#მოდა

SCHIAPARELLI HAUTE COUTURE SPRING 2024

გაზიარება:

ელზა სკიაპარელის დიდებულებაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ის, რაც საუკეთესოდ გამოხატავდა დიზაინერის ხელწერას, მისი შინაგანი სამყაროთი იყო ნაკარნახევი. ინტელექტუალებისა და ხელოვანების ოჯახში გაზრდილი ელზა სკიაპარელი, პირველ ყოვლისა, თავს არტისტად მიიჩნევდა. ელზას ინტერესები ბერძნული მითოლოგიისა და  რელიგიური რიტუალების, მისი უსაზღვრო სიყვარული ხელოვნებისა და ასტროლოგიის მიმართ, ხშირად რეალიზდებოდა Schiaparelli-ს სახლის დამაარსებლის საკულტო სილუეტებში. დენიელ როუზბერიმ Haute Couture Spring 2024-ის შექმნისას, კიდევ ერთხელ გაიხედა წარსულში და ინსპირაციას, სწორედ ელზას მთავარ გატაცებაში, ვარსკვლავებში მიაკვლია.

schiaparelli, სკიაპარელი, ელზა სკიაპარელი

schiaparelli, სკიაპარელი, ელზა სკიაპარელი

პარიზის მაღალი მოდის კვირეულს კი უბრალოდ ვერ ექნებოდა იმაზე დიდებული საწყისი, ვიდრე  Schiaparelli-ს შოუ.

schiaparelli, სკიაპარელი, ელზა სკიაპარელი

schiaparelli, სკიაპარელი, ელზა სკიაპარელი

ღამის ცა, რომელსაც პატარა ელზა ბიძასთან, ჯოვანი სკიაპარელთან ერთად აკვირდებოდა და იკვლევდა, გუშინ, Schiaparelli-ს ახალი კოლექციის ამომავალ წერტილად იქცა. მოდის სახლის ამჟამინდელი კრეატიული ხელმძღვანელი, დაინტერესდა არა მხოლოდ ელზას დიდი გატაცებით, არამედ იმ სილუეტებით, რომლებიც ამ დიდი ინტერესის რეფლექსიად იქცნენ. გუშინ, პარიზის მაღალი მოდის კვირეულის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის გახსნაზე, ვიხილეთ კაბები, რომლებმაც ახალი სიცოცხლე დენიელ როუზბერის დამსახურებით შეიძინეს.

schiaparelli, სკიაპარელი, ელზა სკიაპარელი

შორეული წარსულის ანარეკლთან, ავანგარდთან და ვარსკვლავებთან ერთად, Haute Couture Spring 2024-ის კოლექცია აგრეთვე აერთიანებდა სიურრეალიზმს, რომელიც დენიელმა მოდის სახლის ისტორიაში მკაფიოდ ამოქარგა. ქვეცნობიერის კვლევა და აბსტრაქტული სილუეტები არც ელზა სკიაპარელის ხელწერისთვის გახლდათ უცნობი, თუმცა წლები ნათლად გვიმტკიცებენ, რომ დენიელი ლეგენდარული დიზაინერის ნამდვილი მემკვიდრეა.

ოტ-კუტიურ კოლექციაში ამჯერადაც ჭარბად იყო წარმოდგენილი სიზმრიდან გადმოსული კაბები, ექსპრესიული აქსესუარები და ექსტრავაგანტური ნამუშევრები.

ზევით