#მოდა

შემოდგომის მთავარი ტრენდები მილანის მოდის კვირეულიდან

გაზიარება:

მოდის კვირეულების ქუჩის სტილი ჩვენი საყვარელი თავშესაქცევია, განსაკუთრებით სასიამოვნოა სხვადასხვა დიდი ქალაქის: ნიუ-იორკის, ლონდონის ახლა კი მილანის მოდის კვირეულების ქუჩის სტილის თვალის მიდევნება და ჩვენი რჩეული ტრენდების არჩევა. ამჯერად, თქვენთვის ასეთი 5 ტრენდი შევარჩიეთ, დაწყებული ყავისფერი ფერის დომინანტობით - ორმაგი ჯინსის შარვლებითა და ორიგინალური აქსესუარებით დამთავრებული, წარმოგიდგენთ ტენდენციებს, რომელთა საშუალებითაც შემოდგომის გარდერობს გაიმდიდრებთ.

ყავისფერი ორეული

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყავისფერი 2021 წლის შემოდგომის მთავარი ფერია და გარდერობის გამდიდრება მისი დახმარებით ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება. მილანის მოდის კვირეულზე რჩეული ჩაცმულობა ყავისფერი ორეული გახლავთ.

ორმაგი ჯინსის შარვლები

ეს სტილი 2021 წლის შემოდგომის მთავარ ტრენდად იქცა, ორმაგი ჯინსის შარვლები ჩვენს თანამედროვე მოდელებს არაფრით ჩამოუვარდებიან, მეტიც, მათ ორიგინალურობა და ჰარმონიული შერწყმა ყველგან გამოარჩევთ.

კოვბოის თეთრი ფეხსაცმელი

კოვბოის სტილის ფეხსაცმელი უკვე ბოლო რამდენიმე წელია არც ერთ სხვა სტილს არ აძლევს გასაქანს, ამ სტილის ფეხსაცმლის მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს, ის 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონზეც ინარჩუნებს აქტუალურობას, განსაკუთრებით კი თეთრ ფერში.

პრინტიანი კაბები

ნათელი, მკვეთრი პრინტებით წარმოდგენილ კაბებზე რას იტყოდით? მილანის მოდის კვირეულზე ამ სტილმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და მოდის მოყვარულთა გულებიც მარტივად დაიპყრო.

რამდენიმე ქამარი

ბოლოსთვის ორიგინალური ტრენდი შემოვინახეთ, რომელიც ყველას გემოვნებას ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა ერთეულების გულებს აუცილებლად მოიგებს. ერთდროულად რამდენიმე ქამრის ერთად ტარება ერთდროულად სარისკო და გაბედული არჩევანი იქნება.

ზევით