როგორ შევარჩიოთ იდეალური დეოდორანტი - რჩევები ატირანსისგან

ბაზარზე დეოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების უდიდესი არჩევანია წარმოდგენილი. თაროებზე უამრავი სხვადასხვა ფერის, ფორმის, არომატისა და ტექსტურის პროდუქტს წააწყდებით. არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, როცა მომხმარებელს ამგვარ მრავალფეროვნებასა და სიჭრელესთან უწევს გადაკვეთა.

მნიშვნელოვანია, რომ პიროვნებამ მოახდინოს მისი საჭიროებების ზუსტი იდენტიფიკაცია, რადგან უკმაყოფილო მომხმარებელთა უმეტესობას ძირითადად ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც სათანადო ინფორმაციას არ ფლობენ თავის საჭიროებებზე და პროდუქტის შერჩევისას უბრალოდ ბედს, ლამაზ შეფუთვას ან დაწესებულების კონსულტანტს ენდობიან. ასეთ დროს გარანტია, რომ შეძენილი პროდუქტი თქვენი კანის ტიპის შესაფერისი იქნება და გადაწყვეტს პრობლემას - არ არსებობს. არჩევანი თქვენზეა, პროდუქტის შერჩევის რომელ სტრატეგიას გაჰყვებით: აბაზანის თაროზე მოთავსებული ნახევრად გამოყენებული დეოდორანტების გროვის ამარა დარჩებით, თუ უბრალოდ გაზრდით თქვენს ცნობიერებას, თავდაჯერებულად შეხვალთ აფთიაქში და თქვენზე იდეალურად მორგებული შენაძენით წამოხვალთ.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გადაწყვიტოთ რომელი პროდუქტი გჭირდებათ, დეოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი? ხშირად ამ ორ პროდუქტს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებენ. თქვენი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს თქვენს საჭიროებებსა და პრიორიტეტებს, ასევე თქვენი ორგანიზმიდან ოფლის გამოყოფის ინტენსივობის დონეს და, შესაბამისად, სუნს, რომელსაც თქვენი ეპიდერმისი წარმოქმნის. საინტერესო ფაქტი ისაა, რომ სინამდვილეში უსიამოვნო სუნი არ მოდის უშუალოდ ოფლიდან. ის წარმოიქმნება ბაქტერიებისგან, რომლებიც ფუძნდებიან ნოტიო გარემოში და ეს სინთეზი სწორად იმ სუნს გვაძლევს, რომელსაც ვცდილობთ რომ ვებრძოლოთ.

სუნთან საბრძოლველად ორი გზა არსებობს:

1. ბაქტერიებზე თავდასხმა და სუნის განეიტრალება;

2. ფორების დაბლოკვა და თავად სითხის კანის ზედაპირზე შეღწევის თავიდან აცილება.

ამას დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებს შორის არსებულ მთავარ განსხვავებამდე მივყავართ. დეოდორანტები უსიამოვნო სურნელის ნიღაბია არომატისა და ინგრედიენტების დახმარებით, ხოლო ანტიპერსპირანტები ოფლის გამომყოფ ჯირკვალს ახშობენ. არჩევანი ინდივიდუალურია. ის ადამიანები, ვისაც ფიზიკურად უწევთ მუშაობა, რომელთა გარემოებებსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, დიდი დოზით მზე, ან უბრალოდ სურთ თავიდან აიცილონ იღლიებში ტენიანობის შეგრძნება - ძირითადად ანტიპერსპირანტებს იყენებენ, რადგან მათ აწუხებთ არა მხოლოდ სუნი, არამედ ტანსაცმელზე დატოვებული ტენიანობის კვალებიც.

განსაკუთრებული, პრობლემის დონემდე მიღწეული ოფლიანობის დროს, რეკომენდებულია სპეციალური, დერმატოლოგიურად შემოწმებული სპრეი კომბინაციაში ანტიპერსპირანტთან, რომელიც არ შეიცავს ალუმინს და თავისი შემადგენლობით ხელს უწყობს ჯირკვლების უსაფრთხო, მაგრამ მჭიდრო დაქვეითებას. „ატირანსის“ MAX ხაზი სწორად ამ პროდუქტების კატეგორიას მიეკუთვნება. სპრეი კვირაში ორჯერ, ძილის წინ გამოიყენება. სპეციალური სპრეისა და დეოდორანტის გარდა, ხაზი ოფლის დამთრგუნველ შხაპის გელსაც გვთავაზობს. ამ ხაზის კომბინაციაში გამოყენება, ათავისუფლებს მომხმარებელს ჭარბი ოფლიანობისგან. ამ ხაზის გამოყენებას ადამიანებს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წასვლის წინაც ვურჩევთ, როცა პიროვნებამ იცის, რომ შეიძლება 5 და მეტი საათი დაყოს კონკრეტულ ადგილას და მუდამ აქტიურად იყოს - მაგალითად იცეკვოს ან მოემსახუროს ადამიანებს. ეს პროდუქტი დელიკატური, ღია ფერის ან სპეციფიკური ნაჭრის სამოსის ტარების შემთხვევაშიც რეკომენდებულია, ვინაიდან ტენიანობის ნაკვალევი არ დაეტყოს სამოსს.

ატირანსის ნატურალური ინგრედიენტების სურნელის ნაზი შლეიფი, ყველა მომხმარებელს სასიამოვნო შეგრძნებას უტოვებს.

დეოდორანტი ალუმინის შემცველობის გარეშე, გარდა მაქს ხაზის პროდუქტებთან კომბინაციაში, იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც არ აწუხებთ ჭარბი ოფლიანობა. ასეთი დეოდორანტის გამოყენება 6 წლის ასაკიდან შეიძლება. ამ პროდუქტის უპირატესობა გახლავთ ის, რომ მისი შემადგენლობა ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ანადგურებენ იმ კონკრეტულ ბაქტერიებს რომლებიც მრავლდებიან და ბინადრობენ ადამიანის ტენიან კანზე.თინეიჯერებისა და ადამიანებისთვის, რომელთაც არ აწუხებთ ოფლის დიდი დოზით გამოყოფა და უბრალოდ პირადი ჰიგიენისა და არომატისთვის იყენებენ თავის მოვლის საშუალებებს, ძირითადად არჩევანს ბურთულიან დეოდორანტებზე აკეთებენ, რომელიც ყველაზე ჯანსაღი ვარიანტია და ვეგანური, მცენარეული ინგრედიენტების დახმარებით არც კანის გაღიზიანებას იწვევს და ბუნებრივი არომატებით სუნსაც თრგუნავს.

მომხმარებელი ძალიან პრეტენზიულია დეოდორანტების სუნთან მიმართებაში, რადგან იგი ტანსაცმელზეც და სხეულზეც ტოვებს მსუბუქ, თუმცა გამყოლ სუნს. მათთვის, ვისაც არ უნდა რომ მისი პარფიუმი დეოდორანტის სუნს შეერიოს, რეკომენდებულია უნისექსი, უსუნო დეოდორანტი ნ5. ძირითადად კი - ატირანსის ნატურალური ინგრედიენტების სურნელის ნაზი შლეიფი, ყველა მომხმარებელს სასიამოვნო შეგრძნებას უტოვებს.

შეარჩიეთ ATTIRANCE-ს თქვენი ფავორიტი დეოდორანტი:

ზევით