#სილამაზე

5 საფეხური პრიალა ბიკინის ზოლის მისაღებად

გაზიარება:

სხეულიდან თმის მოცილება საკმაოდ დამღლელი პროცესია. თუკი პარსვა სიფრთხილეს მოითხოვს, ორმაგი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ისეთი დელიკატური ზონის პარსვივას, როგორიც ბიკინია. რაც არ უნდა იყოს, საქმე ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე ზონასთან გვაქვს, რომელსაც არასწორი მოვლის დროს ისეთი უკუჩვენებები ახასიათებს როგორიც გამონაყარი, ქავილი და ჩაბრუნებული თმაა.

იმისათვის, რომ სწორად მოვუაროთ ბიკინის ზოლს და თავიდან ავირიდოთ ინფექცია, გაღიზიანება თუ სხვა სახის გართულებები, გირჩევთ გაითვალისწინოთ 5 სასარგებლო რჩევა, რომელსაც სპეციალისტები გვიზიარებენ.

1. ექსფოლიაცია თმის მოშორებამდე

არ აქვს მნიშვნელობა, ბიკინის ზოლის გაპარსვას აპირებთ თუ თმის ცვილით მოშორებას, კანის სკრაბით ექსფოლიაცია პროცედურამდე აუცილებელია. მეტსაც გეტყვით, ეს საფეხური თქვენი შხაპის რუტინის ნაწილად უნდა აქციოთ. 

თუკი თმის მოსაცილებლად, რეგულარულად დეეპილაციის მეთოდს მიმართავთ, მაშინ აუცილებლად დარწმუნდით რომ ყოველ მეორე დღეს რუტინაში, ნაზ ამქერცლავს იყენებთ, ან ყოველდღიურად ჯაგრისით მშრალი დავარცხნის მეთოდს მიმართავთ. პილინგის გამოყენება ისეთ სენსიტიურ ზონაზე, როგორიც ბიკინის ზოლია, გვაძლევს საშუალებას თმას მიმართულება მივცეთ და თავიდან ავირიდოთ მისი ჩაზრდა/ჩაბრუნება.

BIO-ROM - ბიორომი მკვდარი ზღვის სხეულის სკრაბი

ყიდვა

ექსფოლიაციის საფეხურის გამეორება თმის მოცილების შემდეგაც მნიშვნელოვანია. დეეპილაციიდან 1 ან 2 დღის შემდეგ, რეკომენდებულია რეგულარული ექსფოლიაციის გაგრძელება.

2. მუდმივი ტონირება და დატენიანება

სახის კანის მსგავსაც, ბიკინის ზონაც საკმაოდ დელიკატურია. ცვილით დეეპილაციის შემდეგ, აუცილებელია უალკოჰოლო ტონერის გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ თმების ჩაზრდა. რაც შეეხება დატენიანებას, ჩათვალეთ, რომ ეს საფეხური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ბიკინის ზონის მოვლისას.

Ziaja - ზიაია JEJU სახის ტონერი/სპრეი

ყიდვა

Rituals - რიტუალს ტანის კრემი

ყიდვა

3. არ მოიცილოთ ჩაზრდილი თმა

თუკი ზემოთ ჩამოთვლილ საფეხურებს მიყვებით და თქვენი თმა მაინც მიდრეკილია ჩაზრდისკენ/ჩაბრუნებისკენ, დიდი გამოწვევის წინაშე დადგებით: თვითნებურად მოიშოროთ თუ არა თმა... გირჩევთ, ეს არ გააკეთოთ, რადგან როდესაც თმის ამოღებას ფრჩხილით ეცდებით, არსებობს იმის საშიშროება, რომ ფრჩხილის ქვეშ არსებულ ბაქტერიას კანის ღია ზონაში შეღწევის საშუალებას აძლევთ, რაც ინფექციის გამომწვევ მიზეზად შეიძლება მოგევლინოთ. უმჯობესი იქნება ეს საქმე სპეციალისტს მიანდოთ ან ის მაქსიმალურად სტერილურად მოიშოროთ.

4. არასდროს გაიპარსოთ მშრალ კანზე

როგორც იმაზე ვზრუნავთ, რომ ბიკინის ზოლის არეა, გაპარსვამდე ან ცვილით დეეპილაციამდე იყოს სუფთა და სკრაბით დამუშავრებული, ისევე ვზრუნავთ იმაზე, რომ გაპარსვის მომენტში კანი კარგად იყოს დატენიანებული. გამომდინარე იქიდან, რომ საპონი კანის გამოშრობას უწყობს ხელს, გირჩევთ, არჩევანი pH დამაბალანსებელ გელზე გააკეთოთ.

Lea - ლეა საპარსი მუსი ქალის

ყიდვა

Biolane - ბიოლანი ზეთი დოზატორით 

ყიდვა

ყოველთვის გამოიყენეთ სუფთა საპარსი და ნაზი საპარსი კრემი. თუ თქვენი კანი მარტივად ღიზიანდება, მაშინ უმჯობესი იქნება საპარსი კრემის ქვეშ ზეთიც გამოიყენოთ, ეს პროდუქტები თქვენს კანს ბარიერად გადაეკვრება და მოსალოდნელ გამონაყარს აგარიდებთ თავიდან.

5. იზრუნეთ ბიკინის ზონაზე მომდევნო 24/48 საათი

ცვილით დეეპილაციის ან პარსვის დასრულების შემდეგ, დარწმუნდით, რომ სწორად მოუარეთ და დაამუშავეთ ბიკინის ზოლის ზონა და მომდევნო 24/48 საათის განმავლობაში აგრძელებთ მასზე ზრუნვას. პოსტ დეეპილაცია/გაპარსვის პერიოდში, მნიშვნელოვანია დელიკატური ზონა მოვარიდოთ მზეს და ულტრაიისფერ სხივებს და ჩავიცვათ მაქსიმალურად ორგანული ქსოვილის შარვალი თუ ქვედაბოლო.

P.S პრიალა და ლამაზი ბიკინის ზოლის მისაღებად, ამ რუტინის შემუშავება ზამთარში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზაფხულში. თუ გვინდა, რომ მომავალ ზაფხულს, თავი საცურაო კოსტიუმში მოვიწონოთ, ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციებით ბიკინის მოვლა ახალვე უნდა დავიწყოთ.

ზევით