა მოდერნიზმის ემბლემა ისევე, როგორც მისი ინტიმური და გულწრფელი მეგობრობა A-lister-ებთან.

1. Villa d’Este, კომოს ტბა

Villa d'Este არის ადგილი, სადაც უნდა მოხვდეთ - ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სასტუმრო, რომელიც სამეფო რეზიდენცია იყო, სანამ 1873 წელს მდიდრულ სასტუმროდ გადაიქცეოდა. Villa d'Este აერთიანებს იტალიის la dolce vita-ა ხიბლს: ვინტაჟურ ნავებს ტბაზე და ბოტანიკურ ბაღებს, რომლებიც საოცარ სურნელს აფრქვევენ. სლიმ აარონსმა 1983 წელს კომოს ტბის მარგალიტი სწორედ მცურავი ნავებისა და თვალწარმტაცი მთის პეიზაჟის ფონზე გადაიღო. 

2. Beverly Hills Hotel, ლოს-ანჯელესი

ჰოლივუდის ოქროს ხანას, სტუმრების დიდების ხეივნიდან გადმოსული  ვარსკვლავური სიით Beverly Hills Hotel უკვდავყოფს. 1912 წელს, სასტუმროს გახსნის დღიდან-დღემდე, სასტუმრო კომუნიკაციის და დროის სასიამოვნოდ გატარების უცვლელ ადგილად ითვლება, რასაკვირველია, სასტუმროს ხშირი სტუმარი იყო სლიმ აარონსიც, რომელმაც Beverly Hills Hotel-ის მშვენიერი დერეფნები და აუზები საკუთარ ობიექტივზე აღბეჭდა.

3. Il San Pietro, პოზიტანო

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ზღაპრული ადგილი Aperol Spritz-ისთვის, 1970 წელს გახსნის დღიდან, სანამ სტუმრები სოციალური მედიით დაკავდებოდნენ Il San Pietro-ს სასტუმრო ითვლებოდა. კლდეში არის ჩაშენებული ლიფტი, რომელსაც სტუმრები კერძო პლაჟამდე გადაჰყავს, ვიზიტორებ შეუძლიათ მიიღონ მზის აბაზანები, ისიამოვნონ სასიამოვნო ბრიზით და სურვილის შემთხვევაში იახტითაც გაისეირნონ, თუნდაც კაპრიმდე. 

4. Hotel Hacienda Na Xamena, იბიცა

ოთხმოციან წლებში სასტუმრო Hacienda გახდა იბიცას პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე განსაცვიფრებელ მიმართულებად ბალეარის კუნძულებზე. კლასიკური თეთრად შეფერილი ესთეტიკა გაერთიანდა აყვავებულ პარკში, რომელიც გადაჰყურებს ხმელთაშუა ზღვას და რეტრო აუზით. ბოჰემური სურათით შეპყრობილმა სლიმ აარონსმა სასტუმროს ფოტოები 1978 წელს გადაიღო, მართალია, მას შემდეგ სასტუმროს Hotel Hacienda Na Xamena ეწოდა და სხვა განახლებებიც განიცადა, თუმცა ის მაინც იწოდება ერთ-ერთ სასურველ მიმართულებად იბიცაზე.

5. Hotel du Cap-Eden-Roc, ანტიბი

საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, Hotel du Cap-Eden-Roc მასპინძლობს ცნობილი სტუმრების დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან, ხშირად სასტუმროში ვარსკვლავების თავშეყრის საბაბი კანში მიმდინარე კინოფესტივალია. თუმცა, რომ არა კანი, Hotel du Cap-Eden-Roc თავისი ბრწყინვალე არქიტექტურის და მიმზიდველი ინტერიერისა თუ ექსტერიერის დამსახურებით აუცილებლად გახდებოდა მაგნიტი ვიზიტორებისთვის. სლიმ აარონსმა სასტუმროში რამდენიმე განსაცვიფრებელი კადრის გადაღება მოახერხა.

ზევით