ჯინსი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სამოსი. ის უძლებს დროს. არაფერი სჯობს იმ შეგრძნებას, როდესაც საყვარელ ჯინსს ვირგებთ და ვხვდებით, რომ ის ჩვენი სხეულისთვისაა შექმნილი. სწორედ ამიტომაა ჯინსი შეუცვლელი იტალიური ბრენდი Replay-ისთვის. ის მეამბოხეობისა და სტერეოტიპების მსხვრევის სიმბოლოა.
არ არსებობს ორი ერთნაირი ჯინსი, ისევე, როგორც არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი!
Fashion Box Spa იტალიური კომპანიაა, რომელიც სამ ბრენდს, REPLAY, REPLAY&SONS და WE ARE REPLAY-ის აერთიანებს. ეს სამი ბრენდი ჯინსების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ხაზს ქმნის. კომპანიის წარმატების საიდუმლო კი იტალიელებისთვის ჩვეული, უნიკალური დიზაინი და უმაღლესი ხარისხია.
Fashion Box კვლევასა და განვითარებაში დიდ ინვესტიციას ახორციელებს, ფოკუსირებულია უნიკალურ სტილებზე და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების ტექნიკაზე.
REPLAY, REPLAY&SONS და WE ARE REPLAY, მამაკაცების, ქალებისა და ბავშვებისთვის ყოველდღიურ ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს გვთავაზობს. ეს ბრენდები ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის, ამერიკისა და აფრიკის მასშტაბით, 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Replay-ის ოჯახის წევრი კი, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოც გახდა. Fashion Box ჯინსის სექტორში წამყვანი კომპანიაა, ხოლო ექსპორტი მისი წლიური ბრუნვის 90.5%-ს შეადგენს.
REPLAY-ის ისტორია 1978 წელს იწყება, როცა კლაუდიო ბუზიოლი თავის იდეას ბრენდის სახელით არეგისტრირებს. დაარსებიდან 10 წლის თავზე კი ბრენდის წარმოება მილიონ ჯინსს აჭარბებს. REPLAY ნელ-ნელა იზრდება და მომხმარებელს ჯერ ბავშვის ტანსაცმელს, შემდეგ ფეხსაცმელს, სუნამოს, სამკაულებსა და აქსესუარებს სთავაზობს. 2013 წელს REPLAY FC ბარსელონასთან ოთხწლიან კონტრაქტს აწერს ხელს, რათა მსოფლიოს პირველი გუნდის წევრები და კლუბთან ასოცირებული ადამიანები ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით უზრუნველყოს. 2015 წელს ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნეიმარ ჯუნიორი, ბრენდის ამბასადორი ხდება.
2019 წელს REPLAY პარიზის სენ-ჟერმენის საფეხბურთო კლუბის პარტნიორიც გახდა. 2020 წელს ნეიმარმა ბრენდთან კოლაბორაციით NJR | Replay Capsule კოლექციაც გამოუშვა. ერთი წლის შემდეგ კი, REPLAY-მ 40 წლის იუბილე უსეინ ბოლტთან კოლაბორაციით აღნიშნა. სულ ახლახანს, ბრენდის სპორტულ პარტნიორებს, Rolex Monte-Carlo Mastrs-ის სპონსორობით ჩოგბურთის მოთამაშეებიც შეუერთდნენ.
გამორჩეული და საინტერესოა REPLAY-ის მაღაზიების ინტერიერიც. ნატურალური მასალების, ხისა და რკინის გამოყენება, ხელოვნებასა და მატერიას შორის იდეალურ ბალანსს ქმნის. თანაც, ამგვარი ინტერიერი ბრენდის ეკომეგობრული პროდუქციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. თუ იტალიური, უმაღლესი ხარისხის ჯინსების შეძენა გსურთ, სითი მოლში უნდა შეიაროთ. ბრენდის ქართული წარმდგენი ICR ჯგუფია, რომელიც REPLAY-ის კიდევ ერთი მაღაზიის გახსნას, მალე ბათუმშიც გეგმავს.
ოქტომბრის ცა ოცნებებზე და მიზნებზე, ეს შთამაგონებელი დრამაა, რომელიც ჰომერ ჰიკამის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული. ახალგაზრდას დასავლეთ ვირჯინიაში, ერთადერთი მომავალი ესახება - მამამისის კვალს გაჰყვეს და ადგილობრივ ქვანახშირის მაღაროში დაიწყოს მუშაობა.
მზის სხივების ქვეშ გატარებულმა ზაფხულის თვეებმა გარუჯული კანით დაგვიტოვა. მზის ზემოქმედება, სითბო და გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი კანისა და სხეულის მდგომარეობაზე. დღევანდელ სტატიაში პლასტიკური ქირურგი - მარიამ წივწივაძე იმ პროცედურებს გაგიზიარებთ, რომლებიც ზაფხულის შემდგომ კანისა და სხეულის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.
Carolina Herrera-ს ახალი სურნელი მეტია, ვიდრე უბრალოდ სუნამო - ეს არის ოდა მიძღვნილი თანამედროვე ქალისადმი. 18 სექტემბერს ისი პარიმ ქალები დახურულ ვახშამსა და სუნამოს პრეზენტაცია მიიწვია.