#მოგზაურობა

სათხილამურო არდადეგები: სლიმ აარონსის საუკეთესო ვინტაჟური ფოტოები

გაზიარება:

თავისი თაობის ყველაზე გავლენიანმა ფოტოგრაფმა, სლიმ აარონსმა, 60-იანი, 70-იანი და 80-იანი წლები მოგზაურობაში გაატარა. სლიმი ყველგან საყვარელი ფოტოაპარატებით გადაადგილდებოდა და ფირზე ყველაზე მდიდრული დასვენების კადრებს ასახავდა დედამიწის ყველაზე ცნობილი კურორტებიდან.

აარონსის ზამთრის სერიის ფოტოებიც სწორედ ასე მუდმივ მოგზაურობაში და ექსტრემალურ თავგადასავლებში შეიქმნა, სან-მორიციდან ნიუ ჰემფშირის სათხილამურო კურორტამდე, წარმოგიდგენთ სლიმ აარონსის ყველაზე ცნობილ ფოტოსერიებს.

სლიმ აარონსი

სათხილამურო კურორტები ნიუ ჰემფშირში

ნიუ ჰემფშირის შტატის ყველაზე ცნობილი სათხილამურო კურორტები Cannon Montain, Sugarbush Mountain და Cranmore Mountain გახლდათ. ეს კურორტები თითოეული მოთხილამურისთვის ახდენილ ოცნებას ჰგავდა, ერთ-ერთი საუკეთესო სასრიალო მოედნები, ბევრი გართობა და ნანატრი მზის სხივები ზამთრის სიცივეში.

ვერმონტი

ნიუ ჰემფირიდან მცირე მანძილზე, Stowe ski სათხილამურო კურორტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ვერმონტში, ოჯახური არდადეგები, ვახშამი ღია ცის ქვეშ... ფოტოგრაფმა, თხილამურებით სრიალის დროს თავისი საუკეთესო კადრები გადაიღო.

ვაილი

ვარსკვლავური კურორტის სტუმრები კოლორადოში, ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები გახლდნენ, მთების დაუსრულებელი ხედებით, მდიდრული შალეებითა და გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობებით, ვაილი სლიმ აარონსის ობიექტივში დამსახურებულად მოხვდა.

ასპენი

ვაილი მსგავსად, ასპენიც კოლორადოს სახელგანთქმული სათხილამურო კურორტია, რომელთანაც აგრეთვე ცნობილი ადამიანების სახელებია დაკავშირებული.

Squaw Valley კალიფორნიაში

შესაძლოა კალიფორნია თავისი მზიანი სანაპიროებით უფრო ცნობილია მსოფლიოში, თუმცა მისი თოვლიანი მთებიც ნამდვილ საგანძურს წარმოადგენენ. ყველაზე ცნობილი სათხილამურო კურორტი Squaw Valley გახლავთ, რომელიც აშშ-ში უდიდესი სათხილამურო ზონით გამოირჩევა, აქ 1960 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშებიც კი მოეწყო.

ლეხი ავსტრიაში

1960-იან წლებში, ავსტრიის უმშვენიერესმა ბუნებამ და გამორჩეულმა სათხილამურო კურორტმა ლეხში კუთვნილი ყურადღება და აღიარება დაიმსახურეს. სლიმს, არც ავსტრიული არდადეგები გამოუტოვებია...

სან-მორიცი

ლეხის მსგავსად, 1960-იან წლებში პოპულარობის მოხვეჭა სან-მორიცმაც დაიწყო, 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, სან-მორიცში ყოველწლიურად იმართებოდა ანთოლოგიის ფესტივალების, მის საპატიო სტუმრებს შორის კი დები ლივანოსები და ონასისების კლანი გახლდათ.

ვერბიერი

შვეიცარიის სათხილამურო კურორტების ტოპ სამეულში ვერბიერი ყოველთვის იკავებდა და დღემდე იკავებს კუთვნილ ადგილს. მოწყობილი სათხილამურო ზონა, ლამაზი სასტუმროები და სასადილო მაგიდები უმშვენიერესი პანორამული ხედებით, რა შეიძლება ვინატროთ მეტი?

ზევით