მონაკოს პრინცესა და გრეის კელის შვილიშვილი, შარლოტა კაზირაგი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დახვეწილ, ელეგანტურ და გემოვნებიან მონარქთა რიცხვს მიეკუთვნება. შარლოტა ყოველთვის დიდი ყურადღებით არჩევს ბრენდებს, რომლებთანაც ის თანამშრომლობს. დღეისათვის მონაკოს პრინცესა Chanel-ის მოდის სახლის ამბასადორად გვევლინება და ამ ამპლუაში წიგნების სიყვარულსა და რჩეულ ნოველებს გაგვიმხელს.
რომელი ტიპის მკითხველი ხართ?
ჩემთვის წიგნის მაღაზიაში სტუმრობა ტკბილეულის მაღაზიაში მისვლას ჰგავს: ყველაფრის შეძენა მსურს, იმდენი წიგნის წამოღება, რამდენსაც შევძლებ, შემდეგ კი ვერაფრით გადავწყვეტ, ჯერ რომელი წიგნი წავიკითხო. სწორედ ამიტომ ერთდროულად რამდენიმე წიგნის კითხვას ვიწყებ და ვასრულებ.
მიმაჩნია, რომ სულაც არ არის ცუდი იყო წიგნებზე დამოკიდებული, ამის გამო სინდისი ნამდვილად არ მქენჯნის.
თქვენს ბიბლიოთეკას აწესრიგებთ?
კი და არა. იქ ძალიან დიდი არეულობაა, რადგან წიგნები ყველგანაა მიმოფანტული, ამიტომ მოწესრიგებულობის შეგრძნება ნამდვილად არ გაგიჩნდებათ. თუმცა, მეორე მხრივ, მომწონს ის ფაქტი, რომ მათ დალაგებაში დიდ დროს არ ვკარგავ, რადგან მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ წიგნს მიაგნოს და ზუსტად თქვას თუ სად დევს ის.
ავტორი, რომელმაც პირველი შეხვედრისას შოკში ჩაგაგდოთ...
შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ორი წიგნი არსებობს. პირველი, ეს იყო რილკეს Letters to a Young Poet, რომელმაც ძალიან ძლიერი ემოცია დამიტოვა. ალბათ, მისი ძალა ლექსების რითმებში იმალება, ისინი იავნანასავით ჩამესმოდა ყურებში. რილკეს Letters to a Young Poet მახსენდება მაშინ, როდესაც ვფიქრობ იმაზე თუ როგორ ვწერო და როგორ ვიცხოვრო.
ფრაზა: "ცხოვრება ძალიან სერიოზული და რთული რამაა" ყოველთვის თავში მიტრიალებს.
ასევე გამოვყოფდი ბოდლერის The Flowers of Evil-ს, რომელმაც რეალური სამყაროსკენ გამიკვალა გზა და ჩემს სახეცვლილებაში, ტრანსფორმაციაში ითამაშა დიდი როლი. ვისწავლე, რომ ტანჯვა შესაძლოა იყოს პირქუში, ყველაზე საძაგელი რამ, თუმცა მას საოცარ სილამაზეშიც შეუძლია გადაიზარდოს. ეს არის სუბლიმაცია პოეზიის გზით და მე ის ბოდლერში აღმოვაჩინე.
"კის" და "არას" ერთდროულად გიპასუხებთ. დადებითი პასუხი ნუგეშისცემას ეკუთვნის, რომელსაც კითხვის პროცესში ვპოულობთ. თუმცა, ხშირად ვაწყდებით იმედგაცრუებასაც. ამ დროს კითხვა კომფორტული აქტივობის სახეს კარგავს.
ლიტერატურა, ფილოსოფია, პოეზია ჩვენ არ გვემსახურებიან, ისინი ჩვენი კომფორტისთვის არ შექმნილან, ისინი საჩუქრებია, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ.
წიგნი, რომელიც ახალგაზრდობისას მიივიწყეთ, დღეს კი აფასებთ...
მარგარიტ დიურასის The Lover არის წიგნი, რომელიც ახალგაზრდამ წავიკითხე. თუმცა, ვერაფრით გავიგე, როგორ იყო წიგნი დაწერილი. ვერ გავიგე ვერც მწერლის ხმა და რა საკვირველია, არც მის სამყაროში შემიბიჯებია. ამ ზაფხულს The Lover ხელახლა წავიკითხე. წიგნის კითხვა სულ რამდენიმე საათში, ერთი ამოსუნთქვით დავამთავრე და მარგარეტ დიურასის ხმამ ჩემამდეც მოაღწია.
მიმაჩნია, რომ არსებობს პერიოდი, როდესაც ძალიან კარგ წიგნს აღმოაჩენ და მომენტები ცხოვრებაში, როდესაც მათ ხელიდან მარტივად გაუშვებ.
ახლახან აღმოჩენილი თანამედროვე ნოველა...
თანამედროვე ლიტერატურიდან წიგნი, რომელიც მართლა მომეწონა არის სარა ჩიჩეს Saturne. როდესაც წიგნის კითხვა დავიწყე, ვიფიქრე, რომ ის ძალიან საშიში და სტრესული იყო და ვერაფრით წავიკითხავდი. რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ წიგნი გადავდე და რამდენიმე კვირა ასე უძრავად იდო. ერთ დღესაც მივუბრუნდი და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
ეს არის წიგნი მწერლის პირად ისტორიაზე, ერთდროულად მოგზაურობა მელანქოლიურ სამყაროში და იმავდროულად ამ მელანქოლიის უკან მოტოვება.
3 წიგნი, რომელსაც დაუსახლებელ კუნძულზე თან წაიღებდით...
თუ მხოლოდ 3 წიგნი უნდა შევარჩიო, აუცილებლად თან წავიღებდი ანა დიუფურმანეტილს In Praise of Risk-ს. ეს განსაკუთრებული წიგნია ჩემთვის. ანა ჩემი ერთგული მეგობარი და ფსიქონალიტიკოსი იყო კითხვის პროცესში, ის გვაიძულებს შევცუროთ სამყაროში, გავრისკოთ და შევიყვაროთ.
აუცილებლად წავიღებდი მონტენის ესეების კრებულს, რადგან მისი წერის მანერა ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხია. მესამე წიგნად კი ემილი დიკინსონის პოემებს შევარჩევდი; მისი ყველა პოემა წაკითხული მაქვს და მათში არის რაღაც წმინდა, რაც აღმაფრთოვანებს.
ჯენიფერის თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით სახლი ძველი და ისტორიული უნდა ყოფილიყო, თუმცა ამავდროულად, დიდი ოჯახისთვის პრაქტიკული. მსახიობის რეზიდენცია ფერმერის სახლის სტილისა და თანამედროვე ინოვაციური დიზაინის ნაზავს წარმოადგენს.
იტალიელი დიზაინერი, ჯამბატისტა ვალი წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და მოდის სამყაროში წარუშლელ კვალს ტოვებს. ცოტა ხნის წინ ის ოჯახთან ერთად სენაზე არსებულ კუნძულზე, სენ-ლუიზე გადავიდა საცხოვრებლად.
თანამედროვე სწრაფად ცვალებადი სამყაროს მიღმა არსებობს ადგილები, სადაც ჰაერი კვლავ ჯადოსნური მტვერითაა გაჟღენთილი. პატარა, მყუდრო ქალაქები, რომელთა თითოეული კუთხე-კუნჭული მეზღაპრეების წარმოსახვაში დაიბადა, იქ ჩასული კი თქვენც მაგიური სცენარის ნაწილად იქცევით. ევროპის პოპულარულ, ტურისტებით სავსე ქვეყნებში არაერთი უძველესი ზღაპრული ქალაქი ბუდობს, დღევანდელი სტატია კი რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.