#ცნობილები

სარა ჰეილენდის ჯადოსნური ქორწილი და Vera Wang-ის საპატარძლო კაბა

გაზიარება:

31 წლის ამერიკელი მსახიობი სარა ჰეილენდი, რომელმაც პოპულარობა ყველასათვის საყვარელი სითკომიდან Modern Family მოიპოვა, გასულ უქმეებზე ცხოვრების სიყვარულზე უელს ადამზე დაქორწინდა. საქორწინო ცერემონია სანტა ბარბარას მახლობლად, ფრანგული ვილის (Sunstone Winery-ს) ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

სარა ჰეილანდმა და უელს ადამსმა ერთმანეთი 2017 წელს სოციალური მედიის მეშვეობით გაიცნეს, მათი სასიყვვარულო ურთიერთობა მალევე განვითარდა, 2-წლიანი შეხვედრების შემდეგ უელსმა ჰელანდს ხელი რომანტიკულად სანაპიროზე სთხოვა. წყვილის ქორწილი 2020 წელს იყო ჩანიშნული, თუმცა მოგეხსენებათ მსოფლიო პანდემიამ ყველა დაგეგმილი ცერემონია ერთი ხელის მოსმით გააუქმა. 2 წლის დაგვიანებით სარამ და უელსმა მოახერხეს და თავბრუდამხვევი ქორწილი, საყვარელი ადამიანების და ოჯახის წევრების გარემოცვაში იზეიმეს.

Modern Family-ის ერთგული გულშემატკივრისთვის სარა ჰეილენდის ქორწილი ორმაგად ამაღელვებელი აღმოჩნდა. ერთი მხრივ მათმა უსაყვარლესმა პერსონაჟმა საკუთარი ბედნიერი დასასრული რეალურ ცხოვრებაში იპოვა, მეორე მხრივ კი მისი ქორწილი სითკომის სამსახიობო გუნდის გაერთიანების საბაბი გახდა. ჰეილენდის მნიშვნელოვან დღეს Modern Family-ის ოჯახმა არასრული შემადგენლობით მოიყარა თავი. საქორწინო ცერემონიას ესწრებოდნენ სოფია ვერგარა, ჯესი ტაილერ ფერგიუსონი, არიელ ვინტერი და ნოლან გულდი, ამ უკანასკნელმა წყვილის დაქორწინების კი საკუთარ თავზე აიღო.

სარასა და უელსის დიდი დღის ფოტოები გაცოცხლებული ზღაპრის, ბედნიერი მომენტების და ნამდვილი სიყვარულის ზეიმია. უმშვენირეს პატარძალს ცერემონიაზე Vera Wang-ის ორი დიდებული ქმნილება ამშვენებდა. ვენახისა და ლავანდის ბაღების ფონზე მორთულ ყვავილების ხეივანში წყვილმა საქორწინო ფიცი გაცვალა, მოგვიანებით კი ღია ცის ქვეშ დაუვიწყარ წვეულებას უმასპინძლა.

ზევით