#კულინარია

სიმბოლური დატვირთვა, რომელიც სააღდგომო პასკის მიღმა იმალება

გაზიარება:

აღდგომის დღესასწაულს მართმადიდებლური სამყარო ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდება. ამ ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას დიდი სამზადისი უძღვის წინ, ამ წუთებში ქრისტიანული სამყარო სააღდგომო სუფრის მზადებაშია ჩართული, წითელ პარასკევს წითლად შეღებილი კვერცხებისა და ლაზარეს შაბათს დათესილი ჯეჯილის გარდა, ჩვენს სუფრას კიდევ ერთი განუყრელი ატრიბუტი - პასკა ამშვენებს.

სააღდგომო პურს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახელით იცნობენ: ხმიადი, არტოსი, კულიჩი და პასკა, თუმცა მათი სიმბოლური დატვირთვა მაინც საერთოა. ქართული პასკის წინამორბედად შეგვიძლია ებრაული ხმიადი მივიჩნიოთ, ეს უსაფუარო პური (ებრაელებს საფუარის გამოყენება ეკრძალებოდათ) იესო ქრისტესა და 12 მოციქულის საიდუმლო სერობაზეც გვხვდება. ქრისტიანულმა სამყარომ გადაწყვიტა შეენარჩუნებინა პურის ცხობის საუკუნოვანი ტრადიცია, თუმცა ის ქრისტეს ქადაგების თანახმად, მადლით - იგივე საფუარით გაამდიდრა. 

თავად პასკის სახელწოდება ებრაული დღესასწაულიდან - პასექიდან მოდის.

პასკა, იგივე აღდგომის სარიტუალო პური აღდგომის სიხარულთან ერთად ზეციური საზრდოს სიმბოლოს წარმოადგენს. პასკის სიმაღლე გოლგოთის აღნიშნავს, რაც უფრო მაღალია პასკა, მით მძიმეა გოლგოთის გზა. სწორედ ამ დატვირთვის გამო, პასკას უამრავი ნუგბარითაც შეამკობენ ხოლმე: ქიშმიშითა და ცუკატებით.

XIX საუკუნის საქართველოში პასკას ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით აცხობდნენ, დიდი ქართველი კულინარის რეცეპტი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

ზევით